უკრაინის ავტკეფალიისკენ განვლილი გზა და დარჩენილი ნაბიჯები

უკრაინის-ავტოკეფალია

1-ეროვნული სახელმწიფოს საზღვრებში ავტოკეფალიის მინიჭება მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს შეუძლია, მაგრამ ამისთვის საჭიროა ამ სახელმწიფოს მოსახლეობისა და ხელისუფლების მზაობა. უკრაინის შემთხვევაში ეს პროცესები პრეზიდენტ იუშენკოს დროს დაიწყო, ლოგიკურიც იყო, რომ რუსეთისგან პოლიტიკურად განთავისუფლებულმა უკრაინელმა ხალხმა და ხელისუფლებამ, ეკლესიის დამოუკიდებლობაც მოითხოვა. ეს პროცესი საკმაოდ რთული და გრძელვადიანია (მაგ. საქართველოს შემთხვევაში მას 73 წელი დაჭირდა), უკრაინაში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ იანუკოვიჩის მთავრობამ ეს პროცესები რა თქმა უნდა მაქსიმალურად შეანელა და უკან წასწია. პროცესი განახლდა პოროშენკოს პრეზიდენტობისას და მნიშვნელოვან წინსვლასაც მიაღწია.

2- უკრაინის რადაში მოსახლეობის მხრიდან პეტიცია შევიდა, ათი ათასობით უკრაინელი ქვეყნის ხელმძღვანელობას ავტოკეფალიის მიღების პროცესში დახმარებას სთხოვდა, რადამ იმსჯელა საკითხზე, დადებითად გადაწყვიტა იგი და ეს გადაწყვეტილება თავად პოროშენკომ აცნობა ფანარში მსოფლიო საპატრიარქოს, რაც საკმარისი აღმოჩნდა ამ უპირატესი საყდრისთვის, რომ საკუთარი მოქმედებები დაეწყო.

3-მსოფლიო საპატრიარქომ ყველა და ეკლესიას გაუგზავნა საკითხის შესახებ წინასწარი მიმოხილვა, შექმნა კომისია გალიის (საფრანგეთი) მიტროპოლიტ ემანუელისა და სმირნის ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით, რომლებიც თითოეულ ეკლესიას ეწვიენ. არასწორია აზრი, რომ აღნიშნული კომისია, რომელიმე ეკლესიის წმინდა სინოდის ”დაყოლიებას” ცდილობდა, რომ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე კონსტანტინოპოლის ეკლესიისთვის მხარი დაეჭირათ, არა, კონსტანტინოპოლის მს. საპატრიარქოს, უკრაინის დედაეკლესიას, ისტორიას, ტრადიციასა და კანონიკურ სამართალზე დაყრდნობით, არ სჭირდება რომელიმე ეკლესიის თანხმობა, რომ ეროვნული სახელმწიფოს საზღვრებში არსებულ ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭოს, უბრალოდ, მს. საპატრიარქო პატივს სცემს ყველა და ეკლესიას და შესაბამისად თითოეულს პირადად გააცნო საკუთრი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით (ე.ი. ჩვენ ვაპირებთ მოვიქცეთ ასე, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია).

4- კომისიის მუშაობის დასასრულს, მსოფლიო საპატრიარქომ გაფართოებული სინაქსისის მოწვევა გადაწყვიტა (უკანასკნელი გაიმართა 2015 წელს, კრეტის კრების წინ), რომელზეც მსოფლიო საპატრიარქოს სისავსეს საკითხი უნდა განეხილა.

5- იცოდა რა რუსეთის ეკლესიამ ყოველივე ზემოაღნიშნული, გადაწყვიტა, რომ სინაქსისის დაწყების წინა დღეს, თავად უნეტარესი კირილი საკუთარი დელეგაციითურთ წვეოდა მსოფლიო საპატრირქოს და ამ უკანასკნელის დამოკიდებულება უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეეცვალა.

6- მსოფლიო და რუსეთის პატრიარქების შეხვედრა (ესწრებოდნენ მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი და გალიის მიტროპოლიტი ემანუელი) დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა. რუსეთის პატრიარქმა წინადადება წამოაყენა, რომ ახალი და ორმხრივი კომისია შეედგინათ, რომელიც უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭებაზე იმსჯელებდა. მსოფლიო პატრიარქმა გულდასმით მოუსმინა უნეტარეს კირილს და უთხრა, რომ დიალოგის დრო დასრულებულია (მინიშნება კრეტის 2016 წლის კრებაზე, სადაც რუსეთი არც თავად ჩავიდა და ამასთანავე შეეცადა, რომ საკუთრი გავლენის ქვეშ მყოფ ეკლესიებს კრების ბოიკოტი გამოეცხადებინათ), კომისიას უკვე ყველაფერი დეტალურად აქვს შესწავლილი (იგულისხმება გალიისა და სმირნის ეპისკოპოსებისგან შემდგარი) ამ კომისიისგან ძალიან კარგადაა ინფორმირებული ადგილობრივ ეკლესიებში სიტუაციის შესახებ, იცის უკრაინელი ხალხისა და ხელისუფლების განწყობა, გადაწყვეტილების მონახაზი უკვე აქვს და შესაბამისად გადაწყვეტილებას თავად მს. საპატრიარქო მიიღებს, რუსული მხარის ჩარევის გარეშე. გარკვეული ინფორმაციებით მს. პატრიარქმა ასევე დასძინა, რომ არ ეშინია არც ჯარის, არც ფულის, არც არაფრის, გარდა ღმერთისა.

7-მსოფლიო პატრიარქმა, პატივს სცემს და მიყვება რა სინოდალურ პრინციპს, ყველა ეს ინფორმაცია პირადად გააცნო სინაქსისზე შეკრებილ მსოფლიო საპატრიარქოს ეკლესიის იერარქებს, რომლებიც სამი დღის განმავლობაში დეტალურად მსჯელობდნენ უკრაინის ეკლესიის შესახებ. აქვე დავძენთ, რომ უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებას ერთადერთი მიზეზი აქვს, რომ გააერთიანოს მინიმუმ ორი დომონანტური ფრთა (ონუფრისა და ფილარეტის ‘’მომხრეები’’) და ასევე შეეცადოს დაიახლოვოს უკრაინაში არსებული სხვა მართლმადიდებლური ერთეულები. მს. საპატრიარქო ამ გადაწყვეტილებით არავისზე არც ჯავრის ამოყრას და არც ვინმესთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას არ აპირებს.

8-ჩვენი ინფორმაციით, სინაქსისმა მოისმინა საკთხის ირგვლივ არსებული დეტალები და წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი დაუჭირა.

რა პროცესია დარჩენილი ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭებამდე

1-ჩვენი ინფორმაციით, ტომოსის სამუშაო ვარიანტი მზადაა, დასასრულებელი და დასაზუსტებელია ის მცირე დეტალები, რომლებიც მაქსმალურად დელიკატურად უნდა ჩაიწერონ, რათა უკრაინაში დაქსაქსული მორწმუნეების გაერთიანებას და არა უფრო მეტად განყოფას შეუწყოს ხელი. ამ ყველაფრისა და კიდევ მცირე პროცედურული წვრილმანების მოგვარებას სავარაუდოდ ორ თვემდე დაჭირდება, რის შემდეგაც (თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა), ავტოკეფალიის ტომოსი გამოცხადდება.

პ.ს. მსოფლიო საპატრიარქო გეგმაზომიერი გრაფიკითა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება იმ თითოეულ პროცედურულ ნიუანსს, რაც უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვისაა აუცილებელი. ვიმედოვნებთ, რომ გარეშე ძალების ჩარევის მიუხედავად პროცესი არ შენელდება და რამდენიმე თვეში ახალი, დამოუკიდებელი ეკლესია შეემატება მართლმადიდებლურ სამყაროს, ისევე როგორც, რუსეთის პროტესტის მიუხედავად რამდენიმე წლის წინ ფინეთისა და ესტონეთის ეკლესიები შეგვემატა.

03.09.2018, ათენი

გურამ ლურსმანაშვილი

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s