Monthly Archives: May 2019

ეპიფანე და ფილარეტი- პარალელები 1917-1918 წწ. საქართველოსთან

imageproxy

შესაძლოა კიევის ყოფილი მიტროპოლიტის- ფილარეტის პირადმა ამბიციებმა უკრაინის ახლადშექმნილი ავტოკეფალური ეკლესია საკმაოდ დააზიანოს. სქიზმა და განსაცდელები ეკლესიის განუყოფელი პროცესებია, სწორედ ამ დროს იწრთობა ხოლმე საეკლესიო სისავსე და ღვთისმეტყველება (არიანიზმი, ნესტორიანიზმი, ხატმებრძოლეობა…), ასევე გამოიწრთობა უკრაინის ეკლესიაც, თუმცა, მიმდინარე პროცესებმა უკრაინის ეკლესიის ჩასაფრებული მოწინააღმდეგეებისთვის სალაპარაკო გააჩინა და ჩირქს ცხებენ მის ავტოკეფალიას. ამ შემთხვევაში, უკრაინაში პრობლემას ის ქმნის, რომ ერთ მხარესაა კიევის ,,ყოფილი მიტროპოლიტი’’ ფილარეტი, რომელიც ვერ ეგუება, რომ მიტროპოლიტი ეპიფანე მის გავლენისქვეშ არ ექცევა. რეალურად ,,ორხელისუფლებიანობის’’ სიტუაციაა, რაც ახალი ავტოკეფალიებისთვის დამახასიათებელია. ქართველებმა ყველაზე კარგად ვიცით, თუ როგორ აზიანებს საეკლესიო სისავსეს ,,რანგით მეორე” პირის ,,პირველობის სურვილი”, თუნდაც ეს ,,პირველი და მეორე” კირიონი და ლეონიდე იყვნენ. შორს რომ არ წავიდეთ გაგახსენებთ თუ რა ხდებოდა საქართველოში მაშინ, როდესაც 1917 წელს ავტოკეფალია გამოვაცხადეთ. (ამ პერიოდზე იმიტომაც ვსაუბრობ, რომ ვინც მიცნობ იცის ჩემი პიეტიზმი მეოცე საუკუნის სამი პატრიარქისადმი, კირიონის, ლეონიდესა და ამბროსისადმი, შესაბამისად ტენდენციურობაშიც ვერ დამდებენ ბრალს).

1917 წელს საქართველოს პატრიარქი და მცხეთის მთავარეპისკოპოსი გახდა კირიონი (1917-1918), ამავე წელს თბილელი მიტროპოლიტი და პატრიარქის მოსაყდრე გახდა ლეონიდე (შემდგომში პატრიარქი, 1918-1921). თბილელი წირავდა სიონში, მცხეთელი პატრიარქი ანჩისხატში, ნათელი იყო 2 ეპისკოპოსის ბანაკებს შორის დაპირისპირება.

Continue reading

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized