Category Archives: Uncategorized

დავით აღმაშენებელი და მუსლიმი მიგრანტები საქართველოში

загружено

(მოკლე მიმოხილვა)

გასული საუკუნის მიწურულს მოპოვებული დამოუკიდებლობა, ჩვენი დროის უდავოდ უდიდესი მონაპოვარია, მაგრამ ორმაგად სამწუხაროა, რომ ამ განძთან ერთად შევითვისეთ ის ურა-პატრიოტიზმი, შოვინიზმი, ქსენოფობია და რასიზმი, რომლის შედეგებსაც დღესაც ვიმკით და რაც კარგად ვიხილეთ ახლახანს ჩატარებულ მარშზე თუ აღლუმზე. ორმაგად უფრო სამწუხაროა, როდესაც აბო თბილელის, შუშანიკის, ასურელი მამების და.ა.შ. ქვეყანა, მუსლიმი მიგრანტების წინააღმდეგ გამოდის, ამ ყველაფერს წინ ,,დავით აღმაშენებლის ხატი’’ და დიდგორის საქართველოს მოტივები ,,მოუძღვის,’’ ხოლო ეს ყველაფერი იმით ,,პრავდება’’ რომ არალეგალ მიგრანტებს ვებრძვით კაცოო…. ქართველი ლეგალებისა თუ არალეგალი მიგრანტების პატრონები ვამბობთ ამას….

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოდით იმ ისტორიკოსებს გადავხედოთ, ვინც დავითის დროს ცხოვრობდა და მის მოღვაწეობას აღწერდა.  დავიწყოთ „თარიხ მაიაფარიკინის“   არაბი ავტორით- აჰმად იბნ იუსუფ იბნ ალი ალ-ფარიკით: ,,მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისი საქართველოს შემოუერთა, მაშინვე გასცა ბრძანება მუსლიმთა რელიგიის ხელშეუხებლობის შესახებ. უფრო მეტიც, გარკვეული პრივილეგიები მიანიჭა მათ. ასე მაგალითად… ქალაქის იმ ნაწილში, სადაც მუსლიმები ცხოვრობდნენ, არავის ჰყოლოდა ღორი და არავის დაეკლა იგი მათ შორის, მან (დავითმა) მოჭრა მათთვის მონეტა (ფული) ხალიფისა და სულტანის სახელით: და მისცა მათ უფლება აზანისა (ლოცვაზე მოწოდებისა) და თავისუფლად ლოცვისა. დაუდო მათ პირობა აგრეთვე, რომ არც ქართველი, არც ებრაელი და არც სომეხი არ შევიდოდა ისმაილის (მუსლიმების) აბანოში, და რომ პარასკევ დღეს მინბარიდან ილოცავდნენ ხალიფასა და სულტნისათვის და არა მისთვის (დავითისთვის). იგი კეთილად ეპყრობოდა მუსლიმანებს, მათ სარწმუნოებას, მეცნიერებას, ხალხსა და სუფიებს.’’

            იგივე ისტორიკოსი გადმოგვცემს: ,,დავით აღმაშენებელმა ისინი (მუსლიმები) ერთი წლით გაათავისუფლა სხვადასხვა გადასახადებისგან. სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ ყოველწლიურად გადასახადი თითოეული მუსლიმანისთვის სამ დინარს შეადგენდა, მაშინ როცა თვით ქართველები უფრო მეტს იხდიდნენ. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ამგვარი დამოკიდებულება მაჰმადიანი მოსახლეობისადმი დაცული იყო დავით აღმაშენებლის შემდგომ დემეტრე  I-ის დროსაც.’’ გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ რომ ეს ის ალ-ფარიკია დარწმუნებით რომ გადმოგვცემს პირადად ვნახე მეჩეთში დემეტრე I, რომელმაც ლოცვის მოსმენის შემდეგ 200 ოქროს დინარი შესწირაო.

