Daily Archives: აგვისტო 11, 2017

2008 წლის გმირებისადმი უმადურობა

загружено

იმდენი ვიღაცის პოსტში შევხვდი 2008 წლის ქართველ ბიჭებზე დამცინავ, უპატივცემულო და მოღალატურ საუბარს, რომ სათითაოდ ვეღარ დავაკომენტარებ და ჩემ პოსტში ერთიანად ვიტყვი.

1- აგვისტოს ომის აფხაზეთის ომის ხანგრძლივობასთან შედარება არის აბსოლუტური სისულელე, იმიტომ რომ 2008-ში ვიღაც დაქირავებულ ჩრდილო კავკასიელებს კი არა რუსეთის 58-ე არმიას ვებრძოდით.

2- არ შეიძლება ქართულ ავიაციაზე ისეთი კომენტარების წერა, როგორსაც ვხვდებით, თითქოს არ აფრენილან, არც უმუშავიათ, შეეშინდათ და.ა.შ. ამის დამწერებმა ალბათ არ იციან, რომ 8 აგვისტოს ქართულმა სუ 25-ებმა ჯავასთან რუსული კოლონა დაბომბეს, იგივეს თქმა შეგვიძლია მი 24-ებზე. მოკლედ, სანამ აფრენა შეეძლოთ თავი არ დაუზოგავთ საჰაერო ძალებს, და როდესაც ასაფრენი ბილიკები დაიბომბა საიდან აფრინდებოდნენ შეგიძლიათ გვითხრათ?

3- მოღალატურია ნებისმიერი განცხადება, რომელიც ქართული საჰაერო თავდაცვის ,,უუნარობის” შესახებ იქნება მიმართული, იმიტომ რომ ამ მებრძოლებმა იმ საბრძოლო არსენალის პირობებში შეუძლებელი შეძლეს და სანამ საზენიტოებს მუშაობა შეეძლოთ ღრუსი ოკუპანტები არ გაახარეს. 2008 წელს ქართველმა მეზენიტეებმა გრომებით (არც მეტი და არც ნაკლები) ჩამოაგდეს 10 რუსული სუ-25 მოიერიშე და დააზიანეს 4 ცალი სუ-24. ცილისწამებათა დამწერებმა ალბათ არ იციან, რომ 8 აგვისტო მსოფლიო ავიაციის ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევაა, როდესაც ქართველებმა ბუკ მ1 ტიპის მობილური საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული მართვადი საზენიტო რაკეტით ქარელის რაიონში ჩამოაგდეს 50-60 მილიონის ღირებულების ТУ-22М3, რომლის ეკიპაჟიდან 2 დაიღუპა, 1 დაიკარგა, მაიორი მალკოვი კი ტყვედ ჩავარდა.

Continue reading

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა