Category Archives: სხვადასხვა

პატრიარქ კირილის კრეტის კრებამდელი დაპირება ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსს

20131007VAR_1157-12001

,,ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს, რადგან ჩვენივე სიტყვებით განვმართლდებით და ჩვენივე სიტყვებით გავმტყუნდებით”  (მთ.12,36).

თუკი ახლახან გამოცემულ წიგნს- Πατριαρχικός Λόγος περί την Αγίαν και Μεγάλην Σύνοδον (ΑΘΗΝΑ 2017) გადახედავთ, რომელიც ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის მიერ კრეტის კრებაზე წარმოთქმულ სიტყვას ეხება, ძალიან საინტერესო საკითხებს იხილავთ, განსაკუთრებით საინტერესოა ამ წიგნის 22-ე გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, სადაც ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი უნეტარეს კირილის იმ ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც საკრებო ოქმების 256 გვერდზეა განთავსებული. მეტი თვალსაჩინოებისათვის ამ ადგილის ქართულენოვან თარგმანს გთავაზობთ: ,,პატრიარქი ბართლომეოსი კრების გახსნაზე: “შევახსენებთ წმინდა სხეულს, რაც თქვა მოსკოვის უნეტარესმა შამბეზიში იანვრის შეხვედრაზე კრების რეგლამენტზე საუბრისას: უნეტარესი კირილე: “თუკი, მიუხედავად, თქვენი ყოვლადუწმინდესობისა და სხვა ადგილობრივ ეკლესიათა პირველიერარქების მცდელობებისა, ვერ მოხდება, ან არ იქნება კრეტაზე, 16 ივნისს, ეკლესიის მეთაურთა შეხვედრისას ერთი ეკლესიის მონაწილეობის გარანტია, უფლება გვაქვს მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც, თუნდაც ერთი ან რამდენიმე ეკლესიის არ დასწრების შემთხვევაში კრების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს, რადგან სხვაგვარად, ნამდვილად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით” (კირილეს ციტატის დასასრული). ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი: „სწორედ ამას ვაკეთებთ დღეს უნეტარესო ძმებო!“

ე.ი.  პატრიარქი კირილი ინიციატივით გამოსულა შამბეზში, რომ თუნდაც სხვა არცერთი ეკლესია არ დასწრებოდა კრებას, რუსეთის დელეგაცია აუცილებლად ჩამოვიდოდა და მსოფლიო პატრიარქთან ერთად ჩაატარებდა ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, რადგან კრების ჩაუტარებლობა სრულიად მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა.

ამ შემთხვევიდან გადის მცირეოდენი ხანი და აი რას ვკითხულობთ რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებაში (13.06.2016): ,,რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრობო კრების გადაწყვეტილების შესასრულებლად (დადგენილება, პუნქტი 6), განაჩინებს: 1. მხარი დაეჭიროს ანტიოქიის, საქართველოს, სერბეთისა და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინადადებას საყოველთაო მართლმადიდებლური კრების მოწვევის გადავადების შესახებ იმ დროისათვის, რომელიც შემდგომში უნდა დადგინდეს საერთო მართლმადიდებლური მსჯელობისა და ყველა საყოველთაოდ აღიარებული ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებს შორის აუცილებელი შეთანხმების შედეგად.”

P.S. რით დასრულდა ყველაფერი კი მოგეხსენებათ. აი ეს გახლავთ ჩვენი ,,ერთმორწმუნე მეზობელი”, პირადად მე გული ყველაზე მეტად იმაზე მწყდება, რომ კრების ამ ,,ბოიკოტში” ჩემი ”საკუთარი”, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაცაა ”გარეული”.

ათენი, 25.04.2018

გურამ ლურსმანაშვილი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

სწავლა და ცხოვრება ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე

0-02-04-b1ef2e2b736987d9466230e0162b9e0debea64397f29b13c1124abf04ac9eff4_full

ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე ორი განყოფილებაა, ჩვენებურად რომ ვთქვათ ,,უბრალოდ თეოლოგიური’’ და სოციალური თოლოგიის, ეს უკანასკნელი უფრო მეტად სასულიერო პირების მოსამზადებელი განყოფილებაა. ე.ი. მე პირველ განყოფილებაზე ვარ. საბაკალავრო პროგრამა საკრედიტოა, იგი 4 სასწავლო წლისგან და 8 სემესტრისგან შედგება, რა პერიოდშიც 56 საგანი უნდა გქონდეს ჩაბარებული. თავად ფაკულტეტზე 100 მდე საღვთისმეტყველო (და არა ფილოლოგიური) საგანია, რომლებიც სავალდებულოდ, ნახევრად სავალდებულოდ და არჩევითად იყოფა (თუ ვინმეს ამ საგნებზე უფრო მეტი აინტერესებს, შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ). თითოეულ სემესტრში სტუდენტს მაქსიმუმ 9 საგნის აღება შეუძლია, რომელთა სახელმძღვანელოებსაც უსასყიდლოდ მიღებს (თითოეული წიგნის ფასი საშუალოდ 20 ევროა, არსებობს 10 და 120 ევროიანი სახელმძღვანელოებიც), ე.ი. სემესტრში მინიმუმ 180 ევროს, წელიწადში კი 360 ევროს ვზოგავთ. არავის, არსად უთქვამს, რომ ამის გამო ვალდებული ვარ საჯარო მადლიერება გამოვხატო ვინმესადმი… შესაბამისად მადლობელი ვარ.