ახლა მეორე არაბ ისტორიკოსს მოვუსმინოთ, კაცს რომელმაც დაწერა- „ეპოქის სარკე გამოჩენილ პირთა ისტორიის მიხედვით,“ ე.ი იბნ-ალ-ჯაუზს: ,,დავით აღმაშენებელი თავის შვილთან, დემეტრესთან ერთად პარასკევობით მეჩეთში დადიოდა, ლოცვას ესწრებოდა და წასვლისას დიდძალ ფულს სწირავდა.’’ 

თუ საჭიროა მუჰამედ ალჰამავისაც მოვიშველიებთ, რომელიც ამბობს: ,,დავით აღმაშენებელი ისლამის დიდი მცოდნე იყო და განსჯის ყადს ხშირად იმაზეც კი ეკამათებოდა, ყურანი როგორ და საიდან წარმოსდგაო.’’

ცალკე საბრის თემაა დავითის ისტორიკოსისვე თქმული: ,,ყივჩაყნი დააყენა ადგილთა მათ მარჯუეთა დედა-წულითა მათითა, რომელთა თანა წყობად განმავალი რჩეული ორმოცი ათასი.” მოკლედ კიდევ შეიძლება საუბრის გაგრძელება, მაგრამ როგორც წესი ვრცელი სტატიები ნაკლებად იკითხება, ამიტომ აქ შევჩერდეთ. ის კი ნუ დაგვავიწყდება, რომ კრიმინალს ეროვნება არ აქვს, ეროვნულობას ურაპატრიოტიზმთან, შოვინიზმთან თუ ქსენოფობიასთან კავშირი არ აქვს, ხოლო ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო, მაქსიმალურად უნდა შეეცადოს უცხოელი ინვესტორების მოზიდვას, თუ ოდნავ უკეთესი ცხოვრების სურვილი მაინც გვაქვს. თვენი ნებაა ვინ ჩაატარებს პარადებს თუ მარშებს, მაგრამ დავით აღმაშენებლის სახელის ხსენებისას, ნუ გვავიწყდებათ რომ ვიღაც ურა- პატრიოტ, შოვინისტ დ ბნელ მეფეზე მეფეზე კი არა, ეკლესიის რეფორმატორზე, ქვეყანაში თეოლოგიისა და მეცნიერების დამსაძირკვლებელზე, უცხოური ინვესტიციების მომზიდავზე, განმათლებელზე, ტოლერანტზე, ზოგადად- მულტიკულტურიზმზე, სტუმართმოყვარეობაზე, სამშობლოს უანგარო სიყვარულზე და.ა.შ. ვსაუბრობთ.

გურამ ლურსმანაშვილი

18.07.2017

საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტომი II, მთავარი რედაქტორი მარიამ ლორთქიფანიძე, თბილისი, 2012

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა, Uncategorized

განკაცების მოტივი

huan and univerce

Cur Deus Hom?

განკაცების მოტივი მღვდელი გიორგი ფლოროვსკი ,,მე ვარ ანი და ჰოე’’ (აპოკ. 1.8) I ქრისტიანები საკმაოდ ადრეული დროიდანვე საუბრობენ გამოხსნის შესახებ, შესაბამისად ჩვენი უფალი უპირველესად მხსნელად მოიხსენიება, რომელმაც გამოისყიდა ადამიანები ცოდვის ტყვეობისა და მონებისაგან. ადრექრისტიანულ ღვთისმეტყველებაში განკაცების უმნიშვნელოვანესი ფაქტი ხშირად განიხილებოდა გამოსყიდვის მნიშვნელობით. ქრისტეს პიროვნების მცდარი კონცეპტი, რომლის თაობაზეც ადრეული ხანის ეკლესიაში პაექრობდნენ, გაკრიტიკდა და ღიად უარყოფილ იქნა, რადგან იგი აზიანებდა ადამიანის გამოსყიდვის სინამდვილეს. გამოსყიდვის მართებულ მნიშვნელობას განიხილავდნენ როგორც ღმერთსა და ადამიანს შორის მჭიდრო კავშირის აღდგენას, შესაბამისად გაკეთდა დასკვნა, რომ თავად გამოსყიდვა ორივე მხარეს ეკუთვნოდა, ე.ი. თავიდან ერთად მოქმედებდა ღვთაებრიობა და ადამიანურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შორის გაწყვეტილი კავშირი თავისით ვეღარ აღდგებოდა. ეს იყო სწორედ იმ მთავარი არგუმენტების მიმართულება, რომელსაც ვხვდებით წმ. ათანასეს არიოზელებთან პაექრობისას, გრიგოლ ნაზიანზელის მიერ აპოლინარიზმის დაგმობისას და IV ს-ის სხვა ავტორებთან. ‘’რაც უერთდება ღმერთს ის გამოიხსნება’’, ამბობს წმ. გრიგოლ ნაზიანზელი’’1 ,

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

მამებთან დაბრუნების სირთულე

Archbishop Athenagoras and Father Florovsky

,,მამებთან დაბრუნების’’ სირთულე

თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

მეოცე საუკუნეში აშკარად გამოცოცხლდა ქრისტიანული თეოლოგიის სამი მიმართულებაკათოლიკური, მართლმადიდებლური და პროტესტანტული, რაც უკან, ქრისტიანულ წყაროებაზე მიბრუნებასა და ახალი აღთქმის წერილთან უშუალო კავშირში გამოიხატა. რომის კათოლიკეებისათვის ახალი აღთქმის ავტორიტეტულ წყაროებზე მიბრუნების მიზანი 19301960 წწ. თვალნათლივ შეინიშნებოდა ბელგიელ, ფრანგ და გერმანელ თეოლოგებში, განსაკუთრებული გავლენა იგრძნობოდა ფრანგ დომინიკანელებსა და იეზუიტებს შორის La Saulchor (პარიზი) და Lyon Fourviere. მოძრაობის გამოცხადებაიყო მძლავრი მოწოდება ლიტურგიკული და ბიბლეისტიკური განახლებისთვის და კათოლიციზმში1 პატრისტიკული ,,გაახალგზარდავებისთვის.’’ პროტესტანტებისთვის პატრისტიკული წყაროებით დიალოგი წარმოადგენს რამდენიმე გავლენიანი თეოლოგის ნაღვაწს, ესენი არიან Karl Barth, Thomas F. Torrance, and Thomas C. Oden.2 ტერმინი- ,,რეფორმირებული კათოლიკობა’’ გამოხატავს პროტესტანტულ ,,თეოლოგიურ მგრძნობელობას’’ და შეგნებას, რომ უკანასკნელ ხანებში თეოლოგიას განსაკუთრებით ჭირდება ქრისტიანული წარსულის წყაროების ხელახალი შესწავლა და რომ საჭიროა განახლება.3 შესაბამისად, ამ პროტესტანტული მოძრობისათვის დამახასიათებელიაპატრისტიკული წყაროების კრიტიკული კითხვა, რამდენადაც იგი ნამდვილად ეყრდნობა რეფორმირებულ მართლმადიდებლურ დოგმატიკას.4 მამა გიორგი ფლოროვსკის განცხადებამ, რომ ეკლესიას ჭირდება ,,მიბრუნება მამებთან’’ და

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

ალექსანდრიის პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

image

სააღდგომო ეპისტოლე- 2017 წელი თეოდორე II პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის სამოციქულო და საპატრიარქო ტახტიდან ყველას გიძღვნით, ჩვენი აღდგომილი ღმერთისა და მხსნელი იესო ქრისტეს მადლსა და მშვიდობას ,, და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.’’ (მთ 28: 20)
საყვარელო ძმებო და დებო, ამ სიტყვებით, ამ იმედისმომცემი დაპირებით, უფლის ძემ განასრულა თავისი გამომხსნელობითი მისია დედამიწაზე. მან, რომელიც ,,გარდამოხდა ზეცით’’ და მოევლინა მიწაზე რათა ჩვენთვის გამოხსნის საშუალება მოეცა. მან, რომელიც დამდაბლდა ჩვენთვის, მან ვინც ჯვარზე ავიდა და ჩვენთვის მოკვდა. მან ვინც ჩვენთვის დაიმარხა. ვინც ჩვენთვის აღდგა და უკვდავება მოგვანიჭა. თუმცა, ამ ყოველივეს შეჯამება არ ყოფილა მხოლოდ სიტყვიერი, არც უბრალოდ ისტორიული. პირიქით, ის იყო დინამიკური და მარადიული. ეკლესია უფლის აღდგომით გახდა უცვლელი მოძრაობის მატარებელი, არა როგორც შემოსაზღვრული რელიგია, არამედ როგორც ქრისტეს სხეული, როგორც ცოდვილ ადამიანთა გახსნილი კავშირი, რომლებიც ეძებენ ხსნას. ადამიანთა, რომლებიც იღებენ ქრისტეს მოხმობას- ,,მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.’’ (მთ. 11.28) ეკლესია საბოლოოდ გახდა ცოცხალი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ვუყვარვართ აღმდგარ ღმერთს, რადგან მას ღმერთის სიყვარულის გარდა შეუძლია ყველაფერზე იდავოს. მაგრამ რა არის ის რაც ჩვენ გვაშორებს მამისეულ სახლს? რა არის ის რაც არ გვაძლევს უკან, მამასთან დაბრუნების საშუალებას? მასთან ვისაც ვუყვარვართ და მოგველის. შესაძლოა საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული ნდობა? თუ ჩვენი პირადი შეცოდებანი იმდენად დიდია, რომ ღმერთის სიყვარულს აჭარბებენ? შესაბამისი პასუხია ის მანძილი, რომელიც გვაშორებს ღმერთისგან, რწმენის ნაკლულოვანების გამომჟავნება. ასეა, რადგან იმედი და სიყვარული ღმერთთან კავშირით მოგვენიჭება მხოლოდ მაშინ როდესაც იგი ჭეშმარიტ რწმენაზეა დაფუძნებული. იმედი და სიყვარული გვიჩვენებს ღმერთისაკენ მისაბრუნებელ ბილიკს მხოლოდ მაშინ, როდესაც მზად ვართ პეტრესავით ვაღიაროთ: ,,შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი’’ (მათე 16:16). მხოლოდ მაშინ როდესაც რწმენა მხოლოდ ტრაბახის დასაბამი კი არაა, არამედ ხდება კეთილი საქმეების უშრეტი წყარო. სამწუხაროა რომ დღეს შეგვიძლია მივაღწიოთ ცოდნის მწვერვალებს, მაგრამ რწმენის ანბანის უცოდინარები ვართ, შეიძლება დიდად წარმატებულნი ვიყოთ ტექნოლოგიურ სფეროში, მაგრამ დავეცეთ საღვთისმეტყველო უცოდინარობამდე. გვერდზე ვწევთ საღვთო სიტყვის ჭეშმარიტებას და

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

ბზობა და ეკოლოგია

მალე ბზობა გაგვითენდება. განსაკუთრებული დღესასწაული ისტორიული, სიმბოლური თუ სხვა კუთხით. იგი ჩვენთანაც მნიშვნელოვანია, მაგრამ უპირველესად რით? ვაღიაროთ რომ ბზის ტოტებით. რატომ მაინცდამაინც ბზა? მაგას ვბერ გეტყვით მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი რომ არც სახარებაში და არც ისტორიულად ეს დღესასწაული ბზას არ უკავშირდება.

თუმცა ჩვენთან, იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლა ბზის გარეშე….

დღესაც შევხვდი კონსტანტინოპოლის ყოვლადუწმინდეს პატრიარქს, ბზობაც რა თქმა უნდა მომილოცა. როგორ? პალმის ტოტისგან გაკეთებული ის ჯვარი გვაჩუქა რომელსაც სურათზე ვხედავთ.
გულწრფელები ვიყოთ, ვთქვათ ხვალ ყველამ დავიჯერეთ რომ უფლის დიდებით შესვლა ბზას კი არა პალმას უკავშირდება, რა შეიცვლება?
ის რომ ბზის სანაცვლოდ, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე დარგულ პალმებს კარგი დღე არ დაადგებათ.
სხვა გზა არ გვაქვს, ამ ყველაფერს თეოლოგიურ ჭრილში უნდა შევხედოთ, ისიც გავიხსენოთ რომ მართლმადიდებლური თეოლოგიის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი  პრიორიტეტი სწორედ რომ ეკოლოგიაა.
დიდი და წმინდა კრებაც გარკვევით წერს მიმართვის ტექსტში: ,,ცხადია, დღევანდელი ეკოლოგიური კრიზისი სულიერი და ეთიკური მიზეზების შედეგია. მისი ფესვები ამოზრდილია სიხარბის, სიძუნწისა და ეგოიზმის საფუძველზე, რასაც ბუნებრივი რესურსების არარაციონალურ გამოყენებამდე, ატმოსფეროს მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისა და კლიმატური ცვლილებებისაკენ მივყავართ. ამ პრობლემისათვის წინააღმდეგობის გაწევა, ქრისტიანული თვალსაზრისით, მოითხოვს ბოროტად გამოყენების მონანიებას, თავშეკავებასა და ასკეტურ ზნეს, რომელიც ზღვარგადასული მოხმარების სანაცვლოს  წარმოადგენს და თან, ამავდროულად, ადამიანში ავითარებს  იმ შეგნებას, რომ ის შემოქმედების „მნეა“ და არა მფლობელი. ეკლესია არ ცხრება  აღნიშნოს, რომ მომავალ თაობებსაც უფლება აქვთ ბუნების სიკეთეზე, რომელიც შემოქმედმა ჩვენ გვანდო. ამის გამო  მართლმადიდებელი ეკლესიაც აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ეკოლოგიური საკითხის მოგვარების საერთაშორისო ღონისძიებებში და  1 სექტემბერი გამოაცხადა  ლოცვის დღედ ბუნებრივი გარემოს დასაცავად.”
რამდენიმე დღის წინ საქართველოს საპატრიარქომაც გააკეთა განცხადება რომ მოვუფრთხილდეთ ბზას და.ა.შ. მაგრამ?
ჩემით რა ვქნათ? არ დავჭრათ ბზა, მოვუფრთხილდეთ ეკოლოგიას, გარემოს და ის თანხა რაც ბზაში უნდა გადაგვეხადა შევწიროთ ღარიბ ეკლესია-მონასტრებს, გაჭირვებულ ხალხს და.ა.შ. არაა კარგი ამ ყველაფრის ბიზნესად გახდომა, მით უმეტეს როდესაც არასახარებისეულ მოვლენებზე ვსაუბრობთ.

ხალკი

08.04.2017

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიერ წარმოთქმული სიტყვა იერუსალიმის ტაძარში

HAH-Ecumenical-Patriarch-Bartholomew-speaking-in-Jerusalem

2017 წლის 22 მარტი
თქვენო უნეტარესობავ, იერუსალიმის წმინდა ქალაქის პატრიარქო თეოფილე, აქ შეკრებილო პატივცემულო იერარქებო, იერუსალიმის საპატრიარქოს სიონის მთაზე მდებარე მაცხოვრის საფლავის მუდმივდამცველო საძმო, აქ მყოფ მის უნეტარესობა სომეხთა პატრიარქთან, მაღალღირს ლათინ მცველთან და ყველა ღვთისმოსავ მომლოცველთან ერთად ვიზიარებთ ამ ისტორიული მომენტის დღესასწაულს.
თქვენო აღმატებულებავ ბატონო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრო,
იორდანიის სამეფოს, ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინის მთავრობის თქვენო აღმატებულო წარმომადგენელნო,
უფლის საყვარელო ადამიანებო და ყველა ვინც აქ, იერუსალიმში მკვიდრობთ.
თუკი კაცობრიობის ისტორიის გარკვეულ მომენტში, ‘’გუნდნი ანგელოზთანი განკვირდენ ოდეს გიხილეს’’ მათი უფალი და შემოქმედი, შესაქმის მომქმედი და განმგებელი ‘’რომელმაც ინება მოკვდავთა შორის ყოფნა,’’ დღეს ყველა ჩვენგანი აქ შეკრებილნი თუ მსოფლიოში მკვიდრნი- მოკრძალებით ვდგავართ საიდუმლოს წინაშე და აღდგომის დამმოწმებლებად. სახელდობრ ახლადაღდგენილი და რეკონსტრუირებული მაცხოვრის საფლავის წმინდა კუვუკლიის[1] წინაშე. განცვიფრებულნი ვართ და ‘’ერთი ხმითა და ერთი სულით’’ მკაფიოდ წარმოვთქვამთ მაცხოვარ ქრისტესადმი დიდებისა და მადლიერების საგალობელს, მხსნელისადმი რომელიც ჯვარს ეცვა და ხორციელად აქ დაეფლა, თავისქალისა და გოლგოთის ადგილზე. ჩვენ განცვიფრებულნი ვდგავართ წმინდა საფლავის წინაშე, რომელიდანაც ‘’სიცოცხლე იღვრება’’ მისი ‘’სასწაულისგან განკვირვებულნი’’ როგორც მარიამ მაგდალინელი, იოანა, მარიამ იაკობისი და სხვა მენელსაცხებლე დედები, როგორც მოციქულთა თავი პეტრე.

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები, Uncategorized

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის პრემიერ მინისტრს უმასპინძლა

ბართლომეოსი

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის პრემიერ მინისტრს უმასპინძლა

ვლოცულობთ, რომ უკრაინის ხალხი ერთ ეკლესიაში გაერთიანდეს… კონსტანტინეპოლის დედაეკლესია დაგეხმარებათ, რათა გქონდეთ ერთიანი ეკლესია. მომავლისადმი იმედით უნდა ვიყოთ განწყობილნი’’ (მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I)

 

მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა, საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელთან და სმირნის მიტროპოლიტ ბართლომეოსთან ერთად, 2017 წლის 15 მარტს, ეკუმენკური საპატრიარქოს რეზიდენციაში (სტამბული, ფანარი) უმასპინძლა უკრაინის პრემიერ მინისტრ ვლადიმერ გროისმანსა და მის თანმხლებ დელეგაციას.

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა მსოფლიო საპატრიარქოს მეწინამძღვრე როლი და ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსის წვლილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისათვს გაწეულ საქმიანობაში. ,,ჩვენს ურთიერთკავშირს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. უკრაინა მიისწრაფვის დამოუკიდებელი ეკლესიის ქონისათვის, რაშიც თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ პატივს ვცემთ თქვენს ყოვლადუწმინდესობას იმ მხარდაჭერისა და ძალისხმევისათვის, რაც უკრაინაში მართლმადიდებლობის ერთიანობისათვის გასწიეთ.’’

            პრემიერის სიტყვების საპასუხოდ მსოფლიო პატრიარქმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ ხალხს: ,,მათი ღრმა რწმენისა და ეკლესიისადმი თავდადებისათვის… ვლოცულობთ, რომ უკრაინის ხალხი ერთ ეკლესიაში გაერთიანდეს… კონსტანტინეპოლის დედაეკლესია დაგეხმარებათ, რათა გქონდეთ ერთიანი ეკლესია. მომავლისადმი იმედით უნდა ვიყოთ განწყობილნი’’

            უკრაინის პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს დღევანდელი სიტუაციის გამოსწორებისა და რუსეთის აგრესიისგან დასაცავად აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის.

,,მსურს გამოვხატო ჩვენი მადლიერება თქვენი კეთილგონიერების, უკრაინისადმი გამოხატულ სიყვარულის, ზრუნვისა და ლოცვისათვის, რომლითაც გასაჭირში შეგვეწიეთ. თქვენი აღნიშვნისამებრ იმედით ვუცქერთ მომავალს ერთიან და დემოკრატიულ ქვეყანაში.

უკრაინის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა მსოფლიო საპატრიარქოს მეწინამძღვრე როლი 2016 წლის ივნისში კრეტის წმინდა და დიდი კრების ჩატარებისათვის, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ისტორიული მოვლენა გახლავთ. შეხვედრის დასასრულს ბატონმა ვლადიმერმა მადლობა გადაუხადა ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსს, რომლის ძალისხმევითაც სტამბულში, წმ. ნიკოლოზის უკრაინის მართლმადიდებელ სამრევლოში ღვთისმსახურება აღესრულება.

თავის მხრივ მსოფლიო პატრიარქმა აღნიშნა: ,,მივესალმებით ძვირფასი და ერთიან უკრაინელ ერის შვილებს მსოფლიო საპატრიარქოს რეიდენციიდან, არა როგორც უცხოებს, არამედ როგორც დედა ეკლესიის საყვარელ და სულიერ შვილებს. ის სულიერი ურთიერთობები რომელიც დედაეკლესიასა და უკრაინელებს შორისაა არასოდეს გაქრება. ჩვენ თქვენთან ვართ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს რთულია. ვლოცულობთ და გლოცავთ, გიგზავნით ჩვენს კურთხევას, სიყვარულსა და მზურნელობას უკლებლივ  ყველა უკრაინელს.’’

 

წყაროები: http://uocofusa.org/news_170315_3.html

http://www.kmu.gov.ua

https://www.patriarchate.org/photo-galleries?p_p_id=flickr_WAR_goarchflickrportlet&p_p_lifecycle=0&p_p_state=normal&p_p_mode=view&p_p_col_id=column-3&p_p_col_pos=1&p_p_col_count=2&_flickr_WAR_goarchflickrportlet_id=72157681347654716&_flickr_WAR_goarchflickrportlet_action=openSet

 ქართული წყარო- https://e.jimdo.com/app/s182361854051b2c6/p77a5425387457aae/?cmsEdit=1

 

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

 

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ,,ბექგრაუნდი”

vladimir-putin-and-patriarch-kirill-1რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ,ბექგრაუნდი’’ (1)

მთარგმნელისაგან
ახლახანს ერთ-ერთ უცხოურ ბლოგზე გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელიც ბოლოდროს გამოცემული პოპულარული წიგნის-‘’რუსული მართლმადიდებლობა და ადამიანის უფლებები’’ ავტორთან, Kristina Stoeckl-თანაა ჩაწერილი. საუბარში მკვლევარი ეხება იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც საკუთარ ნაშრომში აღწერა. აქვე დავძენთ, რომ როგორც თავად მწერალი აღნიშნავს, საუბრობს სოციოლოგის, მიმომხილველის და არა ღვთისმეტყველის პოზიციიდან. შესაბამისად ყველგან, სადაც იგი განიხილავს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, გულისხმობს არა ონტოლოგიურ არამედ ტექნიკურ მხარეს, მოსკოვის საპატრიარქოს სტრუქტურას და არა ქრისტეს ეკლესიის (ამ შემთხვევაში რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის) ,,რეალობის იდენტობას.’’ უფრო ვრცლად ამ ორ განსაზღვრებას შორის არსებულ განსხვავებაზე შეგიძლიათ იხილოთ- http://www.orthodoxtheology.ge/termineklesiaeklesiebi/

იმასაც დავძენთ, რომ ტექსტში არსებული ზოგიერთი ფრაზა უცვლელად გადმოვიტანეთ (მაგ: ,,ბექგრაუნდი’’) და დედანისგან განსხვავებით ტექსტში სქოლიოები დავამატეთ, რათა მკითხველი უფრო მარტივად ჩაწვდეს ინტერვიუს დედააზრზს.

ინტერვიუ
Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები, Uncategorized

უკვდავი ხორცი და მოკვდავი სული

clericals-education

ღვთის მადლით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში არაერთი ქართველი ახალგაზრაა, რამდენიმე ხნის წინ ერთ მათგანს ვესაუბრებოდი, რომელიც გერმანიაში სამედიცინო განხრით სწავლობს, მან თბილისში წარჩინებით დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი, შემდეგ გერმანიაში კიდევ რამდენიმე სემესტრი ,,დაამატა’’ და ახლა რეზიდენტურაზეა (თან პრაქტიკებს გადის), ამ ყოველივეს რომ მორჩება პრაქტიკანტი ექიმი იქნება, შემდეგ კი ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად დამოუკიდებლადაც უხელმძღვანელებს ხოლმე ოპერაციებს. + – აქამდე სადღაც 10-15 წლიანი შრომაა საჭირო (თან როგორი). რატომ მოვყევი ამხელა ისტორია, პიროვებამ რომ ,,ადამიანის ხორცი გაჭრას’’ და ,,შიგნით წაიმუშავოს’’ ასეთი ტანჯვა-წამება სჭირდება, ხოდა ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის, ხალხისთვის რომელთათვისაც უკვდავი სული მოკვდავ ხორცზე განუზომლად აღმატებულია, რა არის საჭირო იმისათვის რომ ,,გავჭრათ’’ (ან სხვას გავაჭრევინოთ) სული და შიგნით ,,წავიმუშავოთ’’? ჩამოვთვალოთ: ხუცურის გამართულად კითხვა (ნუ ყოველთვის არა, აი თუ სტიქაროსანი ან უკეთეს შემთხვევაში მედავითნე ხარ ხომ საერთოდ…) პატარა ,,მორჩილება’’ (მთავარია უსიტყვოდ) და ,,საიდუმლოება აღსრულებულია!’’ (თუ  ბაკალავრის დიპლომის გვაქვს მშვენიერია და თუ ეს დიპლომი სასულიერო სემინარიისაა ხომ საერთოდ ,,ქვას ხეთქავს’’). რბილად რომ ვთქვათ უცნაური არაა? რამდენი მივცემდით უფლებას ვთქვათ ,,აგროინჟინერს’’ რომ ჩვენთვის თუნდაც ,,გლანდები ამოეჭრა’’?  რამდენი ჩვენგანი დაუწვებოდა ,,გულის განსაკურნავად’’ საოპერაციო მაგიდაზე იმ კარდიოლოგს, რომლის განათლებაც ბაკალავრის დიპლომით შემოისაზღვრება? ააა, ბაკალავრ სტუდენტს დამოუკიდებლად არავინ გააკეთებინებს გულის ოპერაციას? მაშ აბა ,,სულის ოპერაციებს’’ ვის და რატომ ვაკეთებინებთ? ააა… განათლება და სწავლა სხვადასხვა რამეა ხომ, მოკლედ რომ ვთქვათ განათლება ყველაფერია აკადემიური მუშაობისა და სწავლის გარდა არა? ორიგენე ბევრმა სწავლამ დაღუპა და  ანტონი დიდმა ,,ვაფშე” კითხვაც არ იცოდა ხომ? ბოდიში…

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა, Uncategorized

რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა უმასპინძლა ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს

01-48 რუმინეთის პატრიარქმა მისმა უნეტარესობა დანიელმა 2016 წლის 26 სექტემბერს, ბუქარესტის საპატრიარქო ტაძარში უმასპინძლა მის უნიტარესობა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იოანე  X-ს და რუსთაველ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს (საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელს).

ღვთისმსახურებას ოფიციალურად უძღვებოდა  ბუქარესტის სამთავარეპისკოპოსოს წარმომადგენელი, პრაჰოვის ეპისკოპოსი ყოვლადუსამღვდელოესი ტიმოთე.

თავის ქადაგებაში რუმინეთის პატრიარქმა განმარტა, რომ ბუქარესტში მიმდინარე ღონისძიებები ეძღვნება წმ.ანთიმოზ ივერიელის მოწამეობრივი აღსასრულიდან 300 წლისთავს. აღნიშნული სამახსოვრო ღონისძიება გვაძლევს საშუალებას, რომ მადლობა შევწიროთ ღმერთს იმ პასტორალური საქმიანობისთვის, რომელიც მიტროპოლიტმა ანთიმოზმა იღვაწა. იგი იყო ქართველი და უფლის მადლით გახდა ვლახეთის მთავარეპისკოპოსი.

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები, Uncategorized