Category Archives: ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა კოპტების პაპს უმასპინძლა

image

კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა კოპტების პაპს უმასპინძლა დღეს, 12 მაისს, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა იუსტინემ, ლამბერტის სასახლეში უმასპინძლა კოპტების ორთოდოქს პაპს, მის უწმინდესობა თეოდორე II-ს. ეკლესიათა მეთაურებმა ისაუბრეს კოპტური ეკლესიის თანამედროვე ყოფაზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ასევე ორ ეკლესიას შორის ურთიერთობებზე. შეხვედრის შემდეგ სასულიერო პირებმა ვესტმინსტერის სააბატოში გადაინაცვლეს და ილოცეს, რაც ამ ორი ეკლესიის არსებობის ისტორიაში უპრეცენდენტო მოვლენაა. ლამბერტის სასახლეში კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა განაცხადა: ,,თქვენო უწმინდესობა, გმადლობთ აქ ყოფნისთვის. მადლობა, რომ შევხვდით ერთმანეთს. აღვნიშნეთ, რომ საჭიროა შევინარჩუნოთ საზოგადოება, რომელშიც ქრისტიანებსა და მუსლიმებს განვითარება შეეძლებათ. შევეხეთ იმასაც, რომ საჭიროა ზოგადად ქრისტიანულ ეკლესიათა ერთობა, ხოლო ეგვიპტეში მოქმედ ეკლესიათა შორის კი კარგი ურთიერთობების არსებობა. ვისაუბრეთ იმ ექსტრემისტულ ქმედებებზეც, რომლებიც როგორც ქრისტიანებს, ასევე მუსლიმებსაც აზიანებს. ამ ქმედებებს ახლო პერპექტივაში მკვეთრი ნაბიჯებით უნდა ვუპასუხოთ, ხოლო შორეულში კი კარგი განათლებით.’’ თავის მხრივ პაპმა თეოდორემ აღნიშნა: ,,ჩვენს ლოცვაში გამოვხატეთ ქრისტესმიერი ძმების ერთობა, ვაცნობიერებთ რა ჩვენს განსხვავებულობებს, ვხვდებით რომ, სწორედ ისინი მიგვიძღვიან ორმხრივი დიალოგისკენ. ეს იყო მთავარეპისკოპოს იუსტინეს მეორე შეხვედრა პაპ თეოდორესთან, პირველი შედგა 2013 წლის ივნისში (ქაირო), მთავარეპისკოპოსის ახლოაღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში. შეგახსენებთ რომ მთავარეპისკოპოს იუსტინესთან შეხვედრამდე, უწმნინდესი თეოდორე II დედოფალმა ელისაბეტმა მიიღო ბაკინგემის სასახლეში.

წყარო- palamacentre.com

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქის სიტყვა

HAH-Ecumenical-Patriarch-Bartholomew-speaking-in-Jerusalem

მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქის სიტყვა

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო

24 აპრილი, 2017 წელი

თქვენო უსამღვდელოესობავ, თქვენო აღმატებულებავ,

საერთაშორისო ინსტიტუტების პატივცემულო წარმომადგენლებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

,, აჰა, ესერა რაი-მე კეთილ, ანუ რაი-მე შუენიერ, არამედ დამკვიდრება ძმათა ერთად!’’ (ფს.132:1)  ზუსტად ის გრძნობებია გამოხატული ფსალმუნთმგალობლის მიერ, რასაც განვიცდით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში სტუმრობისას. განსაკუთრებულია ჩვენი თითოეული ვიზიტი, როგორც საპატრიარქო ტახტზე არჩევიდან 25 წლის განმავლობაში, ასევე უფრო ადრეულიც  და ჩვენ სათუთად ვინახავთ ამ მოგონებებს. ჩვენთვის პირადად, ისევე როგორც მთლიანად ეკლესიისთვის, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო არაა უცხო, არამედ კარგად ნაცნობი ადგილი. ჭეშმარიტად, დაახლოებით 1 საუკუნის წინ მსოფლიო პატრიარქმა მოუწოდა ‘’ქრისტეს ყველა ეკლესიას ყველგან’’ და 1948 წლიდან გახდა ამ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი წევრი. აქედან მოყოლებული ჩვენი ეკლესია აქტიურად მონაწილეობს საბჭოში და მის ‘’რწმენისა და წესრიგის’’ კომისიაში. 1955 წლიდან მსოფლიო საპატრიარქომ შექმნა მუდმივმოქმედი დელეგაცია, როგორც განგრძობადი ურთიერთთანამშრომლობის ნიშანი. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მუდმივი წარმომადგენლები   მსოფლიო ეკლესიათა საბჭოსა და ეკუმენიკური მოძრაობაში იყვნენ: მალტის ეპისკოპოსი იაკობი, მიტროპოლიტი ემილიანე ტიმიადისი, მსოფლიო საპატრიარქო ტახტის პრესვიტერი გიორგი ცეცისი, არქიმანდრიტი ბენედიქტე იოანუ, ბატონი გიორგი ლემოპულოსი, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს აჟამინდელი მდივანი და ახლა გახლავთ ტალმეოსის მთვარეპისკოპოსი იობი.

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

ალექსანდრიის პატრიარქის სამძიმარი

ვდგავართ ეგვიპტელი ხალხის გვერდით! წმ. მარკოზის ის კოპტური ტაძარი, რომელთანაც მეორე აფეთქება მოხდა, ჩვენს საპატრიარქოსთან ძალიან ახლოს, ალექსანდრიის რაიონ- მანსიაში მდებარეობს.  ვიმედოვნებთ  უფალი იესო ქრისტე ერთი მხრივ შეუმსუბუქებს ტკივილს მათ, ვინც ასე ტრაგიკულად დაკარგა საკუთარი ოჯახის წევრები, მეორე მხრივ კი მოაფენს მშვიდობას და დალოცავს ეგვიპტეს.

თეოდორე- პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის.

წყარო- http://www.patriarchateofalexandria.com/index.php?module=news&action=details&id=1251

ქართული წყარო- palamacentre.com

თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

რუმინეთის საპატრიარქოს სამძიმრის წერილი

,,რუმინეთის საპატრიარქოში შევიტყვეთ ტანტანასა და ალექსანდრიის ტაძრებზე, ისლამური სახელმწიფოს მიერ მოწყობილ ტერაქტების შესახებ, რომლებსაც 43 მორწმუნე ემსხვერპლა 100 კი დაშავდა.

შევთხოვთ ყოვლადმოწყალე უფალს, რომ მშვიდობით   განუსვენოს ბზობის კვირას მომხდარი  ტერაქტის შედეგად გარდაცვალებულთა სულებს.
ჩვენთვის ცნობილია რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ქრისტიანები ძალადობის მსხვერპლნი არიან.
აუცილებელია რომ მათ შეძლონ მშვიდობიან გარემოში ცხოვრება და
საზეგადოებამ პატივი სცეს მათ სარწმუნოებას.
შევთხოვთ უფალს, რომ მიანიჭოს მშვიდობა მათ სულებს ვინც ძალადობის შედეგად ზვარაკად შეწირა თავისი სიცოცხლე.

წყარო- http://basilica.ro/patriarhia-romana-se-roaga-pentru-victimele-atacurilor-teroriste-asupra-crestinilor-din-egipt/

თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

პირეის სამიტროპოლიტოს წარმომადგენლებიი მსოფლიო საპატრიარქოში

article_28448_156398

მსოფლიო საპატრიარქოს დღევანდელი ცნობის მიხედვით, მისმა ყოვლადუწმინდესობა პატრიარქმა აუდიანციაზე მიიღო პირეის სამიტროპოლიტოს წარმომადგენლები-კონსტანტინე დანდილი და ლიკურღონ მარკუდინი თანხმლებ პირებთან ერთად,რომლებმაც კონსტატინეპოლის მთავარეპისკოპოსს გადასცეს სამახსოვრო საჩუქარი, მისი მწყემსმთავრობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

            ცნობილია რომ პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე მკვეთრად ეწინააღმდეგება წმინდა და დიდ კრებას, მოიხსენიებს რა მას როგორც ,,ერესად და პარარელიგიურად.’’ სამიტროპოლიტოდან ყოველდღიურად გაისმის მსოფლიო საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული განცხადებები, მისი მღვდელთმსახური ანგელოზ ანგელაკოპულოსი  მომავალ კვირას ოფიციალურად და საჯაროდ აპირებს  წმინდა და დიდი კრების ერეტიკულად გამოცხადებას, ყოველივე ამის და კიდევ სხვა მრავალი ბრალდების მიუხედავად, მაღალყოვლადუსამღვდელოესი პირეელი მიტროპოლიტი არ ,,იზღუდება’’ რომ საჩუქარი უძღვნას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ,,პატრიარქობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე’’ და  ფანარში გააგზავნოს საკუთარი წარმომადგნელები.

            ინფორმაციის მიხედვით საჩუქარი გახლდათ მსოფლიო პატრიარქის მოზაიკური პორტრეტი. პირეის სამიტროპოლიტოს თანამშრომლები კონსტატინე დანდილი და ლიკურღოს მარკუდისი არიან  რადიოსადგურ-,,პირეის ეკლესიის’’ ხელმძღვანელები, შესაბამისად მთავარი დირექტორი და პროგრამების ხელმძღვანელი. დასახელებული რადიოსადგური ხშირად გამოდის (და სხვაგვარად არც შეუძლია) წმინდა და დიდი კრების საწინააღმდეგოდ, ხოლო ლიკურღოს მარკუდისს პროფესორ დიმ. ცელენგიდისთან ერთად, (ვისაც პერსონალური რეპორტაჟები აქვს რადიოსადგურზე) მიყავდა ,,მკაცრი რადიოგადაცემები.’’ თუმცა რა თქმა უნდა მათ არავინ ზღუდავთ ფანარში წასასვლელად და მსოფლიო პატრიარქისადმი პანეგირიკის მისაძღვნელად.

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიერ წარმოთქმული სიტყვა იერუსალიმის ტაძარში

HAH-Ecumenical-Patriarch-Bartholomew-speaking-in-Jerusalem

2017 წლის 22 მარტი
თქვენო უნეტარესობავ, იერუსალიმის წმინდა ქალაქის პატრიარქო თეოფილე, აქ შეკრებილო პატივცემულო იერარქებო, იერუსალიმის საპატრიარქოს სიონის მთაზე მდებარე მაცხოვრის საფლავის მუდმივდამცველო საძმო, აქ მყოფ მის უნეტარესობა სომეხთა პატრიარქთან, მაღალღირს ლათინ მცველთან და ყველა ღვთისმოსავ მომლოცველთან ერთად ვიზიარებთ ამ ისტორიული მომენტის დღესასწაულს.
თქვენო აღმატებულებავ ბატონო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრო,
იორდანიის სამეფოს, ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინის მთავრობის თქვენო აღმატებულო წარმომადგენელნო,
უფლის საყვარელო ადამიანებო და ყველა ვინც აქ, იერუსალიმში მკვიდრობთ.
თუკი კაცობრიობის ისტორიის გარკვეულ მომენტში, ‘’გუნდნი ანგელოზთანი განკვირდენ ოდეს გიხილეს’’ მათი უფალი და შემოქმედი, შესაქმის მომქმედი და განმგებელი ‘’რომელმაც ინება მოკვდავთა შორის ყოფნა,’’ დღეს ყველა ჩვენგანი აქ შეკრებილნი თუ მსოფლიოში მკვიდრნი- მოკრძალებით ვდგავართ საიდუმლოს წინაშე და აღდგომის დამმოწმებლებად. სახელდობრ ახლადაღდგენილი და რეკონსტრუირებული მაცხოვრის საფლავის წმინდა კუვუკლიის[1] წინაშე. განცვიფრებულნი ვართ და ‘’ერთი ხმითა და ერთი სულით’’ მკაფიოდ წარმოვთქვამთ მაცხოვარ ქრისტესადმი დიდებისა და მადლიერების საგალობელს, მხსნელისადმი რომელიც ჯვარს ეცვა და ხორციელად აქ დაეფლა, თავისქალისა და გოლგოთის ადგილზე. ჩვენ განცვიფრებულნი ვდგავართ წმინდა საფლავის წინაშე, რომელიდანაც ‘’სიცოცხლე იღვრება’’ მისი ‘’სასწაულისგან განკვირვებულნი’’ როგორც მარიამ მაგდალინელი, იოანა, მარიამ იაკობისი და სხვა მენელსაცხებლე დედები, როგორც მოციქულთა თავი პეტრე.

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები, Uncategorized

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ,,ბექგრაუნდი”

vladimir-putin-and-patriarch-kirill-1რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ,ბექგრაუნდი’’ (1)

მთარგმნელისაგან
ახლახანს ერთ-ერთ უცხოურ ბლოგზე გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელიც ბოლოდროს გამოცემული პოპულარული წიგნის-‘’რუსული მართლმადიდებლობა და ადამიანის უფლებები’’ ავტორთან, Kristina Stoeckl-თანაა ჩაწერილი. საუბარში მკვლევარი ეხება იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც საკუთარ ნაშრომში აღწერა. აქვე დავძენთ, რომ როგორც თავად მწერალი აღნიშნავს, საუბრობს სოციოლოგის, მიმომხილველის და არა ღვთისმეტყველის პოზიციიდან. შესაბამისად ყველგან, სადაც იგი განიხილავს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, გულისხმობს არა ონტოლოგიურ არამედ ტექნიკურ მხარეს, მოსკოვის საპატრიარქოს სტრუქტურას და არა ქრისტეს ეკლესიის (ამ შემთხვევაში რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის) ,,რეალობის იდენტობას.’’ უფრო ვრცლად ამ ორ განსაზღვრებას შორის არსებულ განსხვავებაზე შეგიძლიათ იხილოთ- http://www.orthodoxtheology.ge/termineklesiaeklesiebi/

იმასაც დავძენთ, რომ ტექსტში არსებული ზოგიერთი ფრაზა უცვლელად გადმოვიტანეთ (მაგ: ,,ბექგრაუნდი’’) და დედანისგან განსხვავებით ტექსტში სქოლიოები დავამატეთ, რათა მკითხველი უფრო მარტივად ჩაწვდეს ინტერვიუს დედააზრზს.

ინტერვიუ
Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები, Uncategorized

მსოფლიო პატრიარქისა და კენტერბერიის მთავარეპისკოპოსის ერთობლივი დეკლარაცია

fb_img_1486600765546

თანამედროვე მონობა- ერთობლივი დეკლარაცია
1) ჩვენ, კონსტანტინეპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა და კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა, სრულიად ინგლისის პრიმატმა იუსტინემ, ფანარში, 2017 წლის 6-7 თებერვალს თანამედროვე მონობის შესახებ ერთობლივად მოვაწყვეთ სპეციალური საერთაშორისო ფორუმი- ,,ცოდვები ჩვენს თვალწინ.’’ მისი ჩატარების შესახებ სურვილმა, თავდაპირველად ,,Lambeth Palace-ში’ ’ მსოფლიო პატრიარქის ოფიციალური ვიზიტის დროს (2015 წლის ნოემბერი) გაიჟღერა, აღნიშნულ მაღალი დონის ღონისძიებაზე ერთად შეიკრიბნენ მსოფლიოს მასშტაბით გამოჩენილი მკვლევრები და გამოცდილი პოლიტური ანალიტიკოსები, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ ადამიანის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ თანამედროვე პრობლემებზე სასაუბროდ. დასახელებული ფორუმი აგრეთვე მიემართება მსოფლიო პატრიარქის მიერ 2017 წლის ,,ბავშვთა წმინდა ბუნების დაცვის წლად’’ გამოცხადებას.

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

 ჰილარი კლინტონის მილოცვა  მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს, მისი   აღსაყდრებიდან 25 წლის იუბილის აღსანიშნავად

kl

          მსოფლიო ბედნიერია, რადგან უკანასკნელი საუკუნის მეოთხედში სულიერ ლიდერად ჰყავს  პატრიარქი ბართლომეოსი, რომელმაც  უპრეცენდენტო ნაბიჯები  გადადგა როგორც მართლმადიდებელ ეკლესიაში, ასევე სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან და ისლამურ თუ იუდეურ თემებთან ინტერრელიგიური დიალოგის დასამყარებლად. მისი ყოვლადუწმინდესობა დაუღალავად იღწვის, რათა მართლმადიდებელი ეკლესია წინ წასწიოს და შეუმსუბუქოს ის ხუნდები, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე დაედო. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ იგი გახდა პირველი სულიერი ლიდერი, რომელმაც 1 200 წლის  განმავლობაში შეძლო და ჩაატარა აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა დიდი და წმინდა კრება. წილად მხვდა დიდი პატივი, რომ თავად მეხილა პატრიარქ ბართლომეოსის სულიერი წინამძღვრობა და გაოცებული ვარ მისი ნაღვაწით ადამიანის უფლებათა, რელიგიური ტოლერანტობის და გარემოს დაცვის საკითხების ირგვლივ. ვუსურვებ საუკეთესო სურვილებს მის ყოვლადუწმინდესობას ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე.

 

წყარო  http://www.amen.gr/article/hillary-clinton-statement-on-ecumenical-patriarch-bartholomews-25th-anniversary-as-head-of-the-eastern-orthodox-church#.WBGh0gqEFrA.facebook

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

პაპ ფრანცისკეს 5 ოქტომბრის საკვირაო აუდიენციის მიმართვა

Georgia Pope Caucasus

Pope Francis meets with Patriarch Ilia II, head of Georgia’s church in Tbilisi, Georgia, Friday, Sept. 30, 2016. Pope Francis is wrapping up a Caucasus pilgrimage that began in June in Armenia and ends this weekend with a visit to two other countries with tiny Catholic communities: the Orthodox Christian bastion of Georgia and the largely Shiite Muslim nation of Azerbaijan. (L’Osservatore Romano/Pool Photo via AP)

ოთხშაბათს ,,General Audience’’-ში პაპმა ფრანცისკემ ისაუბრა საქართველოსა და აზერბაიჯანში თავის ბოლოდროინდელ ვიზიტზე.

