Category Archives: Uncategorized

უკრაინის ავტკეფალიისკენ განვლილი გზა და დარჩენილი ნაბიჯები

უკრაინის-ავტოკეფალია

1-ეროვნული სახელმწიფოს საზღვრებში ავტოკეფალიის მინიჭება მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს შეუძლია, მაგრამ ამისთვის საჭიროა ამ სახელმწიფოს მოსახლეობისა და ხელისუფლების მზაობა. უკრაინის შემთხვევაში ეს პროცესები პრეზიდენტ იუშენკოს დროს დაიწყო, ლოგიკურიც იყო, რომ რუსეთისგან პოლიტიკურად განთავისუფლებულმა უკრაინელმა ხალხმა და ხელისუფლებამ, ეკლესიის დამოუკიდებლობაც მოითხოვა. ეს პროცესი საკმაოდ რთული და გრძელვადიანია (მაგ. საქართველოს შემთხვევაში მას 73 წელი დაჭირდა), უკრაინაში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ იანუკოვიჩის მთავრობამ ეს პროცესები რა თქმა უნდა მაქსიმალურად შეანელა და უკან წასწია. პროცესი განახლდა პოროშენკოს პრეზიდენტობისას და მნიშვნელოვან წინსვლასაც მიაღწია.

2- უკრაინის რადაში მოსახლეობის მხრიდან პეტიცია შევიდა, ათი ათასობით უკრაინელი ქვეყნის ხელმძღვანელობას ავტოკეფალიის მიღების პროცესში დახმარებას სთხოვდა, რადამ იმსჯელა საკითხზე, დადებითად გადაწყვიტა იგი და ეს გადაწყვეტილება თავად პოროშენკომ აცნობა ფანარში მსოფლიო საპატრიარქოს, რაც საკმარისი აღმოჩნდა ამ უპირატესი საყდრისთვის, რომ საკუთარი მოქმედებები დაეწყო.

Continue reading

Leave a comment

Filed under Uncategorized

კეფალონიის სასწაული და ”გველობა”

download

            გავოცდი, როდესაც ვნახე, რომ საქართველოდან სპეციალური ტურისტული ტურები მოქმედებს, რომლის შეძენის შემთხვევაშიც 15 აგვისტოს (ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს) საბერძნეთის კუნძულ კეფალონიაზე შეხვდებით, სადაც საშუალება გექნებათ ნახოთ, როგორ სცემენ თაყვანს ‘’გველები’’  ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. საბერძნეთი და ბერძნული კუნძულები ხშირად უნდა მოინახულოთ, მაგრამ არავის მისცეთ საშუალება თქვენი რელიგიური გრძნობებით იმანიპულიროს, მოგატყუოთ და ფული დაგცინცლოთ. პირდაპირ საქმეზე გადავალ და შევეცდები მოკლედ აგიხსნათ კეფალონიის ‘’სასწაულის’’ სიმცდარე.

1.ისტორია- ლეგენდის თანახმად კუნძულ კეფალონიასთან მეკობრეების ნავი მოვიდა, მონასტერში მცხოვრებმა შეშინებულმა მონაზვნებმა ღმერთს სთხოვეს საკუთარი სიწმინდის დაცვა, შედეგად, მონასტერში შესულ მეკობრეებს მონაზვნების მაგივრად  გველები დახვდათ (ლეგენდის ზოგიერთი ‘’რედაქციის’’ მიხედვით გველები მონაზვნებად გადაიქცნენ და ამის შემდეგ ყოველ ღვთისმშობლობას მოდიან მონასტერში, რომ ღვთისმშობლის ხატს თაყვანი სცენ.

Continue reading

Leave a comment

Filed under Uncategorized

უკრაინის ავტოკეფალიის ცნობა და აფხაზური ,,საფრთხე”

  უკრაინის-ავტოკეფალია

    როდესაც საუბარი იწყება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე, რუსული ნარატივი დაუყოვნებლივ იწყებს ჩვენს ,,შეშინებას’’, რომ საქართველოს მხრიდან მისი ცნობის შემთხვევაში აფხაზეთს ,,დავკარგავთ.’’ ეს აზრი სრულიად უსაფუძვლო და არარეალურია, დეტალურად განვიხილოთ თუ რატომ.

