კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა I

athinagoras-915x735

(1886 წლის 6 აპრილი- 1972 წლის 7 ივლისი)

 

ბიოგრაფია

            პატრიარქი ათენაგორა (ბერძნ. არისტოკლის მატთეუ სპირუ; Αθηναγόρας Αʹ; Αριστοκλής Ματθαίου Σπύρου) დაიბადა 1886 წლის 6 აპრილს, სოფელ ცარაპლანაში, (Τσαραπλανά ,დღევანდელი  ვასილიკოში; იოანნინასთან ახლოს) მატთეუ ნ. სპირუსა და ელენა ს. მოკოროსის ბერძნულ ოჯახში. რელიგიისადმი სწრაფვა ბავშვობიდანვე დედამ და სოფლის მოძღვარმა ჩაუნერგა. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, 1906 წელს სწავლა განაგრძო წმ. სამების სახელობის ჰალკის საღვთისმეტყველო სკოლაში (სტამბულთან ახლოს), აქვე აღიკვეცა ბერად, ეწოდა სახელად ათენაგორა და ხელიდაესხა დიაკვნად. მსახურობდა პელაგონიის ეპარქიაში, 1918 წელს იგი ათონის წმინდა მთაზე მოღვაწეობდა, შემდეგ (1919 წლიდან) კი იყო ათენის მთავარეპისკოპოს მელეტიოსის (მეტახაკისი) მდივანი, რა დროსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა პენდაპოლეოს მიტროპოლიტ ნექტარიოსთან (წმ. ნექტარიოს ეგინელთან, Νεκταρίου Επισκόπου Πενταπόλεως)  1921 წელს დიაკვნობაშივე გამოარჩიეს კერკირას (Κέρκυρα) მიტროპოლიტად და 1922 წლის 22 ნოემბერს ხელიდაასხეს ეპისკოპოსად.

            1930 წელს მიტროპოლიტ დამასკინოსის რეკომენდაციით, პატრიარქმა ფოტიოს II-მ ათენაგორა გადაიყვანა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის მთავარეპისკოპოსად. 1931 წელს, ახალ თანამდებობაზე დანიშნული მწყემსმთავარი შეეჩეხა მეტად სერიოზულ პრობლემას, რესპუბლიკელებსა და როიალისტებს თეორიულად ორად ჰქონდათ ქვეყანა გაყოფილი და გართულებული იყო ამ ორადგაყოფილი ქვეყნის ეპისკოპოსების ერთმანეთთან ურთიერთობაც. პრობლემის გამოსასწორებლად ათენაგორამ საეკლესიო ადმინისტრაციის სამთავარეპისკოპოსო ოფისების ცენტრალიზება მოახდინა, ხოლო მათში შემავალი ეპისკოპოსები მოქმედებდნენ და მსახურობდნენ, როგორც მთავარეპისკოპოსის თანაშემწე და დამხმარეები, საკუთარი საეპისკოპოსო ადმინისტრაციული უფლებების გარეშე. ათენაგორა თავის ეპარქიებში აქტიურად მუშაობდა ჰარმონიის მისაღწევად. ამასთანავე არ ივიწყებდა საღვთისმეტყველო განათლების აუცილებლობასაც, რისთვისაც დაარსა -ში წმინდა ჯვრის საღვთისმეტყველო სკოლა (Holy Cross School of Theology).  მზრუნველობის, სიყვარულისა და პოლიტიკური ნიჭის წყალობით, ათენაგორამ ძველი მოწინააღმდეგეებიდანაც კი შეძლო ერთგული და მოსიყვარულე ხალხის შემოკრება. გარდა ამისა  ბოსტონში ახლო ურთიერთობა დაამყარა რომის კათოლიკე ეკლესიის მთავარეპისკოპოს იაკობთან.

            მთავარეპისკოპოსმა ათენაგორამ ნიუ-იორკში, 1933 წლის 22 ოქტომბერს,  აკურთხა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი, რასაც უწოდებდა ხოლმე: ,,ელინიზმის კათედრალი ამერიკაში.’’

            1938 წელს ათენაგორას მიენიჭა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა.

            1948 წლის ნოემბერში, 61 წლის ასაკში, ატენაგორა აირჩიეს მსოფლიო პატრიარქად, 1949 წლის იანვარში პატრიარქი ათენაგორა სტამბულში ჩაფრინდა აშშ-ს პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის პირადი თვითმფრინავით, ოფიციალურმა თურქეთმა კი იურიდიულად აღიარა მისი ახალი თანამდებობა. როგორც პატრიარქი, აქტიურად მონაწილეობდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში და რომის კათოლიკე ეკლესიასთან დიალოგში. მწყემსმთავარი 1972 წელს საავადმყოფოში მოათავსეს ბარძაყის მოტეხილობით, თუმცა გარდაცვალების გამომწვევ მიზეზად თირკმლის დაავადება სახელდება. პატრიარქი მიიცვალა 86 წლის ასაკში და დაკრძალეს წმ. მარიამის ტაძრის სასაფლაოზე. (Balıklı, სტამბული)

ეკუმენიკური ურთიერთობები

            პატრიარქი ათენაგორა I გახლავთ ის პიროვნება, რომელმაც მართლმადიდებელ ეკლესიას დიალოგის გზა გაუხსნა რომის-კათოლიკე ეკლესიასთან და ასევე პროტესტანტულ აღმსარებლობებთან.       

1964 წელს პატრიარქი ათენაგორა იერუსალიმში შეხვდა რომის პაპ პავლე VI-ს, საიდანაც საფუძველი დაედო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის 1054 წლის დიდი სქიზმით გამოწვეულ ურთიერთანათემათა გაუქმებას, რომელიც ერთდროულად წაიკითხა 1965 წლის 7 დეკემბერს ვატიკანის მეორე კრებაზე და კონსტანტინოპოლში მოწყობილ სპეციალურ ცერემონიაზე. აღნიშნული მოვლენა უაღრესად წინგადადგმული ნაბიჯია სქიზმის დასაძლევად, თუმცა მას ერთგვაროვანი შეფასება არ მოჰყოლია. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მიტროპოლიტ ფილარეტის (რუსეთის ემიგრანტული ეკლესია) 1965 წლის ეპისტოლე, რომელშიც მან ღიად დაადანაშაულა მსოფლიო პატრიარქი ერესში.

 მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

ქართული წყარო- https://www.palamacentre.com

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s