წმინდა მამამ განაცხადა: ,,ამ ვიზიტმა შეავსო ჩემი სომხეთში სტუმრობა (2016 წლის ივნისი) და ამისრულა სურვილი, რომ მომენახულებინა კავკასიის სამი ერი, რათა შევწეოდი კათოლიკე თემს და გამემხნევებინა ხალხი ძმობისა და მშვიდობისაკენ სავალ გზაზე.’’ პაპმა თავისი მიმართვა ლოცვით შეაჯამა: ,,ღმერთმა დალოცოს სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი და უწინამძღვროს მის წმინდა ხალხს საკუთარ ქვეყნებში.’’

პაპ  ფრანცისკეს  5 ოქტომბრის  საკვირაო აუდიენციის  მიმართვა:

,,ძვირფასო ძმებო და დებო, ვმადლობ ღმერთს რომ მომმადლა ჩემი ბოლოდოინდელი ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანში. მე კვლავ გამოვხატავ  მადლიერებას ორივე ქვეყნის სამოქალაქო და რელიგიური მეთაურებისადმი, განსაკუთრებით კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-სა და კავკასიის მუსლიმთა შეიხისადმი. ,,ამ ვიზიტმა შეავსო ჩემი სომხეთში სტუმრობა (2016 წლის ივნისი) და ამისრულა სურვილი, რომ მომენახულებინა კავკასიის სამი ერი, რათა შევწეოდი კათოლიკე თემს და გამემხნევებინა ხალხი ძმობისა და მშვიდობისაკენ სავალ გზაზე. საქართველოსა და აზერბაიჯანში სიამოვნება მომანიჭა უძველესმა ისტორიულმა, კულტურულმა და რელიგიურმა ფესვებმა. ამ ქვეყნებმა სულ ახლახანს აღნიშნეს დამოუკიდებლობის 25 წელი და დღეს  უმკლავდებიან თანამედროვეობის მძლავრ გამოწვევებს. კათოლიკე ეკლესია მოწოდებულია მათთან სიახლოვისთვის, განსაკუთრებით საქველმოქმედო სფეროში და ადამიანური  რესურსის განვითარებისთვის, ასევე  ეკლესიებთან და ქრისტიანულ თემებთან ურთიერთობისთვის  და სხვა რელიგიურ თემებთან დიალოგისთვის. საქართველოში ბუნებრივია  ვთანამშრომლობთ  მართლმადიდებელ ძმებთან და დებთან, ხოლო  აეროპორტში ჩემი ჩასვლისას პატრიარქ ილია II-ს ყოფნა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება, ისევე როგორც ჩვენი სტუმრობა საპატრიარქო კათედრალში და შეხვედრა, რომელიც ძალზედ ამაღელვებელი გახლდათ. ჩვენი ერთობა ჩანს იმ სისხლში, რომლებიც სხვადასხვა ქრისტიანული აღმსარებლობის მრავალმა მოწამემ დაღვარა, განსაკუთრებით კი ასირიულ-ქალკედონური წესის ქრისტიანების, რომელთან ერთადაც ვლოცულობდით სირიაში, ერაყსა და მთელ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის. აზერბაიჯანში, მუსლიმურ წამყვან ქვეყანაში შევძელი მონაწილეობა მიმეღო ინტერრელიგიურ შეხვედრაში და ჩავატარე მესა კათოლიკე მცირე თემთან ერთად.  რწმენითი კავშირი ღრმად მსჭვალავს ჩვენს შეხვედრებს და დიალოგს ყველასთან ვისაც ღმერთის სწამს, ამგვარად შეგვიძლია ერთად  ავაშენოთ უფრო სამართლიანი და ძმური მსოფლიო. ღმერთმა დალოცოს სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი და უწინამძღვროს ამ ქვეყნების წმინდა ხალხს!’’

 წყარო

http://en.radiovaticana.va/news/2016/10/05/general_audience_english_language_summary/1262944

http://www.orthodoxtheology.ge/5octoberspeech/

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

 

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები