ეპიფანე და ფილარეტი- პარალელები 1917-1918 წწ. საქართველოსთან

imageproxy

შესაძლოა კიევის ყოფილი მიტროპოლიტის- ფილარეტის პირადმა ამბიციებმა უკრაინის ახლადშექმნილი ავტოკეფალური ეკლესია საკმაოდ დააზიანოს. სქიზმა და განსაცდელები ეკლესიის განუყოფელი პროცესებია, სწორედ ამ დროს იწრთობა ხოლმე საეკლესიო სისავსე და ღვთისმეტყველება (არიანიზმი, ნესტორიანიზმი, ხატმებრძოლეობა…), ასევე გამოიწრთობა უკრაინის ეკლესიაც, თუმცა, მიმდინარე პროცესებმა უკრაინის ეკლესიის ჩასაფრებული მოწინააღმდეგეებისთვის სალაპარაკო გააჩინა და ჩირქს ცხებენ მის ავტოკეფალიას. ამ შემთხვევაში, უკრაინაში პრობლემას ის ქმნის, რომ ერთ მხარესაა კიევის ,,ყოფილი მიტროპოლიტი’’ ფილარეტი, რომელიც ვერ ეგუება, რომ მიტროპოლიტი ეპიფანე მის გავლენისქვეშ არ ექცევა. რეალურად ,,ორხელისუფლებიანობის’’ სიტუაციაა, რაც ახალი ავტოკეფალიებისთვის დამახასიათებელია. ქართველებმა ყველაზე კარგად ვიცით, თუ როგორ აზიანებს საეკლესიო სისავსეს ,,რანგით მეორე” პირის ,,პირველობის სურვილი”, თუნდაც ეს ,,პირველი და მეორე” კირიონი და ლეონიდე იყვნენ. შორს რომ არ წავიდეთ გაგახსენებთ თუ რა ხდებოდა საქართველოში მაშინ, როდესაც 1917 წელს ავტოკეფალია გამოვაცხადეთ. (ამ პერიოდზე იმიტომაც ვსაუბრობ, რომ ვინც მიცნობ იცის ჩემი პიეტიზმი მეოცე საუკუნის სამი პატრიარქისადმი, კირიონის, ლეონიდესა და ამბროსისადმი, შესაბამისად ტენდენციურობაშიც ვერ დამდებენ ბრალს).

1917 წელს საქართველოს პატრიარქი და მცხეთის მთავარეპისკოპოსი გახდა კირიონი (1917-1918), ამავე წელს თბილელი მიტროპოლიტი და პატრიარქის მოსაყდრე გახდა ლეონიდე (შემდგომში პატრიარქი, 1918-1921). თბილელი წირავდა სიონში, მცხეთელი პატრიარქი ანჩისხატში, ნათელი იყო 2 ეპისკოპოსის ბანაკებს შორის დაპირისპირება.

1917 წლის 5 ოქტომბერს, მართვა-გამგეობის დებულების დასამტკიცებლად საქართველოს ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სხდომა შეიკრიბა. კალისტრატე ცინცაძემ (შემდგომში პატრიარქი, 1932-1952) საქმეთა მმართველის თანამდებობაზე დავით დავიდოვის კანდიდატურა წამოაყენა. კირიონმა განაცხადა ,,თუ საქმეთა მმართველად დავიდოვს აირჩევთ მე კათოლიკოსის ხარისხს ავიყრიო.’’ თუმცა დავიდოვი მაინც აირჩიეს. უფრო მეტიც, ლეონიდემ დავიდოვი თბილელის კანცელარიის გამგედ დანიშნა.

კირიონ II საპატრიარქო სახლში ცხოვრობდა, რაზეც ბრაზდებოდნენ თბილელი მიტროპოლიტე ლეონიდე და მის მომხრეები, უფრო მეტიც, ლეონიდე მცხეთის ჯვრის მონასტერსაც ედავებოდა კირიონს. გავაგრძელოთ, 1918 წელს თბილელი მიტროპოლიტ ლეონიდეს მხარდაჭერით გამოვიდა ჟურნალი ’’ახალი სიტყვა’’, რომელიც კირიონს დაუფარავად ებრძოდა. ამ გაზეთში იწერებოდა, რომ პატრიარქმა კირიონმა გამართულად კითხვაც კი არ იცოდა. აქვე, ქრისტეფორე ციცქიშვილი  (შემდგომში პატრიარქი, 1927-1932) კირიონზე წერდა: ,,მანამ არ მოვისვენებთ, სანამ ჩვენი უფროსები არ იწამებენ წმინდა კოლეგიურ გამგეობას.’’ იგივე ბრალდებით, 1918 წლის 23 მაისს საკათოლიკოსო საბჭოს 8 წევრმა მიტროპოლიტ ლეონიდეს ხელმძღვანელობით პატრიარქ კირიონის სახელზე საპროტესტო წერილი გამოაქვეყნა, სადაც პატრიარქს ბრალს სდებდნენ აბსოლუტიზმში. გავაგრძელოთ, ეპისკოპოსი სტეფანე (ვასილ კარბელაშვილი, წმინდანად შეირაცხა 2011 წლის 20 დეკემბერს) წერს, რომ ,,ქრისტეფორე ციცქიშვილი პატრიარქ კირიონს საცემად შეუვარდა კელიაში, თუმცა ვერ გამოუვიდა.’’ 1918 წლის 27 ივნისს მოკლეს პატრიარქი კირიონი, რაშიც პირდაპირ ადანაშაულებენ ჩვენთვის ნაცნობ დავიდოვს.

ამ და მეოცე საუკუნის ფაქტებზე ბევრად მეტი რამის დაწერა შეიძლება, უბრალოდ მიზეზთა გამო თავს ვიკავებთ, უბრალოდ, არ ღირს ვინმე შეეცადო, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია დააკნინოს ან დაამცროს. არაფერი ხდება ან მოხდება უკრაინის ეკლესიაში ისეთი, რაც ჩვენთან არ ხდება ან მომხდარა, უბრალოდ ადრე თუ ეს ყველაფერი დალუქულ საცავებში ინახებოდა, ახლა ,,ინტერნეტით’’ შეიძლება მოიძებნოს. ასე რომ, დამშვიდდით ბატონებო! 😉

15.05.2019

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s