  • ავტოკეფალიის მინიჭებას სჭირდება თავისი და საკმაოდ მკაცრად განსაზღვრული პროცედურები, რომელშიც უმთავრესია დედაეკლესიის საკითხი, სწორედ მისგან უნდა მოდიოდეს ავტოკეფალიის აღიარების ინიციატივა. რუსეთი კი არანაერად, ვერასდროს და ვერანაირად იქნება აფხაზეთის დედაეკლესია, შესაბამისად ვერც მიანიჭებს, ან მინიჭების ინიციატივით გამოვა.
  • ავტოკეფალიის მინიჭებისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია ე.წ. ,,ფოტიოსის პრინციპი’’, რომელიც თავის მხრივ მეოთხე მს. კრების მე-17 და ტრულის კრების 38-ე კანონს ეყრდნობა, რომ საეკლესიო მოწმობა საეროს უნდა მიყვებოდეს. ე.ი. შეუძლებელია ავტოკეფალია მიენიჭოს რომელიმე ისეთი ქვეყნის ეკლესიას, რომელი სახელმწიფოს საზღვრებიც არაა აღიარებული. ვინაიდან და რადგანაც აფხაზეთის ტერიტორია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიო თანამეგობრობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველოს დე იურე ტერიტორიაა, შეუძლებელია ამ ტერიტორიაზე საქართველოს გარდა სხვა რომელიმე ეკლესიას ,,ავტოკეფალია მიენიჭოს.’’   Continue reading

2 Comments

Filed under Uncategorized

პატრიარქ კირილის კრეტის კრებამდელი დაპირება ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსს

20131007VAR_1157-12001

,,ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს, რადგან ჩვენივე სიტყვებით განვმართლდებით და ჩვენივე სიტყვებით გავმტყუნდებით”  (მთ.12,36).

თუკი ახლახან გამოცემულ წიგნს- Πατριαρχικός Λόγος περί την Αγίαν και Μεγάλην Σύνοδον (ΑΘΗΝΑ 2017) გადახედავთ, რომელიც ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის მიერ კრეტის კრებაზე წარმოთქმულ სიტყვას ეხება, ძალიან საინტერესო საკითხებს იხილავთ, განსაკუთრებით საინტერესოა ამ წიგნის 22-ე გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, სადაც ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი უნეტარეს კირილის იმ ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც საკრებო ოქმების 256 გვერდზეა განთავსებული. მეტი თვალსაჩინოებისათვის ამ ადგილის ქართულენოვან თარგმანს გთავაზობთ: ,,პატრიარქი ბართლომეოსი კრების გახსნაზე: “შევახსენებთ წმინდა სხეულს, რაც თქვა მოსკოვის უნეტარესმა შამბეზიში იანვრის შეხვედრაზე კრების რეგლამენტზე საუბრისას: უნეტარესი კირილე: “თუკი, მიუხედავად, თქვენი ყოვლადუწმინდესობისა და სხვა ადგილობრივ ეკლესიათა პირველიერარქების მცდელობებისა, ვერ მოხდება, ან არ იქნება კრეტაზე, 16 ივნისს, ეკლესიის მეთაურთა შეხვედრისას ერთი ეკლესიის მონაწილეობის გარანტია, უფლება გვაქვს მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც, თუნდაც ერთი ან რამდენიმე ეკლესიის არ დასწრების შემთხვევაში კრების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს, რადგან სხვაგვარად, ნამდვილად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით” (კირილეს ციტატის დასასრული). ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი: „სწორედ ამას ვაკეთებთ დღეს უნეტარესო ძმებო!“

