2008 წლის გმირებისადმი უმადურობა

загружено

იმდენი ვიღაცის პოსტში შევხვდი 2008 წლის ქართველ ბიჭებზე დამცინავ, უპატივცემულო და მოღალატურ საუბარს, რომ სათითაოდ ვეღარ დავაკომენტარებ და ჩემ პოსტში ერთიანად ვიტყვი.

1- აგვისტოს ომის აფხაზეთის ომის ხანგრძლივობასთან შედარება არის აბსოლუტური სისულელე, იმიტომ რომ 2008-ში ვიღაც დაქირავებულ ჩრდილო კავკასიელებს კი არა რუსეთის 58-ე არმიას ვებრძოდით.

2- არ შეიძლება ქართულ ავიაციაზე ისეთი კომენტარების წერა, როგორსაც ვხვდებით, თითქოს არ აფრენილან, არც უმუშავიათ, შეეშინდათ და.ა.შ. ამის დამწერებმა ალბათ არ იციან, რომ 8 აგვისტოს ქართულმა სუ 25-ებმა ჯავასთან რუსული კოლონა დაბომბეს, იგივეს თქმა შეგვიძლია მი 24-ებზე. მოკლედ, სანამ აფრენა შეეძლოთ თავი არ დაუზოგავთ საჰაერო ძალებს, და როდესაც ასაფრენი ბილიკები დაიბომბა საიდან აფრინდებოდნენ შეგიძლიათ გვითხრათ?

3- მოღალატურია ნებისმიერი განცხადება, რომელიც ქართული საჰაერო თავდაცვის ,,უუნარობის” შესახებ იქნება მიმართული, იმიტომ რომ ამ მებრძოლებმა იმ საბრძოლო არსენალის პირობებში შეუძლებელი შეძლეს და სანამ საზენიტოებს მუშაობა შეეძლოთ ღრუსი ოკუპანტები არ გაახარეს. 2008 წელს ქართველმა მეზენიტეებმა გრომებით (არც მეტი და არც ნაკლები) ჩამოაგდეს 10 რუსული სუ-25 მოიერიშე და დააზიანეს 4 ცალი სუ-24. ცილისწამებათა დამწერებმა ალბათ არ იციან, რომ 8 აგვისტო მსოფლიო ავიაციის ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევაა, როდესაც ქართველებმა ბუკ მ1 ტიპის მობილური საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული მართვადი საზენიტო რაკეტით ქარელის რაიონში ჩამოაგდეს 50-60 მილიონის ღირებულების ТУ-22М3, რომლის ეკიპაჟიდან 2 დაიღუპა, 1 დაიკარგა, მაიორი მალკოვი კი ტყვედ ჩავარდა.

4- ამ ხალხმა ალბათ არ იცის სამხედრო პოლიციის (და ზოგადად პოლიციის) ქვედანაყოფების ბრძოლის შედეგები, ხშირად უდანაკარგოდ რომ ანადგურებდნენ რუსულ-ოსურ პოზიციებს, ომის პერიოდში 1 ბრძოლაც რომ არ წაუგიათ და ყველა საბრძოლო დავალებას რომ თავი წარმატებით გაართვეს.

5-ამ მოღალატე ყორღანაშვილებმა ალბათ არ იციან ქართული სპეცდანიშნულების რაზმების ენითგამოუთქმელი პროფესიონალიზმისა და გმირობის მაგალითები, რომელზეც დღესაც ლეგენდებს ყვებიან ღრუსები.

6-ჩვენმა დაუნახავმა თანამემამულეებმა ალბათ არ იციან ქართული დაზვერვის შესახებ, რომლის ბიჭებიც ხშირად სიცოცხლის ფასად აძლევდნენ ქართველ არტილერიას მოწინააღმდეგის პოზიციებს და გადაადგილების ზუსტ კოორდინატებს.

7-ამ ვაიქართველებმა ალბათ არ იციან ქართული არტილერიის მუშაობის შესახებ, რას აკეთებდნენ ბმ-21-ები, რმ-70-ები, და.ა.შ. რამდენი დღით შეაჩერეს რუსული კოლონის შემოსვლა და ზოგადად რა უქნეს ოკუპანტებს.

8-ქართველმა რუსოფილებმა ალბათ არ იციან რა მოუვიდა 9 აგვისტოს 58-ე არმიის სამხედრო კოლონას და გენერალ ხრულოვს, რას ყვებიან ჩვენს ბიჭებზე აბრაამ შმულევიჩი, კამსამოლსკაია პრავდას ჟურნალისტი ალექსანდრეკოცი, ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური გრიგორი ხარიტონოვი, ანატოლი ნოგოვიცინი, კლინჩევიცი და.ა.შ.

9-ამ ხალხმა ალბათ არ იციან რომ დღე 11 აგვისტოა, სწორედ ამ დღეს შინდისთან, მსუბუქად სეიარაღებულმა 17-მა ქართველმა ,,მზვერავმა’’ ენით აღუწერელი წინააღმდეგობა გაუწია დამპყრობლებს და სანამ ტყვია-წამალი ჰქონდათ სულ ვაი-დედა აძახებინეს, ცოცხლები მტერს მაინც არ ჩაბარდნენ და თავი აიფეთქეს.

გმირობათა კიდევ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება ანწუხელიძესა თუ უცნობებზე დაწერილი, მაგრამ ერთი რაღაც მაინტერესებს, ამ პატარა ერში ამდენი მოღალატე და უმადური ადამიანი რატომ ცხოვრობს? დღემდე რომ ვერ არჩევენ ერთმანეთისგან მტერს და მოყვარეს? ან უფრო მეტი რა უნდა გააკეთოს რუსეთა რომ მტერი დაარქვან?

11.08.2017

გ.ლ.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s