როგორ მანიპულირებს რუსეთი საქართველოზე დიპტიქის თემით

download

თუნდაც მიტროპოლიტ ალფეევის ბოლო ინტერვიუც საკმარისია იმის დასტურად, თუ როგორ მანიპულირებს ჩვენზე რუსეთი დიპტიქით. საკითხი საკმაოდ ჩახლართულია, რასაც ხალხი უმეტესწილად ვერ იგებს და ამით კრემლი კარგად სარგებლობს. შევეცადოთ მარტივი ენით გადმოვცეთ ეს ყველაფერი. რუსეთი მართლა მეექვსე ადგილზე გვიხსენიებს და კონსტანტინოპოლი მართლა მეცხრეზე. რატომ?
კვანძი N1- მეცხრეზე იმიტომ კი არ გვიხსენიებს კონსტანტინოპოლი, რომ ეს ადგილი მოგვაკუთვნა, არამედ იმიტომ, რომ ვერ გაიგო ჩვენგან რას ვითხოვთ და სანამ გამაგებინებთ რა გსურთ და რაზე დაყრდნობით, საპატრიარქოების თანრიგში ბოლო იყავითო.
კვანძი N2- რატომ ვერ გავაგებინეთ? მოკლედ, კონსტანტიოპოლს ვუმტკიცებთ, რომ ვართ უძველესი ავტოკეფალია, უძველესი საპატრიარქოთი, რომელიც 1811 წელს რუსებმა გაგვიუქმეს, ამიტომ 1990 წლის ტომოსით უძველესი ავტოკეფალია უნდა გეცნოთ და ჩვენი უძველესივე საპატრიარქო სტატუსი და მეექვსე ადგილზე უნდა დაგვსვათო. კონსტანტინოპოლი გვეკითხება, დავუშვათ გაქვთ არგუმენტები უძველესი ავტოკეფალიისა და საპატრიარქოსი, თუ იგი რუსეთმა გაგიუქმათ, გამოდის რომ მეექვსე კი არა, მეხუთე ადგილი უნდა მოითხოვოთ, თუ არ ითხოვთ მე რაღა შუაში ვარო. არიან მართლები? ვაღიაროთ რომ არიან.
N3- რუსეთისთვის სავსებით მისაღებია ჩვენი მეექვსეობა, შესაბამისად თავის გავლენის ქვეშ მყოფ ორ ეკლესიას (სერბეთსა და ბულგარეთს) ნებისმიერ დროს მხარს დააჭერინებს ამ საკითხზე, ე.ი. გადაწევს უკან. მაგრამ აქაა რუმინეთის ეკლესია, რომელიც ამბობს, თქვენ თუ იმას ვერ ბედავთ, რეალურად აღიაროთ რომ რუსეთმა წაგართვათ მეხუთე ადგილი, მე რა ვალდებული ვარ ჩემი ადგილი დაგითმოთ და თქვენს გამო უკან გადავიწიოო. მართლებიც არიან.
N4- ყველაფერი მარტივი ჩანს, აბა ჩვენი პრობლემა სადაა?ვის არ სურს ამ საკითხზე ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოეფინოს? რა თქმა უნდა რუსეთს და ამიტომაც ვართ გაურკვევლობაში. რატომ? ჩვენს ავტოკეფალიასთან დაკავშირებით არსებობს 3 მოსაზრება: A- ავტოკეფალია მეხუთე საუკუნეში მივიღეთ. B- ავტოკეფალია მეთერთმეტე საუკუნეში მივიღეთ. C- ავტოკეფალია არასდროს გვქონია, ვიყავით დამოუკიდებლები (განსხვავებაა მათში) და რეალური ავტოკეფალია მივიღეთ 1990 წელს, როდესაც კონსტანტინოპოლმა ჩვენ მიერ 1917 წელს გამოცხადებლი ავტოკეფალია აღიარა. ამ სამიდან არცერთი პოზიცია არ მოწონს რუსულ ”ძერჟავას”, ამიტომაც დღემდე ვერ გავიგეთ რა გვინდა, არც მოგვცემს უფლებას გავიგოთ სანამ მის გავლენისქვეშ ვართ. განვიხილოთ სათითაოდ თუ რატომ არ მოწონს:

A- თუ მეხუთე საუკუნეში მივიღეთ (პირადად მე ამის დამადასტურებელი ფაქტის არსებობა არ ვიცი, მაგრამ თუ დავამტკიცებთ ძალიან გამიხარდება), გამოდის რომ ბოროტმა რუსეთმა გაგვიუქმა უძვლესი ავტოკეფალია, შესაბამისად იგი ცუდია და ამიტომ მეხუთე ადგილზე უნდა დავდგეთ ჩვენ. გასაგებია რატომ არ მოწონს რუსეთს? კი ბატონო.
B- თანამედროვეობის ცოცხალი კორიფე, ვლასიოს ფიდასი, თავის წიგნსი საქართველოს ავტოკეფალიის შესახებ წერს, რომ საქართველოს ყველა პირობა და მოცემულობა ჰქონდა (ისტორიული, კანონკური, პოლიტიკური), რომ მეთერთმეტე საუკუნეში ანტიოქიისგან ავტოკეფალია მიეღო, ამ აზრზს ე.ი. ფანარიც იზიარებს, უბრალოდ მათ არ აქვთ ამის დამადასტურებელი საბუთი და თუკი ჩვენ მოვძებნით, ეს ნიშნავს რომ ბულგარეთზე, რუმინეთზე, სერბეთზე და რუსეთზე ძველი ავტოკეფალია გვაქვს, ე.ი მეხუთე ადგილზე უნდა ვიყოთ. რუსეთს ეს არ მოწონს A-ში დაფიქსირებული მიზეზის გამო.
C- გაგიკვირდებათ და არც ბოლო აზრი მოწონს, რადგან თუ ავტოკეფალია არასდროს გვქონია და კონსტანტინოპოლმა მოგვცა 1990-ში, ეს ნიშნავს რომ სავსებით სამართლიანად ვართ მეცხრე ადგილზე და შესაბამისად რუსეთი ვეღარ იმანიპულირებს ქართველებზე, რომ თვითონ კარგია, რადგან მეექვსედ გვიხსენიებს, კონსტანტინოპოლი კი ცუდია, რადგან მეცხრედ გვთვლის.
შესაბამისად ვართ ამ სამარცხვინო მდგომარეობაში, რომელიც მხოლოდ კრემლს აწყობს, არ ვიცით რა გვინდა, რას და რატომ ვითხოვთ, ამასთანავე ვერ გაგვირკვევია საერთოდ ვინ ვართ. არადა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო გვთხოვს უმარტივეს რაღაცას, ან წარმოვადგინოთ ჩვენი უძველესი ეკლესიის ავტოკეფალურობის (და არა დამოუკიდებლობის) ავტორიტეტული საბუთი (კრების ოქმი, განჩინება, ტომოსი და.ა.შ.), რადგან ამის საფუძველზე მან ჩვენ წინ მყოფი 4 ეკლესია უკან უნდა გადაწიოს, ხოლო ჩვენ უკან მდებარე 6-ს და +4 პრეზვიგენულ ეკლესიას დიპტიქი საერთოდ უნდა შეაცვლევინოს, ხოლო სანამ ამგვარ საბუთს არ მივუტანთ, იქამდე გვექნება ”ადგილმიუნიჭებელი”, ანუ მე-9 ადგილი დიპტიქში. სულ ესაა…
გურამ ლურსმანაშვილი
ათენი, 03.02.2019
Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s