უკრაინაში მსოფლიო საპატრიარქოს ეგზარხების (ლეგატები) მივლენის მიზანი და დანიშნულება

загружено (1)

1- ქართველებმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს ეგზარქოსის ”ჩამოსვლა.” როდესაც საქართველოში რუსი ეგზარქოსი ჩამოვიდა, ეს ნიშნავდა, რომ საქართველოს ეკლესია კარგავდა საკუთარი კანონიკური იურისდიქციის მართვის საშუალებას. ხოლო უკრაინაში, რომელსაც რუსეთი საკუთარ ”კანონიკურ იურისდიქციად” თვლის, მსოფლიო საპატრიარქოს ლეგატების ჩასვლა ავტომატურად ნიშნავს, რომ უკრაინის ეკლესიაზე რუსული ეკლესია კანონიერ გავლენას ვეღარ მოახდენს, ხოლო სიტუაცა განვითარდება ისე, როგორც ამას უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს და რაშიც მათ მსოფლიო საპატრიარქო დაეხმარება.
2-თვეების წინ ვწერდით, რომ უკრაინაში ავტოკეფალიას არა რომელიმე კონკრეტული საეკლესიო ფრთა (ონუფრის, ფილარეტის და.ა.შ.) მიიღებდა, არამედ მიიღებდა ამას ახალი ერთეული, რომელშიც სურვილისამებრ ყველა გაწევრიანდებოდა. სწორედ ამის გასაკეთებლად ჩავიდნენ უკრაინაში მსოფლიო საპატრიარქოს მიერ წარგზავნილი უკრაინელი ლეგატები.

3- კონკრეტულად როგორ გაგრძელდება ეს პროცესი? მოციქულთა 1, I მს. კრების მე-4 და VII მს. კრების მე-3 კანონთა საფუძველზე, ახალი ეპისკოპოსის კურთხევისთვის სამი ეპისკოპოსია საჭირო, ჩავთვალოთ რომ უკრაინაში ორი უკვე მიავლინეს, ხოლო მესამე იმიტომ კი არაა მათში, რომ ასეთი ადამიანი ვერ მოიძებნა, არამედ იმიტომ, რომ მესამე ადამიანი თავად უკრაინაში უნდა ”დახვდეთ.” მას შემდეგ რაც უკრაინაში ”მინიმუმ სამი ეპისკოპოსი” შეიკრიბება (რომლებსაც ხალხისა და ხელისუფლებისა და მსოფლიო საპატრიარქოს მანდატი აქვთ), ისინი, უკვე სინოდის (ე.ი. კრების) სახელით მიმართავენ საკუთარ დედაეკლესიას (მსოფლიო საპატრიარქოს) ავტოკეფალიის ტომოსის მიღების თაობაზე.
4-მსოფლიო საპატრიარქოში შეიკრიბება ”ენდიმუსა კრება”. (სახელი საპატრიარქო კრებების ამ სახეობას შეესაბამება მართლმადიდებლურ ავტოკეფალურ ეკლესიათა ხანგრძლივი, გრძელვადიანი კრებები. ეს კრებები შეიძლება დახასიათდეს როგორც მმართველობითი სინოდები, რადგანაც ისინი შეადგენენ ცალკეულ ეკლესიათა მმართველობრივ კრებით ორგანოებს.), რომელიც განიხილავს და მიანიჭებს მათ ავტოკეფალიას, რამდენადაც მათ აქვთ უკრაინელი მოსახლეობისა და უკრაინის კანონიერი ხელისუფლების მანდატი, ხოლო საკუთრივ მსოფლიო საპატრიარქო ამ შემთხვეაში უფლებამოსილია იქნება საკუთარ ”შვილ ეკლესიას” ავტოკეფალია მიანიჭოს.
5-ზემოაღნიშნულ საეკლესიო სუბიექტში შესვლის პროცედურა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ შევა მასში. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ: თუ ვინმე ონუფრის ერთეულიდან გადაწყვეტს შესვლას, ”სიტყვიერი თანხმობაც” საკმარისი იქნება, თუკი ფილარეტი ან საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი სასულიერო პირი გადაწყვეტს შესვლას, იგი შევა იმ ”მარტივი პროცედურით”, როგორც ეკლესია განხეთქილებაში (არასარწმუნოებრივი და დოგმატური კუთხით) მყოფ სასულიერო პირს იღებს. ხოლო თუკი გრეკო-კათოლიკეთაგან, ან დარჩენილი მცირერიცხოვანი საეკლესიო ერთეულიდან ვინმე შესვლას გადაწყვეტს, შევა ისე, როგორც საეკლესიო კანონები კათოლიკის მიღებას ითვალისწინებენ.
6-ვინ იქნება ეკლესიის ხელმძღვანელი? ეკლესიის ხელმძღვანელის შერჩევაზე სრული უფლებამოსილება ექნება იმ საეკლესიო კრებას, რომელიც უკრაინელების, უკრაინის კანონიერი ხელისუფლების და მსოფლიო საპატრიარქოს (დედაეკლესიის) მიერ იქნება ლეგიტიმირებული. არსებობს ორი ვარიანტი, შეიძლება როგორც ალბანელებმა, უკრაინელებმაც მოითხოვონ, რომ შექმნილი მძიმე სტუაციის გამო თავად მსოფლიო საპატრიარქომ მიავლინოს საკუთარი გამოცდილი წარმომადგენელი, რომელიც მიმდინარე საეკლესიო პრობლემების მოგვარებისა და საეკლესიო სისავსის გაძლიერების პროცესებში ჩაერთვება (ეს ნაკლებადსავარაუდოა), ან მოითხოვოს მს. საპატრიარქოსგან რომ ცნონ კანონიერი სინოდის მიერ გამორჩეული კანდიდატი (რაც უფრო მეტად სავარაუდოა).
7- სად წავლენ სხვა ერთეულები? არსადაც არ წავლენ, ან დაუჭერენ მხარს კონსტანტინოპოლის დედაეკლესიის გადაწყვეტილებას, (რომელსაც დროთა განმავლობაში, საეკლესიო სისავსეში დარჩენილი ყველა ეკლესია, ენდომებათ თუ არ ენდომებათ მაინც აღიარებენ), ან იქნებიან ლეგიტიმურ სქიზმაში და მსოფლიოს არცერთ ეკლესიას (სქიზმატების გარდა), მათთან ევქარისტიული კავშირი არ ექნებათ.
8- ღმერთმა დალოცოს უკრაინა!

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s