აია სოფია – მეჩეთი

აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებაზე სპეციალურად ჩავუქეჯი როგორც ქართულ, ასევე, ბერძნული გვერდების კომენტარებს. ერთი საერთო, რაც ამ ორ რადიკალურად განსხვავებულ გადმოსახედზე მყოფ კომენტართა ავტორებს აქვთ გახლავთ ის, რომ ისინი ელიან თურქების დასჯას ღმერთისაგან, რადგან მათ ქრისტიანული ეკლესია (რომელიც ჩვეულებრივ ტაძარზე მეტია) მეჩეთად უნდა გადააკეთონ. ანუ, ხალხი ფიქრობს, რომ ღმერთი თავზე დაანგრევს მუსლიმებს ამ ,,მეჩეთს”, რადგან მათ ტაძარი ,,შეურაცხყვეს.” აია სოფიას ისტორია წაგიკითხავთ? მე კი. მთელი ტაძრის ისტორია ჩემთვის ერთი წრის ირგვლივ ტრიალებს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა აკონტროლებდა მოცემულ პერიოდში კონსტანტინოპოლს, ტაძარიც იმის მიხედვით იცვლებოდა (იქნებოდნენ ესენი ,,ოპოზიცია”, ხატმებრძოლები, კათოლიკე ჯვაროსნები, მუსლიმები, სეკულარისტები და ა.შ.) ის რაც ახლა ტაძრის გარშემო ხდება, სხვა არაფერია, თუ არა ბატონი ერდოღანის და მისი ამომრჩევლების პოლიტიკური ნება, რომელიც, რა თქმა უნდა, მათთვის გარკვეულ პოზიტიურ შედეგებზეა გათვლილი. შესაბამისად, როგორც ქართველები, ისე უცხოელი მართლმადიდებლებიც, რაც უფრო მალე გავაანალიზებთ იმ ფაქტს, რომ ეკლესიის კულტურული ნაგებობები თუ მემკვიდრეობა, ძალიან პრაგმატული და პოლიტიკური ინტერესების გამო ხან იქმნება და ხანაც ნადგურდება, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის და მით უფრო მალე გამოვნახავთ ხოლმე პრობლემის გადასაჭრელ გზებს. სხვა შემთხვევაში კიდევ დიდხანს მოგვიწევს ველოდოთ ვიღაც სასტიკ ღმერთს, რომელიც რომელიღაც მნიშვნელოვანი შენობის გამო, თავის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანებს გადაბუგავს, გადაწვავს და თავზე დაანგრევს ყველაფერს. არადა, ოცდაერთი საუკუნეა კი უნდა დაგვენახა, რომ ასეთი ღმერთი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ქრისტე ასეთი ნამდვილად არაა. P.S. ეკლესიაში იმაზე მეტია პრაგმატული და დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, ვიდრე სახელმწიფოში, უბრალოდ, ამ ყველაფერს ცივი გონებით გაანალიზება და მიდგომა უნდა და არა რაღაც წარმოსახვითი ილუზიებისა და ზებუნებრივი მოვლენების შექმნა, რომელიც უფრო მეტად აბნელებს რიგითი მორწმუნეების გონებას, ართმევს თავისუფალ ნებას და ხელ-ფეხს უხსნის ეკლესიის პოლიტიკური გეზის განმსაზღვრელებს, რომ საკუთარი ძალაუფლება, ფინანსები და გავლენები უფრო მეტად განიმტკიცონ.
P.S.S. სამხუხაროა, რომ დღემდე ვერ გადავეჩვიეთ ,,გამარჯვებული რელიგიის წარმომადგენლები”, ,,დამარცხებულების” ტაძრების ნგრევასა და გადაკეთებას, ასე ვანგრევდით წარმართულ ტაძრებს, ასე ვანგრევდით ათენის პართენონს და კიდევ ბევრ სიდიადეს. სამწუხაროდ, ისევ ერთი წრის ირგვლივ ვტრიალებთ…
 
11.07.2020
 
 
 

Leave a comment

Filed under საპოსტელო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s