Monthly Archives: ივლისი 2017

დავით აღმაშენებელი და მუსლიმი მიგრანტები საქართველოში

загружено

(მოკლე მიმოხილვა)

გასული საუკუნის მიწურულს მოპოვებული დამოუკიდებლობა, ჩვენი დროის უდავოდ უდიდესი მონაპოვარია, მაგრამ ორმაგად სამწუხაროა, რომ ამ განძთან ერთად შევითვისეთ ის ურა-პატრიოტიზმი, შოვინიზმი, ქსენოფობია და რასიზმი, რომლის შედეგებსაც დღესაც ვიმკით და რაც კარგად ვიხილეთ ახლახანს ჩატარებულ მარშზე თუ აღლუმზე. ორმაგად უფრო სამწუხაროა, როდესაც აბო თბილელის, შუშანიკის, ასურელი მამების და.ა.შ. ქვეყანა, მუსლიმი მიგრანტების წინააღმდეგ გამოდის, ამ ყველაფერს წინ ,,დავით აღმაშენებლის ხატი’’ და დიდგორის საქართველოს მოტივები ,,მოუძღვის,’’ ხოლო ეს ყველაფერი იმით ,,პრავდება’’ რომ არალეგალ მიგრანტებს ვებრძვით კაცოო…. ქართველი ლეგალებისა თუ არალეგალი მიგრანტების პატრონები ვამბობთ ამას….

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოდით იმ ისტორიკოსებს გადავხედოთ, ვინც დავითის დროს ცხოვრობდა და მის მოღვაწეობას აღწერდა.  დავიწყოთ „თარიხ მაიაფარიკინის“   არაბი ავტორით- აჰმად იბნ იუსუფ იბნ ალი ალ-ფარიკით: ,,მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისი საქართველოს შემოუერთა, მაშინვე გასცა ბრძანება მუსლიმთა რელიგიის ხელშეუხებლობის შესახებ. უფრო მეტიც, გარკვეული პრივილეგიები მიანიჭა მათ. ასე მაგალითად… ქალაქის იმ ნაწილში, სადაც მუსლიმები ცხოვრობდნენ, არავის ჰყოლოდა ღორი და არავის დაეკლა იგი მათ შორის, მან (დავითმა) მოჭრა მათთვის მონეტა (ფული) ხალიფისა და სულტანის სახელით: და მისცა მათ უფლება აზანისა (ლოცვაზე მოწოდებისა) და თავისუფლად ლოცვისა. დაუდო მათ პირობა აგრეთვე, რომ არც ქართველი, არც ებრაელი და არც სომეხი არ შევიდოდა ისმაილის (მუსლიმების) აბანოში, და რომ პარასკევ დღეს მინბარიდან ილოცავდნენ ხალიფასა და სულტნისათვის და არა მისთვის (დავითისთვის). იგი კეთილად ეპყრობოდა მუსლიმანებს, მათ სარწმუნოებას, მეცნიერებას, ხალხსა და სუფიებს.’’

Continue reading

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა, Uncategorized

საქართველოს რუსეთთან დიალოგის მოკლე ისტორია

Matson

(ანუ- ჩვენ მზად ვართ წავიდეთ მოსკოვში?! )

          მაშინ როდესაც ქართველი პარლამენტარები მოსკოვში ჩადიან დიალოგისთვის, ჩვენი საზოგადოების ნაწილი უცხოელების საწინააღმდეგო  მარშს აწყობს,  მეორე ნაწილი რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე, ურთიერთობების დაბობაზე ხოლო საბოლოო ჯამში ყველა ესენი- ,,უბლოკო სტატუსზე’’ ერთიანდებიან, მოდით უბრალოდ თვალი გადავავლოთ საქართველო-რუსეთის ,,დიალოგის’’ ისტორიას.

            საუბარი დავიწყოთ 1561 წლით, როდესაც კახეთის მეფე ლევანმა მოსკოვში გააგზავნა წერილი დახმარების თაობაზე. 1562-1563 წლებში რუსეთის მეფე ივანე IV-მ უკვე ჯარი გამოაგზავნა, თავისი სიმამრის, ჩერქეზთა მთავრის, თემურყვას დასახმარებლად  ამ ჯარის მცირე ნაწილი ჩადგა კახეთის სანაპირო ციხეებში შამხალის მხრიდან თავდასხმების მოსგერიებლად, თუმცა მალევე უკან, დიდ რუსეთში დაბრუნდა.

     ამის შემდეგ ალექსანდრე II-ს ჯერია, რომელმაც რა არ იღონა ,,ერთმორწმუნე მეზობელთან,’’ გაიცვალა ელჩობა ორ სამეფოს შორის, 1587 წლის 28 სექტემბერს მეფემ თავისი შვილებითა და დარბაისლებით მოსკოვის მეფის ხელდებულობის ფიცი მიიღო, 1589 წელს რუსეთის მეფე თევდორემ გამოუგზავნა ,,წყალობის სიგელი,’’  რომ რუსეთის მეფე კახეთის სამეფოს თავის მფარველობაში იღებდა და კისრულობდა კახეთის დაცვას საგარეო მტრებისგან, მალევე გამოჩნდა შაჰ-აბას I, რომლისგან ისე დაიცვა საქართველომ რუსეთის დახმარებით თავი როგორც…

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა