Monthly Archives: Jun 2019

ნესტორი, კირილე, პოლიტიკა და უკრაინაც

council-of-ephesus

უკრაინის ავტოკეფალიის თემა ერთგვარ ნიშნულად იქცა, რომელზეც ეკლესიის ისტორიიდან სხვადასხვა საკითხებზე პარალელებს ვავლებთ ხოლმე. ამ ბლოგში ორი რამის თქმა მინდა: 1-თუ თემა ,,სამართლიანია’’, მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ინტერესები ვერ აკნინებენ მას. 2-ნებისმიერი ,,სამართლიანი თემა’’ არ გამორიცხავს მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ინტერესებს. საუბარი ზოგადი რომ არ გამოვიდეს, კარგად ნაცნობ თემას გაგახსენებთ. მოგეხსენებათ მეხუთე საუკუნეში ქრისტიანულ სამყაროში უმნიშნელოვანესი რამ მოხდა, კირილე ალექსანდრიელმა, ნესტორი კონსტანტინოპოლელის საპირწონედ ქრისტოლოგიური სწავლება შემოგვთავაზა, რომელ სწავლებასაც დღემდე ვეყრდნობით. ეს ერთი მხარეა, ,,ისტორიული სამართლიანობის’’ მხარე. მაგრამ მხოლოდ ამით იყო გამოწვეული იმ საუკუნის ნესტორიანული დავები? იქნებ მის გარდა ძალიან დიდი და სერიოზული პოლიტიკური ინტერესების თანხვდომა-დაპირისპირებაც გვქონდა, რომელმაც თავისი წილი დაღი დაასვა ამ პროცესებს. გავხსნათ კვანძები. ამ მომენტში რომის იმპერიის ეკლესიაში არსებობს პენტარქია (ხუთმთავრობა), ე.ი. იმპერიის 5 ყველაზე გავლენიანი ქალაქის მმართველი ეპისკოპოსების მთავრობა. შესაბამისად: რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი. Continue reading

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized