საქართველოს რუსეთთან დიალოგის მოკლე ისტორია

Matson

(ანუ- ჩვენ მზად ვართ წავიდეთ მოსკოვში?! )

          მაშინ როდესაც ქართველი პარლამენტარები მოსკოვში ჩადიან დიალოგისთვის, ჩვენი საზოგადოების ნაწილი უცხოელების საწინააღმდეგო  მარშს აწყობს,  მეორე ნაწილი რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე, ურთიერთობების დაბობაზე ხოლო საბოლოო ჯამში ყველა ესენი- ,,უბლოკო სტატუსზე’’ ერთიანდებიან, მოდით უბრალოდ თვალი გადავავლოთ საქართველო-რუსეთის ,,დიალოგის’’ ისტორიას.

            საუბარი დავიწყოთ 1561 წლით, როდესაც კახეთის მეფე ლევანმა მოსკოვში გააგზავნა წერილი დახმარების თაობაზე. 1562-1563 წლებში რუსეთის მეფე ივანე IV-მ უკვე ჯარი გამოაგზავნა, თავისი სიმამრის, ჩერქეზთა მთავრის, თემურყვას დასახმარებლად  ამ ჯარის მცირე ნაწილი ჩადგა კახეთის სანაპირო ციხეებში შამხალის მხრიდან თავდასხმების მოსგერიებლად, თუმცა მალევე უკან, დიდ რუსეთში დაბრუნდა.

     ამის შემდეგ ალექსანდრე II-ს ჯერია, რომელმაც რა არ იღონა ,,ერთმორწმუნე მეზობელთან,’’ გაიცვალა ელჩობა ორ სამეფოს შორის, 1587 წლის 28 სექტემბერს მეფემ თავისი შვილებითა და დარბაისლებით მოსკოვის მეფის ხელდებულობის ფიცი მიიღო, 1589 წელს რუსეთის მეფე თევდორემ გამოუგზავნა ,,წყალობის სიგელი,’’  რომ რუსეთის მეფე კახეთის სამეფოს თავის მფარველობაში იღებდა და კისრულობდა კახეთის დაცვას საგარეო მტრებისგან, მალევე გამოჩნდა შაჰ-აბას I, რომლისგან ისე დაიცვა საქართველომ რუსეთის დახმარებით თავი როგორც…

          ახლა უკვე ქართლ-კახეთის მეფეებს, თეიმურაზსა და ერეკლეს მივადექით, რომლებმაც 1752 წლის  მაისში  რუსეთში ელჩობა გააგზავნეს ლეკებისგან თავდასაცავად და ქართლ-კახეთის სამეფოს გაერთიანების ოფიციალურ, იურიდიულ ცნობას, მაგრამ როგორც წინა ასევე მომდევნო მცდელობები, ესეც უშედეგოდ დასრულდა.

       მეტად საინტერესოა თემურაზის მეორე ელჩობა, მოხუცი მეფე 8 თვის მანძილზე იმყოფებოდა რუსეთში, უდრდტვინველად იტანდა ყველაფერს, იმედს არ კარგავდა რომ დიდი რუსეთი ერთმორწმუნე ძმას დაეხმარებოდა, მაგრამ ახალმა იმპერატორმა პეტრე III-მ სასტიკი დამამცირებელი უარი უთხრა დახმარებაზე ქართველ მთავარს, რაც მოხუცმა მეფემ ვერ გადაიტანა და  1762 წლის 8 იანვარს სული განუტევა. 376

            აღმოსავლეთ საქართველოს არც დასავლეთი ჩამორჩა, 1768 წელს იმერლები ელჩობას აგზავნიან რუსეთში დასახმარებლად მაქსიმე ქუთათელის მეთაურობით. ამ დროს რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ ერთგვარ ,,ჯვაროსნულ ომს’’ ამზადებდა რაშიც ქართველების გამოყენებას აპირებდნენ და საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს კიდეც.

        1769 წლის მარტს მივადექით,  როდესაც რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში შემოვიდა, შეხვდა სოლომონსა და ერეკლეს, ერეკლემ 5-7 პოლკის შემოშვება ითხოვა, 1769 წლის აგვისტოში საქართველოში გენერალ ტოტლებენის რაზმი შემოვიდა 480 კაცით, რომელმაც ,,აგვაყვავა და დაგვიცვა.’’ რის ასოციაციას იწვევს რუსი გენერალი საქართველოს ისტორიისთვის? ასპინძის ბრძოლის, ღალატის, შიდაპოლიტიკური ვითარების არევის და.ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი როდია,   ტოტლებენი რეპუტაციის აღსადგენად და სამეფო კარის გულის მოსაგებად, ერეკლესი წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება. დაუკავშირდა ოპოზიციონერ თავადებს და მეფის წინააღმდეგ აჯანყების ორგანიზება დაიწყო. ამასთან ქართული ციხე-ქალაქების დაკავებას და მოსახლეობის რუსეთის იმპერატრის ერთგულებაზე დაფიცებას შეუდგა. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა შეეწინააღმდეგა პატარა კახი, რაც ,,ერთმორწმუნე მეზობელმა’’ მწარედ ანანა, რასაც 1722 წლის რუსეთში ელჩობის დროს შევხვდით, ერეკლეს ტოტლებენის საწინააღმდეგო ღონისძიებები ,,მოწყალე იმპერატორისადმი’’ უმადურებად და მოღალატურ საქციელად ჩაუთვალეს და ასაკისა თუ ღირსების შეუფერებლად დატუქსეს.გადის დრო და ქართლ-კახეთის მეფემ რუსეთის მფარველობაში მიღება ითხოვს: ,,ყოველნი ჩემნი შთამომავალნი რუსეთის მონარხის ერთგულნი მონანი და მოსამსახურენი იყვნენ.’’  აგიხდეთ ყველაფერი…

1783 წლის 24 ივლისს უკვე ტრაქტატი ,,ვიზეიმეთ.’’ ჩვენს მღვდელთმთავარს ეგონა ეშველა და დამაფასებენ ერთმორწმუნე ძმებიო, მაგრამ ეგღა აკლდათ…. რუსული ეკლესიის იერარქიაში მას IV ხარისხი მინიჭეს, ხოლო რატიფიცირებულ ტექსტში კი VIII.

            გადის დრო, კრწანისის ბრძოლა წავაგეთ, სპარსელთა ლაშქარმაც იჯლიგინა თბილისი და წავიდა, სამეფო დემორალიზებულია და.ა.შ. რა ქნა ჩვენმა მფარველმა? რუსეთის გამიზნული პოლიტიკის წარმატებული განხორციელება იყო იმის მიზეზი, რომ საქართველოს წინააღმდეგ განეწყო და დაირაზმა თითქმის ყველა მეზობელი. რუსეთმა წარმატებით შეასრულა ის, რასაც გეგმავდა. იგი თავისი პოლიტიკის გამარჯვებას ზეიმობდა, რადგან, ხელისგაუსვრელად ქართლ-კახეთის სამეფო დაცემის პირას მიიყვანა და მცირეოდენი ძალისხმევა სჭირდებოდა, რათა იგი საბოლოოდ განადგურებულიყო. ამასაც მალე მიიღებს…

       გაჩანაგებულ ქვეყანას ,,მოკავშირე ძმა’’ არათუ თავად არ ეხმარებოდა, არამედ სხვებისგან დახმარებასაც უკრძალავდა: ,,ყველანაირად შეეცადეთ, რომ მან ეს სესხი სხვისგან არ მიიღოს; დააიმედეთ, რომ რუსეთიყველაფერს გააკეთებს მის სასარგებლოდ’’- ავალებდნენ რუსი ხელისუფალნი რიმსკის- კორსაკოვს, რომელიც 1796 წელს განჯისკენ მიემართებოა.

          გადის დრო და ახალი მეფე გვყავს- ზაქიჭამია, საქართველოს ,,სულიერ შრეემბში’’ თქვენ წარმოიდგინეთ და ამართლებენ ხოლმე მის ქმედებეს და მის მიერ დაქცეულ ქვეყანას- ამ ყველაფერს სულიერი მძღვრის კურთხევით აკეთებდა, ემორჩილებოდა და რა ექნაო… ხოდა ამ მორჩილებასა და სამკურნალო ზაქის ჭამაში იყო, როდესაც  1799 წელს მეფე გიორგი XII-მ თავის ელჩს რუსეთთან ახალი ურთიერთობის დამყარება დაავალა, შედეგად მივიღეთ ახალი ტრაქტატი, რომლითაც საქართველო ყველა თავის სხელმწიფოებრივ პრეროგატივას ფაქტობრივად კარგავდა, იტოვებდა მხოლოდ სამეფო ოჯახის მატერიალური და მორალური ამბიციების ზოგიერთ კომპონენტს. მაგრამ მთავარია მეფე ხომ გვერქვა და სახელმწიფოს…

       ცოტა ხანიც და საქართველოს დელეგაცია პეტერბურგშია, ითხოვენ რომ მათთვის დაენიშნათ მეფე, რომელიც საქართველოში იმპერატორის ნაცვალი იქნებოდა და საქართველოს საკითხების განხილვასი მათაც მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ უშედეგოდ. მათი აზრი არავის აინტერესებდა. როდის აინტერესებდა რუსეთს ჩვენი აზრი? ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ 1802 წლის 12 აპრილს ალექსანდრე I ის მანიფესტი თბილისში გამოქვეყნდა და…

         ვიცი თქვენც ბევრ ,,პრადვინუტს’’ იცნობთ, რომლებიც გეუბნებიან რომ თუ რუსეთს მოვეფერებით, ბაბას დავუძახებთ, თბილად დაველაპარაკებით, ნატსა და ევროკავშირზე უარს ვიტყვით, დაკარგულ ტერიტორიებს მოგვცემსო. არა ბატონო, მაქსიმუმ ჩვენი ფალსიფიცირებული ღვინო, ბორჯომი და პროდუქტ გავიდ-გამოვიდეს და 37 ლარად რუს ქალებს დავაცხრეთ, არანაერ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებს. არ გჯერათ? ისტორია წავიკითხოთ…

         მოკლედ, მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობის გამო, 1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთის ხელისუფლების შეთანხმებით, ხოლო 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებით, თურქეთს გადაეცა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი (მაჭახელა, ბორჩხა, მაკრიალი), 936, 15 კვკმ-მდე; ართვინის ოლქი- 3384, 82 კვკმ და არდაგანის ოლქი 5644, 74 კვკმ ტერიტორია.

   მარტო თურქეთს? არა ბატონო. ამ წელსვე აზერბაიჯანის სს რესპუბლიკას ზაქათალის ოკრუგის (რომლის ტერიტორია 3993, 89 კვკმ-ს ხოლო, მისი მოსახლეობა კი 92668 სულს შეადგენდა) გარდა, გადაეცა თბილისის მაზრის გარეჯის ველი, ქვემო ყარაიაზის სექტორი- 658, 59 კვკმ და სიღნაღის მაზრის ელდარის  ველი- 546, 69 კვკმ.

   ჩვენს საყვარელ სომხებს ხომ არ ვატკენდით გულს და 1921 წლის 7 ივლისს, იოსებ სტალინის მონაწილეობით რკპ(ბ) კავბიურომ საქართველოსა და სომხეთის საკითხი განიხილა და დაადგინა, რომ ლორეს ყოფილი ნეიტრალური ზონა შეერთებოდა სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკას, 236, 41 კვკმ.

            ეს იყო ჩვენი ტერიტორიული სასჯელი დამოუკიდებლობისთვის და 70 წლის მანძილზე ჩვენზე ერთგული ქვეშევრდომი ალბათ არც ყოლია რუსეთს, მაგრამ დაგვიბრუნა ეს ტერიტორიები? არა ბატონო და არც დაგვიბრუნებს, რადგან მუდამ გვახსოვდეს რომ მისგან დამოუკიდებლობის უფლება არ გვაქვს, მაგრამ ეს დავივიწყეთ 1990- იანებში. შედეგი? აფხაზეთი და ოსეთი წაგვართვა და როგორც არ უნდა მოვეფეროთ, რაც არ უნდა გავუკეთოთ, არასდროს დაგვიბრუნებს, პრინციპი აქვს ასეთი და მორჩა.

            ხოდა მარშებზე რომ გამოვალთ პრორუსული ,,უბლოკო სტატუსის მომხრეები’’- თურქეთიც ოკუპანტიაო, არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ჩვენმა სათაყვანებელმა რუსეთმა უფეშქაშა ქართველთა სისხლით მორწმული მიწები თურქეთს. დიახ ბატონო, სწორედ რუსეთია ის ერთადერთი და უმთავრესი პრობლემა, რომელიც გვაწუხებს (თუ რა თქმა უნდა ტერიტორიულმთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მივიჩნევთ უმთავრესად და არა ჩვენი პროდუქციის რუსეთში გაყიდვასა და იქაურ ქალებში 37 მანეთიან შლიგინს).

            დროა დავივიწყოთ პატარა ერის დიდი სინდრომი- ,,ქართველობას გვართმევენ,’’ ,,გვებრძვიან’’ და.ა.შ. რეალურად არავის არაფერში ვჭირდებით, არც რუსეთს ვჭირდებით რამეში, უბრალოდ ჩვენს დამოუკიდებლობას ვერ ეგუება, ესაა და ეს.

P.S. დღეს, როდესაც ამას კითხულობთ, ჩვენი პარლამენტარები რუსეთში არიან და ,,დიპლომატიურ შეხვედრებს’’ მართავენ ტერიტორიის დასაბრუნებლად, პასუხი გითხრათ? პრინციპში მე რატომ უნდა გითხრათ, რუსეთის სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი გეტყვით: ,,საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების ერთი გზა არსებობს – ეს აბაშიძე-კარასინის შეხვედრებია. ვთვლი, რომ ეს არასწორია. ჩვენი მხრიდან ჰუმანიტარული, კულტურული და რელიგიური თანამშრომლობის საკითხებს წამოვჭრით, ვისაუბრებთ ასევე ვიზების პრობლემასა და ქვეყნებს შორის მიმოსვლის გამარტივებაზე. რაც შეეხება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა, მაგალითად, საზღვრების საკითხი, არა მგონია, რომ ამ თემას სერიოზულად შევეხოთ, რადგან ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის.  “სახელმწიფოებმა, რომლებიც დღეს აფხაზეთად და ოსეთად იწოდებიან, განსაზღვრეს თავიანთი სტატუსი. რუსეთისა და საქართველოს პარლამენტებს ამ საკითხზე საუბრის უფლებამოსილება არ გვაქვს.“

 

11.07.2017

გურამ ლურსმანაშვილი

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s