            ადმინისტრაცია ვახსენე და დავამატებ, რომ აზრზზე არ ვარ ვინაა უნივერსიტეტის რექტორი, არც დეკანის სახელ-გვარი ვიცი, გამიგია, რომ სასწავლებელს სულიერი მოძღვარიც ჰყოლია, რა თქმა უნდა არც ის ვიცი ვინაა და ზოგადად ,,სტაფის’’ ვერცერთ წევრს სახეზე ვერ ვცნობ, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელში მსოფლიო საპატრიარქოსა და საბერძნეთის ეკლესიის მაღალი იერარქიის არაერთი წევრი მუშაობს, ლოცვა-კურთხევის აღება არავის მოუთხოვია. პრინციპი მარტივია- სასწავლებელში ხარ სასწავლად, თუ გჭირდება მიადგები რექტორს, ლექტორს, დეკანს, მოძღვარს, დამლაგებელს და.ა.შ. თუ არადა არავინ არსად შეგაწუხებს და შენს პირად ცხოვრებაში ხელ არ აფათურებს.

            ნებისმიერ ლექციაზე დასწრება სრულიად არჩევითია, უფრო მეტიც, ნებისმიერ დროს შეგიძლია შეხვიდე და თუ უინტერესო იქნება იმ წამსვე გამოხვიდე აუდიტორიიდან. 1 წუთითაც არავინ შეგეხვეწება ლექციაზე დასწრებას, ,,რა კარგია ოლიმპიური სისტემა, არ გინდა? წადი’’.

            დაძალება ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ თითქმის ყოველ კვირას სამეცნიერო კონფერენციები, შეხვედრები და.ა.შ. იმართება, ამბობენ საინტერესოაო, მე არ დავსწრებივარ, რა თქმა უნდა არავის დაუძალებია, არავინ დამდგარა კარში და გარეთ გასვლა აუკრძალავს, არავის შეუდგენია არდამსწრე სტუდენტების სია და.ა.შ. რა თქმა უნდა არავის არასდროს უთქვამს, რომ რომელიმე იერარქის რომელიმე მსახურებაზე, სადმე უნდა მივიდეთ და.ა.შ. იციან, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია და სხვის არჩევანში არ უნდა ჩაერიონ.

            რაც შეეხება საცხოვრებელს, მოგახსენებთ, რომ ამ მხრივ აქ უცხოელი სტუდენტების 2 კატეგორიაა, I-რომლებიც საკუთარი ეკლესიის რეკომენდაციით იმყოფებიან სასწავლად და II-ცოტა ,,უწმინდურები’’, რომლებიც არცერთი ეკლესიისა და საპატრიარქოს რეკომენდაციით არიან (რა თქმა უნდა ,,უწმინდურებში გავდივარ’’). სხვათა შორის პირველ კატეგორიაში რამდენიმე ქართველიცაა, მართალია ჩემს ფაკულტეტზე არ სწავლობენ და იშვიათად ვხვდები, მაგრამ მათზე კარგის მეტი არაფერი გამიგია. ,,II კატეგორიის’’ სტუდენტებს საცხოვრებლით საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი უზრუნველყოფს, საცხოვრებელი ასევე ითვალისწინებს 1 ან 2 კაციან ოთახში ცხოვრებას, 3 ჯერად კვებას, ოთახების დალაგებას, თეთრეულის გამოცვლას და.ა.შ.

            ,,ცოტა უწმინდურებს’’ არანაერი ბმა არ გაგვაჩნია აქაურ და ,,სხვაქაურ’’ წმინდა სინოდებთან, არ ვექვემდებარებით არავის და შესაბამისად საცხოვრებელიც პირადად მოსაგვარებელი გვაქვს. პირადად ვცხოვრობ უნივერსიტეტის (და არა ფაკულტეტის) საცხოვრებელში, 1 კაციან ოთახში, ვსარგებლობ საკუთარი სველი წერტილით, აივნით და.ა.შ. არავინ მიმოწმებს არაფერს, არავინ მეხება და არ მეუბნება, რომ მადლიერი უნდა ვიყო ვინმესადმი, რადგან უცხოეთიდან ჩამოსული უცხო სტუდენტი საცხოვრებლით უზრუნველმყო. ე.ი. საჯაროდ გიცხადებთ ჩემს მადლიერებას, საცხოვრებელი მდებარეობს უნივერსიტეტთან, ტყეში, აქვეა ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ფრენბურთის და.ა.შ. მოედნები, სატრენაჟორო დარბაზი, ბასეინიც კი, აქედან რამდენიმე სიკეთით პირადად ვსარგებლობ და რა თქმა უნდა უსასყიდლოდ.

0-02-04-b3a2aa76d1a22c98361ffe514ac5d30ccd02e883a5d24a83eaf36694d50717f6_full   0-02-04-ed9358e34e70f811f23da969dfe0933b2f7d8505ed2d1329ac2d2f6c1a14683f_full

            ,,სმა ჭამა დიდად შესარგი’’ და ჩემნაერი გურმანი ,,ნაყროვანების ვნების” გარეშე რამეს დაწერს?  მოკლედ, უნივერსიტეტის უკლებლივ ყველა სტუდენტი სარგებლობს უფასო, 3-ჯერადი კვებით. მთელ ქალაქში უნივერსიტეტის მრავალი სასადილოა, სტუდენტი ტერიტორიული მდებარეობისა და რაციონის მიხედვით ირჩევს ერთ რომელიმე ადგილს, მე უნივერსიტეტის სასადილო ავირჩიე, სადაც დღეში სამჯერ გემრიელად გეახლებით. ყოველ დღეს საკუთარი მენიუ აქვს, ყველა მათგანშია- წვნიანი, ხორციანი კერძი, სალათი, ხილი, ციტრუსი, ნამცხვარი და ტკბილეული. ბევრი რომ არ ვისაუბრო, უკეთესი თვალსაჩინოებისთვის ფოტოზე გაჩვენებთ ერთი დღის მენიუს. აქაც გეტყვით, რომ არავის და არასდროს არ დაუყვედრებია ჩემთვის, რომ დღეში 3-ჯერ ,,მაჭმევენ’’ (და თან ძალიან გემრიელადაც), არსად არავის მოუთხოვია, რომ ვალდებული ვარ ვინმეს რამეს ვუმადლოდე, შესაბამისად მეც გეტყვით, რომ ამ ხალხის დიდად მადლობელი ვარ.

0-02-04-897690c27fe2cf73a6c434c182fc76bb0c33cbf176832a73d643b51eff9fc287_full             0-02-04-cec4288e909bc54fe54603b59fa6adcbf3b95a2161d6c276548a792bd0f9b9cc_full

0-02-04-9787017f9b2e9a6ae7534772e411678cbe47f5b7315269b07963edc192b2f42c_full

            ამ ყოველივეს დაუმატეთ ტელეფონის სტუდენტური კარტა, რომლის სალაპარაკოსა და ინტერნეტსაც თვის მანძილზე უბრალოდ ვერ ვხარჯავ, ნებისმიერი მუზეუმის უფასოდ ნახვის საშუალება, დიდი შეღავათები კინოში, თეატრში, სტუდენტური ბარათი მოქმედებს ქვეყნის შიგნით თუ ევროკავშირის მასშტაბით და მთავარი- ,,მადლიერების არანაერი დაძალება’’, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, რომელშიც ძალიან მწვავე ეკონომიკური კრიზისია, თუმცაა ჩვენ, სტუდენტები, ამ კრიზისს ვერ ვგრძნობთ).

            სტუდენტები ყოველთვიურად ვიღებთ სტიპენდიას, ცოტა უხერხულიცაა ამაზე საუბარი, უბრალოდ გეტყვით, რომ სტიპენდია არათუ აქაური ცხოვრებისთვის გვყოფნის, არამედ ახლობლების დასახმარებლადაც.

            ისე, ამ ყოველივეს წაკითხვის შემდეგ არ იფიქროთ, რომ აქ ყოფნის სანაცვლოდ ადმინისტრაცია და პროფესორები არაფერს გვთხოვენ, არა ბატონო, როგორ არა, ძალიან ხშირად გვახსენებენ, რომ ეს კარგი პირობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ საფუძვლიანი საღვთისმეტყველო განათლების მისაღებად, რომლითაც სამშობლოში უნდა დავბრუნდეთ და საქართველოს ეკლესიას გამოვადგეთ.

გ. ლურსმანაშვილი, ათენი

25.02.2018

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

ვიზალიბერალიზაციის საფრთხე და რუსული პროპაგანდა

1

ეს რამდენიმე დღეა შეგნებულად ვუზივარ გერმანულ სააგენტოებს და ქართველი ემიგრანტების შესახებ არსებულ ინფორმაციებს ვაჯგუფებ. ჩემგან ემიგრანტების დამცველი არ გამოვა, პირიქით, ყველაზე კარგად თავად ჩვენ ვიცით თანამემამულეები აქეთ რა სისაძაგლეებს ჩადიან და როგორ გვარცხვენენ, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა რაღაცაშია საქმე. ის რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ქართველი ტურისტების ნაკადი გაიზარდა, შესაბამისად დანაშაულიცა და თავშესაფრის მაძიებლებიც მომრავლდნენ ლოგიკურია, მაგრამ ეს ზრდა იმდენად მიზერულია რომ უხერხულიცაა ვიზალიბერალიზაციის ეჭვქვეშ დაყენება. მაგ: მონტენეგრო 2009 და ალბანეთი 2010 წლიდან უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ, უბრალოდ სტატისტიკას ჩახედეთ და ნახეთ რა ციფრებზეა საუბარი, ახლოსაც ვერ მივა საქართველო. მაგ:  ევროპული სააგენტოს (EASO) სტატისტიკის მიხედვით2016 წლის დეკემბერში, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 625 იყო, 2017 წლის იმავე პერიოდში 1570 აპლიკანტამდე გაიზარდა. ანუ 945-ით მეტმა ადამიანმა  შექმნა ეს პრობლემა? ქვემოთ დიაგრამაა და გთხოვთ ჩახედოთ რა ციფრებზეა საუბარი სხვა ქვეყნებიდან მისაღებ მიგრანტებზე. ამას დაუმატეთ აწ უკვე ევროკავშირის წევრი რუმინეთისა და ბულგარეთის ემიგრანტების საშინელებები და + ისლამური ქვეყნის მიგრანტების თავზეხელაღებული მოქმედებები. მაშ რაშია საქმე? ამისთვის სათითაოდ უნდა გამოვიკვლიოთ თითოეული ,,პანიკიორი” სააგენტოს დაფინანსების წყარო და პროფილი. მაგ: სულ ახლახანს ასეთი პანიკური მასალები მოგვართვა გერმანულმა DIE WELT-მა, ეს რომელი სააგენტოა იცით? რუსული ფულით რომ ფინანსდება და პუტინის დაკვეთებს ასრულებს. იგივე შემიძლია ვთქვა  სხვებზე, მაგრამ მოსაწყენი იქნება. ამგვარი სააგენტოების ნახვა გაგიჭირდებათ ლიტველი, ლატვიელი, ესტონელი და.ა.შ. მეგობარი ქვეყნების ოფიციალურ წყაროებში, რატომ იცით? ამ ქვეყნებს აქვთ რუსეთთან ომისა და სსრკ-ს გამოცდილება და გვერდში გვიდგანან, თუმცა ევროკავშირში ,,პარადი” საფრანგეთსა და ჩემთვის უსაყვარლეს ქვეყანას-გერმანიას მიყავთ, რომელთა მთავრობებიც პუტინს პანეგირიკებს უძღვნიან. გაიხსენეთ სარკოზის ქმედებები პუტინთან, გაიხსენეთ გერმანიის წინა კანცლერი- გერჰარდ შროდერი ახლა რომ გაზპრომშია გამოჭიმული, გაიხსენეთ მერკელის ქმედებები 2008 წლის ომის წინ ბუქარესტის სამიტზე, სადაც ყველაფერი გააკეთა, რომ მაპი არ მიგვეღო, რითაც მწვანე აუნთო რუსეთს აგვისტოს ომისთვის, გაიხსენეთ პუტინმა როგორ ,,გადაუკეტა” კანცლერს გაზი და როგორ ააჭიკჭიკა, ,,ვიწინასწარმეტყველებ” და მერკელი როდესაც გადადგება, რუსეთი ,,თბილ ნიავს არ მიაკარებს”.  მოკლედ ორი რამე თუ არ გავითვალისწინეთ გაგვჭირდება-

1-რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც გარდა ჩვენი ოკუპაციისა, ყველანაირად ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო ასპარეზზე, რომ არსად და არცერთ სფეროში დამოუკიდებელმა საქართველომ წარმატებას ვერ მიაღწიოს (არ აქვს მნშვნელობა ეს სპორტია, ეკონომიკა, თეოლოგია, ვიზალიბერალიზაცია და.ა.შ.), ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ ხომ შეიძლება ამ საშინელი სისტემის შესახებ, რომელსაც არ შეუძლია საქართველოს ნებისმიერ წინსვლას მშვიდად შეხვდეს.

 2- თუ ჩვენი კურსი უფრო მეტად პროამერიკული არ გახდება, რუსეთი უბრალოდ გადაგვივლის, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ერთული მეგობრების- ბალტიისპირეთის დახმარება დიდად ვერ გვეწევა, დას. ევროპის ქვეყნები კი ფულით, პროპაგანდით, შიშით და.ა.შ. იმდენად ,,მონუსხულები’’ არიან პუტინით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთებენ იმას, რაც 2008 წელს ვნახეთ. ამიტომ, თუ გვსურს ვიზალიბერალიზაციის, ამ უდიდესი მონაპოვარის შენარჩუნება და უბრალოდ დამოუკიდებელ ქვეყნად ყოფნა, გვინდა თუ არ გვინდა აშშ-ს გარეშე არ გამოგვივა და ეგების მივხვდეთ…

21.02.2018

Herkunftsländer_Asyl_2015      main-qimg-0d30218dcbe27451256e473404bc993e-c

 

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

ოკუპანტური მითები დოროთე დბარისა და მსოფლიო პატრიარქის კავშირებზე

25659229_2023520691193804_3266882552621224307_n

ახლა ამ ბლოგს კი არა ლუვრში რა ხდება, ორსეის მუზეუმში რა შეიცვალა, ეიფელზე რამდენადაა გამკაცრებული კონტროლი და.ა.შ. უნდა ვწერდე, მაგრამ მსოფლიო პატრიარქის მიერ უნეტარეს ილიასადმი იუბილეს მილოცვას ისეთი მარაზმული და აბსურდული გამოხმაურებები მოყვა, რომ იძულებული ვარ რაღაც ვთქვა. მოკლედ, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი ჩვენს უწმინდესს იხსენიებს როგორც- „უნეტარესო და უწმინდესო, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტო. ქრისტე ღმერთში ფრიად საყვარელო და სასურველო ძმაო.

 ხოლო რუსეთის პატრიარქი კირილე კი-“მის უწმინდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს”, ამ ყველაფერს კი უბრალოდ მადლობის ნაცვლად სრული ისტერიკა მოყვა სოც. ქსელებში, იმიტომ რომ თურმე ბართლომეოსი ეხმარება დოროთე დბარს და თავად უწყობს ხელს მის სეპარატისტულ მოსაზრებებს. რეალურად კი დოროთე დბარიც ისეთივე რუსული პროექტია, როგორც ბესარიონ აპლია, ამ დოროთეს ბწყინვალედ იყენებს ჩრდილოეთის მეხუთე კოლონა და იდეოლოგიური მანქანა საქართველოში, რადგან მშვენივრად მოეხსენება ჩვენი გულუბრყვილობა, რადგან მხოლოდ საქართველოში შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რომელსაც ჯერა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში შეიძლება არსებობდეს ძალა, რომელიც მოქმედებს რუსეთის სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და არა უბრალოდ არსებობს, არამედ საკმაოდ სეროზული გავლენები აქვს. დოროთე დბარის პიროვნებით ოკუპანტური იდეოლოგიის მანქანა მარტივად ,,გვარწმუნებს’’, რომ მართალია თავად მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, მაგრამ დღევანდელ იქაურ სიტუაციაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც დამნაშავეა და უბრალოდ დამნაშავე კი არა, მიზანმიმართულად ,,გვართმევს ქართველობას.’’

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა

ეკლესიის შეღავათებისა და სახელმწიფოს მხრიდან მისი დაფინანსების ევროპული მოდელები

images

            ნაკლებად ვერთვები ხოლმე პოლიტიკური პარტიის პროგრამათა განხილვებში, არც ახლა გადავწყვეტდი თავად ეს პარტიები რომ არ შეხებოდნენ ეკლესიის საკითხს. უკვე არაერთი პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო ვიდეო რგოლები ვნახე, სადაც პირდაპირ თუ ირიბად საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს მართლმადიდებელ ეკლესიას და ეს უკანასკნელი არც ფინანსური შეღავათებით უნდა სარგებობდეს. თავისთავად ასეთი განცხადებები ტრაგიკული არაა, შეგვიძლია მივიღოთ ცალკეულ პირთა პირად მოსაზრებებად, ისევე როგორც შეიძლება თვლიდნენ რომ სახელმწიფომ არ უნდა დააფინანსოს ჯარი, პოლიცია, ჯანდაცვა, განათლება და.ა.შ. ტრაგედია ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როდესაც აღნიშნული პარტიები პროდასავლურობაზე და ევროპული ღირებულებების დაცვაზე დებენ თავს. ბევრი რომ არ გავაგრძელო მინდა შემოგთავაზოთ დასავლური ქვეყნების მხრიდან ეკლესიათა დაფინანსების თუ შეღავათების მაგალითები და დანარჩენი მერე გავაგრძელოთ.

            გეტყვით, რომ წინამდებარე თემაში არ შემიტანია ჩემთვის ძალიან საყვარელი აშშ (არაევროპული ქვეყანააო მავანს რომ არ ეთქვა), არც დიდი ბრიტანეთი (ევროპა კია, მაგრამ ევროკავშირიდან გავიდაო), არც საბერძნეთი და რუმინეთი (ეგენი მართლმადიდებელი ქვეყნები არიან და ,,არ გვაწყობსო’’ რომ არ დაეჩივლათ). მოკლედ საუბარს არც მეტი და არც ნაკლები, სკანდინავიით დავიწყებ. ვნახოთ ფინური მოდელი, სადაც რელიგიური გაერთიანებების გარდა, იურიდიული პირები – რომელიც კომპანიებს და ასოციაციებს წარმოადგენენ _ ვალდებული არიან, მონაწილეობა მიიღონ ლუთერანული ან მართლმადიდებელი ეკლესიების დაფინანსებაში  საშემოსავლო გადასახადის მეშვეობით,  რომლის გარკვეული ნაწილი მიმართულია ორი ეკლესიისთვის. არ არსებობს საგადასახადო შეღავათები კომპანიების ან სხვა იურიდიული პირების მიმართ, რომელთა აქციონერები ან წევრები ეკუთვნიან უმცირეს რელიგიებს.   ლუთერანული ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია და რელიგიური გაერთიანებები განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. სასაფლაოები კი განთავისუფლებულია უძრავი ქონების გადასახადისგან.

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა

მსოფლიო პატრიარქის ხალკიზე ვიზიტის დეტალები

1

     ცოტა ხნის წინ ფბ.ზე განვათავსე ხალკის საღვთისმეტყველო კონფერენციაზე ინფორმაცია, მალევე საიტზეც დაიწერა ოფიციალურად, თუმცა ჩემს მესინჯერში მოსული შეტყობინებებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ხალხი (მათ შორის აბსოლუტურად უცნობებიც) ძალიან დაინტერესებულან ამ ღონისძიების მცირე დეტალებით, განსაკუთრებულად ბევრს აინტერესებდა მსოფლიო პატრიარქის ღვთისმსახურების დეტალები და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა აღმოჩნდეს ის, თუ რას მიირთმევს კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი. მეც გადავწყვიტე მათ ყველა კითხვას ერთობლივად  მოვუყარო თავი და თემის სახით ვუპასუხო, რადგან შეიძლება იგივე საკითხები სხვებსაც აინტერესებდეთ.

      მოკლედ, 1-2 სექტემბერს ამერიკის ყოფილი მთავარეპისკოპოსის მიქაელ კონსტანტინიდისის შესახებ კონფერენცია  გამართა კუნძულ ხალკის საღვთისმეტყველო, ისტორიულ სასწავლებელში, პირველივე დღეს დაახლოებით 15:00-ზე გვეწვია ფანარიდან (მსოფლიო საპატრიარქო) წამოსული სასულიერო იერარქების ჯგუფი. იქიდან გამომდინარე, რომ კუნძულზე მანქანები თითქმის არ მოძრაობენ, პატრიარქი პორტიდან მონასტრამდე (რომელიც მთის წვერზე მდებარეობს) პოლიციის მანქანით ამოვიდა, მის გვერდით იჯდა აშშ-ს მთავარეპისკოპოსი დემეტრეოსი, მანქანას მართავდა პოლიციელი, რომლის გვერდითაც იჯდა პატრიარქის დაცვის ერთადერთი წევრი.

21193010_1494679587264543_8902023886486513223_n

            შემდეგ ფაეტონებით მოვიდნენ ეპისკოპოსები, მათ შორის თეატირისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსი გრიგორიოსი, ბოსტონის ეპისკოპოსი მეთოდიუსი და სხვანი.

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა

2008 წლის გმირებისადმი უმადურობა

загружено

იმდენი ვიღაცის პოსტში შევხვდი 2008 წლის ქართველ ბიჭებზე დამცინავ, უპატივცემულო და მოღალატურ საუბარს, რომ სათითაოდ ვეღარ დავაკომენტარებ და ჩემ პოსტში ერთიანად ვიტყვი.

1- აგვისტოს ომის აფხაზეთის ომის ხანგრძლივობასთან შედარება არის აბსოლუტური სისულელე, იმიტომ რომ 2008-ში ვიღაც დაქირავებულ ჩრდილო კავკასიელებს კი არა რუსეთის 58-ე არმიას ვებრძოდით.

2- არ შეიძლება ქართულ ავიაციაზე ისეთი კომენტარების წერა, როგორსაც ვხვდებით, თითქოს არ აფრენილან, არც უმუშავიათ, შეეშინდათ და.ა.შ. ამის დამწერებმა ალბათ არ იციან, რომ 8 აგვისტოს ქართულმა სუ 25-ებმა ჯავასთან რუსული კოლონა დაბომბეს, იგივეს თქმა შეგვიძლია მი 24-ებზე. მოკლედ, სანამ აფრენა შეეძლოთ თავი არ დაუზოგავთ საჰაერო ძალებს, და როდესაც ასაფრენი ბილიკები დაიბომბა საიდან აფრინდებოდნენ შეგიძლიათ გვითხრათ?

3- მოღალატურია ნებისმიერი განცხადება, რომელიც ქართული საჰაერო თავდაცვის ,,უუნარობის” შესახებ იქნება მიმართული, იმიტომ რომ ამ მებრძოლებმა იმ საბრძოლო არსენალის პირობებში შეუძლებელი შეძლეს და სანამ საზენიტოებს მუშაობა შეეძლოთ ღრუსი ოკუპანტები არ გაახარეს. 2008 წელს ქართველმა მეზენიტეებმა გრომებით (არც მეტი და არც ნაკლები) ჩამოაგდეს 10 რუსული სუ-25 მოიერიშე და დააზიანეს 4 ცალი სუ-24. ცილისწამებათა დამწერებმა ალბათ არ იციან, რომ 8 აგვისტო მსოფლიო ავიაციის ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევაა, როდესაც ქართველებმა ბუკ მ1 ტიპის მობილური საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული მართვადი საზენიტო რაკეტით ქარელის რაიონში ჩამოაგდეს 50-60 მილიონის ღირებულების ТУ-22М3, რომლის ეკიპაჟიდან 2 დაიღუპა, 1 დაიკარგა, მაიორი მალკოვი კი ტყვედ ჩავარდა.

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა

რუსეთის მიერ გაწყვეტილი ქართული თაობები XX საუკუნეში

          1219636496_karikatura_saakashvili_osetia_russia_gruzia00000008-300x201

          საქართველოს არცერთ მტერზე გაგვაჩნია იმდენი მასალა, ინფორმაცია და ისტორიული გამოცდილება, რამდენიც რუსეთზე. მტერზე, რომელსაც ბრძოლის მეტად საინტერესო და დახვეწილი მეთოდები აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი ,,თაობათა გაწყვეტაა’’, ანუ- გაწყვიტე ნებისმიერი თაობა, რომელსაც დამოუკიდებლობის სურვილი აქვს, შემდეგ კი ,,დაყავი და იბატონე.’’ ყოველგვარი შელამაზების გარეშე ერთად გადავხედოთ მხოლოდ მეოცე საუკუნეს და გავიგოთ თუ როგორ გაწყვიტა დამოუკიდებელ საქართველოში საჯიშე თაობები რუსეთის პირსისხლიანმა იმპერიამ.

            1921 წლის თებერვალია, რუსული არმია დაიძრა საქართველოსკენ. ხელისუფლებამ თბილისის გამაგრება გადაწყვიტა. გენერალი ანდრონიკაშვილი კოჯრის მიდამოებშია, მას ჰყავს რეგულარული არმიის 4 პოლკი, გვარდიის 4 ათასეული და იუნკერთა სკოლის რაზმი. გენერალ მაზნიაშვილს სოღანლუღის და მიმდებარე პოზიციების დასაცავად ჰყავს 3 პოლკი, სასაზღვრო ათასეული, მეტყვიამფრქვევეთა ასეული და ორი საარტილერიო დივიზიონი. რაც შეეხება მარჯვენა ფრთას, აქ  გენერალი ჯიჯიხია დგას, რომელსაც ქვეითი ჯარის სამი ათასეული და ცხენოსანთა ესკადრონი ჰყავს. მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა, ამ მებრძოლთა უმრავლესობა რუსულ აგრესიას შეაკვდა.

  რუსული არმია საქართველოშია და იწყება ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, იწყება ბრძოლა აჯანყებისთვის. ეს სამზადისი უცნობი არ დარჩა საბჭოთა ხელისუფლებისთვის, შედეგად, 1923 წლის მაისში დააპატიმრეს და დახვრიტეს ქართული სამხედრო ინტელიგენციის მოწინავე მებძროლები, იხ ხალხი, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის მხედრული სული იდგა. ესენი იყვნენ- გენერლები: ანდრონიკაშვილი, წულუკიძე, კოტე აფხაზი; პოლკოვნიკები: მუსხელიშვილი, ხიმშიაშვილი, მაჭავარიანი, გულისაშვილი, ჩრდილელი; ოფიცრები: ყარალაშვილი, ბაგრატიონ-მუხრანელი; სახელმწიფო მოხელეები: ზანდუკელი, კერესელიძე, ჭიაბრიშვილი, ქუთათელაძე, კლიმიაშვილი.

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა

დავით აღმაშენებელი და მუსლიმი მიგრანტები საქართველოში

загружено

(მოკლე მიმოხილვა)

გასული საუკუნის მიწურულს მოპოვებული დამოუკიდებლობა, ჩვენი დროის უდავოდ უდიდესი მონაპოვარია, მაგრამ ორმაგად სამწუხაროა, რომ ამ განძთან ერთად შევითვისეთ ის ურა-პატრიოტიზმი, შოვინიზმი, ქსენოფობია და რასიზმი, რომლის შედეგებსაც დღესაც ვიმკით და რაც კარგად ვიხილეთ ახლახანს ჩატარებულ მარშზე თუ აღლუმზე. ორმაგად უფრო სამწუხაროა, როდესაც აბო თბილელის, შუშანიკის, ასურელი მამების და.ა.შ. ქვეყანა, მუსლიმი მიგრანტების წინააღმდეგ გამოდის, ამ ყველაფერს წინ ,,დავით აღმაშენებლის ხატი’’ და დიდგორის საქართველოს მოტივები ,,მოუძღვის,’’ ხოლო ეს ყველაფერი იმით ,,პრავდება’’ რომ არალეგალ მიგრანტებს ვებრძვით კაცოო…. ქართველი ლეგალებისა თუ არალეგალი მიგრანტების პატრონები ვამბობთ ამას….

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოდით იმ ისტორიკოსებს გადავხედოთ, ვინც დავითის დროს ცხოვრობდა და მის მოღვაწეობას აღწერდა.  დავიწყოთ „თარიხ მაიაფარიკინის“   არაბი ავტორით- აჰმად იბნ იუსუფ იბნ ალი ალ-ფარიკით: ,,მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისი საქართველოს შემოუერთა, მაშინვე გასცა ბრძანება მუსლიმთა რელიგიის ხელშეუხებლობის შესახებ. უფრო მეტიც, გარკვეული პრივილეგიები მიანიჭა მათ. ასე მაგალითად… ქალაქის იმ ნაწილში, სადაც მუსლიმები ცხოვრობდნენ, არავის ჰყოლოდა ღორი და არავის დაეკლა იგი მათ შორის, მან (დავითმა) მოჭრა მათთვის მონეტა (ფული) ხალიფისა და სულტანის სახელით: და მისცა მათ უფლება აზანისა (ლოცვაზე მოწოდებისა) და თავისუფლად ლოცვისა. დაუდო მათ პირობა აგრეთვე, რომ არც ქართველი, არც ებრაელი და არც სომეხი არ შევიდოდა ისმაილის (მუსლიმების) აბანოში, და რომ პარასკევ დღეს მინბარიდან ილოცავდნენ ხალიფასა და სულტნისათვის და არა მისთვის (დავითისთვის). იგი კეთილად ეპყრობოდა მუსლიმანებს, მათ სარწმუნოებას, მეცნიერებას, ხალხსა და სუფიებს.’’

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა, Uncategorized

საქართველოს რუსეთთან დიალოგის მოკლე ისტორია

Matson

(ანუ- ჩვენ მზად ვართ წავიდეთ მოსკოვში?! )

          მაშინ როდესაც ქართველი პარლამენტარები მოსკოვში ჩადიან დიალოგისთვის, ჩვენი საზოგადოების ნაწილი უცხოელების საწინააღმდეგო  მარშს აწყობს,  მეორე ნაწილი რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე, ურთიერთობების დაბობაზე ხოლო საბოლოო ჯამში ყველა ესენი- ,,უბლოკო სტატუსზე’’ ერთიანდებიან, მოდით უბრალოდ თვალი გადავავლოთ საქართველო-რუსეთის ,,დიალოგის’’ ისტორიას.

            საუბარი დავიწყოთ 1561 წლით, როდესაც კახეთის მეფე ლევანმა მოსკოვში გააგზავნა წერილი დახმარების თაობაზე. 1562-1563 წლებში რუსეთის მეფე ივანე IV-მ უკვე ჯარი გამოაგზავნა, თავისი სიმამრის, ჩერქეზთა მთავრის, თემურყვას დასახმარებლად  ამ ჯარის მცირე ნაწილი ჩადგა კახეთის სანაპირო ციხეებში შამხალის მხრიდან თავდასხმების მოსგერიებლად, თუმცა მალევე უკან, დიდ რუსეთში დაბრუნდა.

     ამის შემდეგ ალექსანდრე II-ს ჯერია, რომელმაც რა არ იღონა ,,ერთმორწმუნე მეზობელთან,’’ გაიცვალა ელჩობა ორ სამეფოს შორის, 1587 წლის 28 სექტემბერს მეფემ თავისი შვილებითა და დარბაისლებით მოსკოვის მეფის ხელდებულობის ფიცი მიიღო, 1589 წელს რუსეთის მეფე თევდორემ გამოუგზავნა ,,წყალობის სიგელი,’’  რომ რუსეთის მეფე კახეთის სამეფოს თავის მფარველობაში იღებდა და კისრულობდა კახეთის დაცვას საგარეო მტრებისგან, მალევე გამოჩნდა შაჰ-აბას I, რომლისგან ისე დაიცვა საქართველომ რუსეთის დახმარებით თავი როგორც…

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა