დავით აღმაშენებელი და მუსლიმი მიგრანტები საქართველოში

загружено

(მოკლე მიმოხილვა)

გასული საუკუნის მიწურულს მოპოვებული დამოუკიდებლობა, ჩვენი დროის უდავოდ უდიდესი მონაპოვარია, მაგრამ ორმაგად სამწუხაროა, რომ ამ განძთან ერთად შევითვისეთ ის ურა-პატრიოტიზმი, შოვინიზმი, ქსენოფობია და რასიზმი, რომლის შედეგებსაც დღესაც ვიმკით და რაც კარგად ვიხილეთ ახლახანს ჩატარებულ მარშზე თუ აღლუმზე. ორმაგად უფრო სამწუხაროა, როდესაც აბო თბილელის, შუშანიკის, ასურელი მამების და.ა.შ. ქვეყანა, მუსლიმი მიგრანტების წინააღმდეგ გამოდის, ამ ყველაფერს წინ ,,დავით აღმაშენებლის ხატი’’ და დიდგორის საქართველოს მოტივები ,,მოუძღვის,’’ ხოლო ეს ყველაფერი იმით ,,პრავდება’’ რომ არალეგალ მიგრანტებს ვებრძვით კაცოო…. ქართველი ლეგალებისა თუ არალეგალი მიგრანტების პატრონები ვამბობთ ამას….

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოდით იმ ისტორიკოსებს გადავხედოთ, ვინც დავითის დროს ცხოვრობდა და მის მოღვაწეობას აღწერდა.  დავიწყოთ „თარიხ მაიაფარიკინის“   არაბი ავტორით- აჰმად იბნ იუსუფ იბნ ალი ალ-ფარიკით: ,,მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისი საქართველოს შემოუერთა, მაშინვე გასცა ბრძანება მუსლიმთა რელიგიის ხელშეუხებლობის შესახებ. უფრო მეტიც, გარკვეული პრივილეგიები მიანიჭა მათ. ასე მაგალითად… ქალაქის იმ ნაწილში, სადაც მუსლიმები ცხოვრობდნენ, არავის ჰყოლოდა ღორი და არავის დაეკლა იგი მათ შორის, მან (დავითმა) მოჭრა მათთვის მონეტა (ფული) ხალიფისა და სულტანის სახელით: და მისცა მათ უფლება აზანისა (ლოცვაზე მოწოდებისა) და თავისუფლად ლოცვისა. დაუდო მათ პირობა აგრეთვე, რომ არც ქართველი, არც ებრაელი და არც სომეხი არ შევიდოდა ისმაილის (მუსლიმების) აბანოში, და რომ პარასკევ დღეს მინბარიდან ილოცავდნენ ხალიფასა და სულტნისათვის და არა მისთვის (დავითისთვის). იგი კეთილად ეპყრობოდა მუსლიმანებს, მათ სარწმუნოებას, მეცნიერებას, ხალხსა და სუფიებს.’’

            იგივე ისტორიკოსი გადმოგვცემს: ,,დავით აღმაშენებელმა ისინი (მუსლიმები) ერთი წლით გაათავისუფლა სხვადასხვა გადასახადებისგან. სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ ყოველწლიურად გადასახადი თითოეული მუსლიმანისთვის სამ დინარს შეადგენდა, მაშინ როცა თვით ქართველები უფრო მეტს იხდიდნენ. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ამგვარი დამოკიდებულება მაჰმადიანი მოსახლეობისადმი დაცული იყო დავით აღმაშენებლის შემდგომ დემეტრე  I-ის დროსაც.’’ გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ რომ ეს ის ალ-ფარიკია დარწმუნებით რომ გადმოგვცემს პირადად ვნახე მეჩეთში დემეტრე I, რომელმაც ლოცვის მოსმენის შემდეგ 200 ოქროს დინარი შესწირაო.

ახლა მეორე არაბ ისტორიკოსს მოვუსმინოთ, კაცს რომელმაც დაწერა- „ეპოქის სარკე გამოჩენილ პირთა ისტორიის მიხედვით,“ ე.ი იბნ-ალ-ჯაუზს: ,,დავით აღმაშენებელი თავის შვილთან, დემეტრესთან ერთად პარასკევობით მეჩეთში დადიოდა, ლოცვას ესწრებოდა და წასვლისას დიდძალ ფულს სწირავდა.’’ 

თუ საჭიროა მუჰამედ ალჰამავისაც მოვიშველიებთ, რომელიც ამბობს: ,,დავით აღმაშენებელი ისლამის დიდი მცოდნე იყო და განსჯის ყადს ხშირად იმაზეც კი ეკამათებოდა, ყურანი როგორ და საიდან წარმოსდგაო.’’

ცალკე საბრის თემაა დავითის ისტორიკოსისვე თქმული: ,,ყივჩაყნი დააყენა ადგილთა მათ მარჯუეთა დედა-წულითა მათითა, რომელთა თანა წყობად განმავალი რჩეული ორმოცი ათასი.” მოკლედ კიდევ შეიძლება საუბრის გაგრძელება, მაგრამ როგორც წესი ვრცელი სტატიები ნაკლებად იკითხება, ამიტომ აქ შევჩერდეთ. ის კი ნუ დაგვავიწყდება, რომ კრიმინალს ეროვნება არ აქვს, ეროვნულობას ურაპატრიოტიზმთან, შოვინიზმთან თუ ქსენოფობიასთან კავშირი არ აქვს, ხოლო ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო, მაქსიმალურად უნდა შეეცადოს უცხოელი ინვესტორების მოზიდვას, თუ ოდნავ უკეთესი ცხოვრების სურვილი მაინც გვაქვს. თვენი ნებაა ვინ ჩაატარებს პარადებს თუ მარშებს, მაგრამ დავით აღმაშენებლის სახელის ხსენებისას, ნუ გვავიწყდებათ რომ ვიღაც ურა- პატრიოტ, შოვინისტ დ ბნელ მეფეზე მეფეზე კი არა, ეკლესიის რეფორმატორზე, ქვეყანაში თეოლოგიისა და მეცნიერების დამსაძირკვლებელზე, უცხოური ინვესტიციების მომზიდავზე, განმათლებელზე, ტოლერანტზე, ზოგადად- მულტიკულტურიზმზე, სტუმართმოყვარეობაზე, სამშობლოს უანგარო სიყვარულზე და.ა.შ. ვსაუბრობთ.

გურამ ლურსმანაშვილი

18.07.2017

საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტომი II, მთავარი რედაქტორი მარიამ ლორთქიფანიძე, თბილისი, 2012

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა, Uncategorized

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s