Continue reading

Leave a comment

Filed under Uncategorized

სწავლა და ცხოვრება ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე

0-02-04-b1ef2e2b736987d9466230e0162b9e0debea64397f29b13c1124abf04ac9eff4_full

ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე ორი განყოფილებაა, ჩვენებურად რომ ვთქვათ ,,უბრალოდ თეოლოგიური’’ და სოციალური თოლოგიის, ეს უკანასკნელი უფრო მეტად სასულიერო პირების მოსამზადებელი განყოფილებაა. ე.ი. მე პირველ განყოფილებაზე ვარ. საბაკალავრო პროგრამა საკრედიტოა, იგი 4 სასწავლო წლისგან და 8 სემესტრისგან შედგება, რა პერიოდშიც 56 საგანი უნდა გქონდეს ჩაბარებული. თავად ფაკულტეტზე 100 მდე საღვთისმეტყველო (და არა ფილოლოგიური) საგანია, რომლებიც სავალდებულოდ, ნახევრად სავალდებულოდ და არჩევითად იყოფა (თუ ვინმეს ამ საგნებზე უფრო მეტი აინტერესებს, შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ). თითოეულ სემესტრში სტუდენტს მაქსიმუმ 9 საგნის აღება შეუძლია, რომელთა სახელმძღვანელოებსაც უსასყიდლოდ მიღებს (თითოეული წიგნის ფასი საშუალოდ 20 ევროა, არსებობს 10 და 120 ევროიანი სახელმძღვანელოებიც), ე.ი. სემესტრში მინიმუმ 180 ევროს, წელიწადში კი 360 ევროს ვზოგავთ. არავის, არსად უთქვამს, რომ ამის გამო ვალდებული ვარ საჯარო მადლიერება გამოვხატო ვინმესადმი… შესაბამისად მადლობელი ვარ.

            ადმინისტრაცია ვახსენე და დავამატებ, რომ აზრზზე არ ვარ ვინაა უნივერსიტეტის რექტორი, არც დეკანის სახელ-გვარი ვიცი, გამიგია, რომ სასწავლებელს სულიერი მოძღვარიც ჰყოლია, რა თქმა უნდა არც ის ვიცი ვინაა და ზოგადად ,,სტაფის’’ ვერცერთ წევრს სახეზე ვერ ვცნობ, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელში მსოფლიო საპატრიარქოსა და საბერძნეთის ეკლესიის მაღალი იერარქიის არაერთი წევრი მუშაობს, ლოცვა-კურთხევის აღება არავის მოუთხოვია. პრინციპი მარტივია- სასწავლებელში ხარ სასწავლად, თუ გჭირდება მიადგები რექტორს, ლექტორს, დეკანს, მოძღვარს, დამლაგებელს და.ა.შ. თუ არადა არავინ არსად შეგაწუხებს და შენს პირად ცხოვრებაში ხელ არ აფათურებს.

Continue reading

Leave a comment

Filed under Uncategorized

ვიზალიბერალიზაციის საფრთხე და რუსული პროპაგანდა

1

ეს რამდენიმე დღეა შეგნებულად ვუზივარ გერმანულ სააგენტოებს და ქართველი ემიგრანტების შესახებ არსებულ ინფორმაციებს ვაჯგუფებ. ჩემგან ემიგრანტების დამცველი არ გამოვა, პირიქით, ყველაზე კარგად თავად ჩვენ ვიცით თანამემამულეები აქეთ რა სისაძაგლეებს ჩადიან და როგორ გვარცხვენენ, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა რაღაცაშია საქმე. ის რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ქართველი ტურისტების ნაკადი გაიზარდა, შესაბამისად დანაშაულიცა და თავშესაფრის მაძიებლებიც მომრავლდნენ ლოგიკურია, მაგრამ ეს ზრდა იმდენად მიზერულია რომ უხერხულიცაა ვიზალიბერალიზაციის ეჭვქვეშ დაყენება. მაგ: მონტენეგრო 2009 და ალბანეთი 2010 წლიდან უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ, უბრალოდ სტატისტიკას ჩახედეთ და ნახეთ რა ციფრებზეა საუბარი, ახლოსაც ვერ მივა საქართველო. მაგ:  ევროპული სააგენტოს (EASO) სტატისტიკის მიხედვით2016 წლის დეკემბერში, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 625 იყო, 2017 წლის იმავე პერიოდში 1570 აპლიკანტამდე გაიზარდა. ანუ 945-ით მეტმა ადამიანმა  შექმნა ეს პრობლემა? ქვემოთ დიაგრამაა და გთხოვთ ჩახედოთ რა ციფრებზეა საუბარი სხვა ქვეყნებიდან მისაღებ მიგრანტებზე. ამას დაუმატეთ აწ უკვე ევროკავშირის წევრი რუმინეთისა და ბულგარეთის ემიგრანტების საშინელებები და + ისლამური ქვეყნის მიგრანტების თავზეხელაღებული მოქმედებები. მაშ რაშია საქმე? ამისთვის სათითაოდ უნდა გამოვიკვლიოთ თითოეული ,,პანიკიორი” სააგენტოს დაფინანსების წყარო და პროფილი. მაგ: სულ ახლახანს ასეთი პანიკური მასალები მოგვართვა გერმანულმა DIE WELT-მა, ეს რომელი სააგენტოა იცით? რუსული ფულით რომ ფინანსდება და პუტინის დაკვეთებს ასრულებს. იგივე შემიძლია ვთქვა  სხვებზე, მაგრამ მოსაწყენი იქნება. ამგვარი სააგენტოების ნახვა გაგიჭირდებათ ლიტველი, ლატვიელი, ესტონელი და.ა.შ. მეგობარი ქვეყნების ოფიციალურ წყაროებში, რატომ იცით? ამ ქვეყნებს აქვთ რუსეთთან ომისა და სსრკ-ს გამოცდილება და გვერდში გვიდგანან, თუმცა ევროკავშირში ,,პარადი” საფრანგეთსა და ჩემთვის უსაყვარლეს ქვეყანას-გერმანიას მიყავთ, რომელთა მთავრობებიც პუტინს პანეგირიკებს უძღვნიან. გაიხსენეთ სარკოზის ქმედებები პუტინთან, გაიხსენეთ გერმანიის წინა კანცლერი- გერჰარდ შროდერი ახლა რომ გაზპრომშია გამოჭიმული, გაიხსენეთ მერკელის ქმედებები 2008 წლის ომის წინ ბუქარესტის სამიტზე, სადაც ყველაფერი გააკეთა, რომ მაპი არ მიგვეღო, რითაც მწვანე აუნთო რუსეთს აგვისტოს ომისთვის, გაიხსენეთ პუტინმა როგორ ,,გადაუკეტა” კანცლერს გაზი და როგორ ააჭიკჭიკა, ,,ვიწინასწარმეტყველებ” და მერკელი როდესაც გადადგება, რუსეთი ,,თბილ ნიავს არ მიაკარებს”.  მოკლედ ორი რამე თუ არ გავითვალისწინეთ გაგვჭირდება-

Continue reading

Leave a comment

Filed under Uncategorized

დავით აღმაშენებელი და მუსლიმი მიგრანტები საქართველოში

загружено

(მოკლე მიმოხილვა)

გასული საუკუნის მიწურულს მოპოვებული დამოუკიდებლობა, ჩვენი დროის უდავოდ უდიდესი მონაპოვარია, მაგრამ ორმაგად სამწუხაროა, რომ ამ განძთან ერთად შევითვისეთ ის ურა-პატრიოტიზმი, შოვინიზმი, ქსენოფობია და რასიზმი, რომლის შედეგებსაც დღესაც ვიმკით და რაც კარგად ვიხილეთ ახლახანს ჩატარებულ მარშზე თუ აღლუმზე. ორმაგად უფრო სამწუხაროა, როდესაც აბო თბილელის, შუშანიკის, ასურელი მამების და.ა.შ. ქვეყანა, მუსლიმი მიგრანტების წინააღმდეგ გამოდის, ამ ყველაფერს წინ ,,დავით აღმაშენებლის ხატი’’ და დიდგორის საქართველოს მოტივები ,,მოუძღვის,’’ ხოლო ეს ყველაფერი იმით ,,პრავდება’’ რომ არალეგალ მიგრანტებს ვებრძვით კაცოო…. ქართველი ლეგალებისა თუ არალეგალი მიგრანტების პატრონები ვამბობთ ამას….

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოდით იმ ისტორიკოსებს გადავხედოთ, ვინც დავითის დროს ცხოვრობდა და მის მოღვაწეობას აღწერდა.  დავიწყოთ „თარიხ მაიაფარიკინის“   არაბი ავტორით- აჰმად იბნ იუსუფ იბნ ალი ალ-ფარიკით: ,,მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისი საქართველოს შემოუერთა, მაშინვე გასცა ბრძანება მუსლიმთა რელიგიის ხელშეუხებლობის შესახებ. უფრო მეტიც, გარკვეული პრივილეგიები მიანიჭა მათ. ასე მაგალითად… ქალაქის იმ ნაწილში, სადაც მუსლიმები ცხოვრობდნენ, არავის ჰყოლოდა ღორი და არავის დაეკლა იგი მათ შორის, მან (დავითმა) მოჭრა მათთვის მონეტა (ფული) ხალიფისა და სულტანის სახელით: და მისცა მათ უფლება აზანისა (ლოცვაზე მოწოდებისა) და თავისუფლად ლოცვისა. დაუდო მათ პირობა აგრეთვე, რომ არც ქართველი, არც ებრაელი და არც სომეხი არ შევიდოდა ისმაილის (მუსლიმების) აბანოში, და რომ პარასკევ დღეს მინბარიდან ილოცავდნენ ხალიფასა და სულტნისათვის და არა მისთვის (დავითისთვის). იგი კეთილად ეპყრობოდა მუსლიმანებს, მათ სარწმუნოებას, მეცნიერებას, ხალხსა და სუფიებს.’’

Continue reading

Leave a comment

Filed under სხვადასხვა, Uncategorized

განკაცების მოტივი

huan and univerce

Cur Deus Hom?

განკაცების მოტივი მღვდელი გიორგი ფლოროვსკი ,,მე ვარ ანი და ჰოე’’ (აპოკ. 1.8) I ქრისტიანები საკმაოდ ადრეული დროიდანვე საუბრობენ გამოხსნის შესახებ, შესაბამისად ჩვენი უფალი უპირველესად მხსნელად მოიხსენიება, რომელმაც გამოისყიდა ადამიანები ცოდვის ტყვეობისა და მონებისაგან. ადრექრისტიანულ ღვთისმეტყველებაში განკაცების უმნიშვნელოვანესი ფაქტი ხშირად განიხილებოდა გამოსყიდვის მნიშვნელობით. ქრისტეს პიროვნების მცდარი კონცეპტი, რომლის თაობაზეც ადრეული ხანის ეკლესიაში პაექრობდნენ, გაკრიტიკდა და ღიად უარყოფილ იქნა, რადგან იგი აზიანებდა ადამიანის გამოსყიდვის სინამდვილეს. გამოსყიდვის მართებულ მნიშვნელობას განიხილავდნენ როგორც ღმერთსა და ადამიანს შორის მჭიდრო კავშირის აღდგენას, შესაბამისად გაკეთდა დასკვნა, რომ თავად გამოსყიდვა ორივე მხარეს ეკუთვნოდა, ე.ი. თავიდან ერთად მოქმედებდა ღვთაებრიობა და ადამიანურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შორის გაწყვეტილი კავშირი თავისით ვეღარ აღდგებოდა. ეს იყო სწორედ იმ მთავარი არგუმენტების მიმართულება, რომელსაც ვხვდებით წმ. ათანასეს არიოზელებთან პაექრობისას, გრიგოლ ნაზიანზელის მიერ აპოლინარიზმის დაგმობისას და IV ს-ის სხვა ავტორებთან. ‘’რაც უერთდება ღმერთს ის გამოიხსნება’’, ამბობს წმ. გრიგოლ ნაზიანზელი’’1 ,

Continue reading

Leave a comment

Filed under Uncategorized

მამებთან დაბრუნების სირთულე

Archbishop Athenagoras and Father Florovsky

,,მამებთან დაბრუნების’’ სირთულე

თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

მეოცე საუკუნეში აშკარად გამოცოცხლდა ქრისტიანული თეოლოგიის სამი მიმართულებაკათოლიკური, მართლმადიდებლური და პროტესტანტული, რაც უკან, ქრისტიანულ წყაროებაზე მიბრუნებასა და ახალი აღთქმის წერილთან უშუალო კავშირში გამოიხატა. რომის კათოლიკეებისათვის ახალი აღთქმის ავტორიტეტულ წყაროებზე მიბრუნების მიზანი 19301960 წწ. თვალნათლივ შეინიშნებოდა ბელგიელ, ფრანგ და გერმანელ თეოლოგებში, განსაკუთრებული გავლენა იგრძნობოდა ფრანგ დომინიკანელებსა და იეზუიტებს შორის La Saulchor (პარიზი) და Lyon Fourviere. მოძრაობის გამოცხადებაიყო მძლავრი მოწოდება ლიტურგიკული და ბიბლეისტიკური განახლებისთვის და კათოლიციზმში1 პატრისტიკული ,,გაახალგზარდავებისთვის.’’ პროტესტანტებისთვის პატრისტიკული წყაროებით დიალოგი წარმოადგენს რამდენიმე გავლენიანი თეოლოგის ნაღვაწს, ესენი არიან Karl Barth, Thomas F. Torrance, and Thomas C. Oden.2 ტერმინი- ,,რეფორმირებული კათოლიკობა’’ გამოხატავს პროტესტანტულ ,,თეოლოგიურ მგრძნობელობას’’ და შეგნებას, რომ უკანასკნელ ხანებში თეოლოგიას განსაკუთრებით ჭირდება ქრისტიანული წარსულის წყაროების ხელახალი შესწავლა და რომ საჭიროა განახლება.3 შესაბამისად, ამ პროტესტანტული მოძრობისათვის დამახასიათებელიაპატრისტიკული წყაროების კრიტიკული კითხვა, რამდენადაც იგი ნამდვილად ეყრდნობა რეფორმირებულ მართლმადიდებლურ დოგმატიკას.4 მამა გიორგი ფლოროვსკის განცხადებამ, რომ ეკლესიას ჭირდება ,,მიბრუნება მამებთან’’ და

Continue reading

Leave a comment

Filed under Uncategorized

ალექსანდრიის პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

image

სააღდგომო ეპისტოლე- 2017 წელი თეოდორე II პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის სამოციქულო და საპატრიარქო ტახტიდან ყველას გიძღვნით, ჩვენი აღდგომილი ღმერთისა და მხსნელი იესო ქრისტეს მადლსა და მშვიდობას ,, და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.’’ (მთ 28: 20)
საყვარელო ძმებო და დებო, ამ სიტყვებით, ამ იმედისმომცემი დაპირებით, უფლის ძემ განასრულა თავისი გამომხსნელობითი მისია დედამიწაზე. მან, რომელიც ,,გარდამოხდა ზეცით’’ და მოევლინა მიწაზე რათა ჩვენთვის გამოხსნის საშუალება მოეცა. მან, რომელიც დამდაბლდა ჩვენთვის, მან ვინც ჯვარზე ავიდა და ჩვენთვის მოკვდა. მან ვინც ჩვენთვის დაიმარხა. ვინც ჩვენთვის აღდგა და უკვდავება მოგვანიჭა. თუმცა, ამ ყოველივეს შეჯამება არ ყოფილა მხოლოდ სიტყვიერი, არც უბრალოდ ისტორიული. პირიქით, ის იყო დინამიკური და მარადიული. ეკლესია უფლის აღდგომით გახდა უცვლელი მოძრაობის მატარებელი, არა როგორც შემოსაზღვრული რელიგია, არამედ როგორც ქრისტეს სხეული, როგორც ცოდვილ ადამიანთა გახსნილი კავშირი, რომლებიც ეძებენ ხსნას. ადამიანთა, რომლებიც იღებენ ქრისტეს მოხმობას- ,,მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.’’ (მთ. 11.28) ეკლესია საბოლოოდ გახდა ცოცხალი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ვუყვარვართ აღმდგარ ღმერთს, რადგან მას ღმერთის სიყვარულის გარდა შეუძლია ყველაფერზე იდავოს. მაგრამ რა არის ის რაც ჩვენ გვაშორებს მამისეულ სახლს? რა არის ის რაც არ გვაძლევს უკან, მამასთან დაბრუნების საშუალებას? მასთან ვისაც ვუყვარვართ და მოგველის. შესაძლოა საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული ნდობა? თუ ჩვენი პირადი შეცოდებანი იმდენად დიდია, რომ ღმერთის სიყვარულს აჭარბებენ? შესაბამისი პასუხია ის მანძილი, რომელიც გვაშორებს ღმერთისგან, რწმენის ნაკლულოვანების გამომჟავნება. ასეა, რადგან იმედი და სიყვარული ღმერთთან კავშირით მოგვენიჭება მხოლოდ მაშინ როდესაც იგი ჭეშმარიტ რწმენაზეა დაფუძნებული. იმედი და სიყვარული გვიჩვენებს ღმერთისაკენ მისაბრუნებელ ბილიკს მხოლოდ მაშინ, როდესაც მზად ვართ პეტრესავით ვაღიაროთ: ,,შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი’’ (მათე 16:16). მხოლოდ მაშინ როდესაც რწმენა მხოლოდ ტრაბახის დასაბამი კი არაა, არამედ ხდება კეთილი საქმეების უშრეტი წყარო. სამწუხაროა რომ დღეს შეგვიძლია მივაღწიოთ ცოდნის მწვერვალებს, მაგრამ რწმენის ანბანის უცოდინარები ვართ, შეიძლება დიდად წარმატებულნი ვიყოთ ტექნოლოგიურ სფეროში, მაგრამ დავეცეთ საღვთისმეტყველო უცოდინარობამდე. გვერდზე ვწევთ საღვთო სიტყვის ჭეშმარიტებას და

Continue reading

Leave a comment

Filed under Uncategorized