Daily Archives: ივნისი 6, 2017

კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა კოპტების პაპს უმასპინძლა

image

კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა კოპტების პაპს უმასპინძლა დღეს, 12 მაისს, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა იუსტინემ, ლამბერტის სასახლეში უმასპინძლა კოპტების ორთოდოქს პაპს, მის უწმინდესობა თეოდორე II-ს. ეკლესიათა მეთაურებმა ისაუბრეს კოპტური ეკლესიის თანამედროვე ყოფაზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ასევე ორ ეკლესიას შორის ურთიერთობებზე. შეხვედრის შემდეგ სასულიერო პირებმა ვესტმინსტერის სააბატოში გადაინაცვლეს და ილოცეს, რაც ამ ორი ეკლესიის არსებობის ისტორიაში უპრეცენდენტო მოვლენაა. ლამბერტის სასახლეში კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა განაცხადა: ,,თქვენო უწმინდესობა, გმადლობთ აქ ყოფნისთვის. მადლობა, რომ შევხვდით ერთმანეთს. აღვნიშნეთ, რომ საჭიროა შევინარჩუნოთ საზოგადოება, რომელშიც ქრისტიანებსა და მუსლიმებს განვითარება შეეძლებათ. შევეხეთ იმასაც, რომ საჭიროა ზოგადად ქრისტიანულ ეკლესიათა ერთობა, ხოლო ეგვიპტეში მოქმედ ეკლესიათა შორის კი კარგი ურთიერთობების არსებობა. ვისაუბრეთ იმ ექსტრემისტულ ქმედებებზეც, რომლებიც როგორც ქრისტიანებს, ასევე მუსლიმებსაც აზიანებს. ამ ქმედებებს ახლო პერპექტივაში მკვეთრი ნაბიჯებით უნდა ვუპასუხოთ, ხოლო შორეულში კი კარგი განათლებით.’’ თავის მხრივ პაპმა თეოდორემ აღნიშნა: ,,ჩვენს ლოცვაში გამოვხატეთ ქრისტესმიერი ძმების ერთობა, ვაცნობიერებთ რა ჩვენს განსხვავებულობებს, ვხვდებით რომ, სწორედ ისინი მიგვიძღვიან ორმხრივი დიალოგისკენ. ეს იყო მთავარეპისკოპოს იუსტინეს მეორე შეხვედრა პაპ თეოდორესთან, პირველი შედგა 2013 წლის ივნისში (ქაირო), მთავარეპისკოპოსის ახლოაღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში. შეგახსენებთ რომ მთავარეპისკოპოს იუსტინესთან შეხვედრამდე, უწმნინდესი თეოდორე II დედოფალმა ელისაბეტმა მიიღო ბაკინგემის სასახლეში.

წყარო- palamacentre.com

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

განკაცების მოტივი

huan and univerce

Cur Deus Hom?

განკაცების მოტივი მღვდელი გიორგი ფლოროვსკი ,,მე ვარ ანი და ჰოე’’ (აპოკ. 1.8) I ქრისტიანები საკმაოდ ადრეული დროიდანვე საუბრობენ გამოხსნის შესახებ, შესაბამისად ჩვენი უფალი უპირველესად მხსნელად მოიხსენიება, რომელმაც გამოისყიდა ადამიანები ცოდვის ტყვეობისა და მონებისაგან. ადრექრისტიანულ ღვთისმეტყველებაში განკაცების უმნიშვნელოვანესი ფაქტი ხშირად განიხილებოდა გამოსყიდვის მნიშვნელობით. ქრისტეს პიროვნების მცდარი კონცეპტი, რომლის თაობაზეც ადრეული ხანის ეკლესიაში პაექრობდნენ, გაკრიტიკდა და ღიად უარყოფილ იქნა, რადგან იგი აზიანებდა ადამიანის გამოსყიდვის სინამდვილეს. გამოსყიდვის მართებულ მნიშვნელობას განიხილავდნენ როგორც ღმერთსა და ადამიანს შორის მჭიდრო კავშირის აღდგენას, შესაბამისად გაკეთდა დასკვნა, რომ თავად გამოსყიდვა ორივე მხარეს ეკუთვნოდა, ე.ი. თავიდან ერთად მოქმედებდა ღვთაებრიობა და ადამიანურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შორის გაწყვეტილი კავშირი თავისით ვეღარ აღდგებოდა. ეს იყო სწორედ იმ მთავარი არგუმენტების მიმართულება, რომელსაც ვხვდებით წმ. ათანასეს არიოზელებთან პაექრობისას, გრიგოლ ნაზიანზელის მიერ აპოლინარიზმის დაგმობისას და IV ს-ის სხვა ავტორებთან. ‘’რაც უერთდება ღმერთს ის გამოიხსნება’’, ამბობს წმ. გრიგოლ ნაზიანზელი’’1 ,

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

მამებთან დაბრუნების სირთულე

Archbishop Athenagoras and Father Florovsky

,,მამებთან დაბრუნების’’ სირთულე

თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

მეოცე საუკუნეში აშკარად გამოცოცხლდა ქრისტიანული თეოლოგიის სამი მიმართულებაკათოლიკური, მართლმადიდებლური და პროტესტანტული, რაც უკან, ქრისტიანულ წყაროებაზე მიბრუნებასა და ახალი აღთქმის წერილთან უშუალო კავშირში გამოიხატა. რომის კათოლიკეებისათვის ახალი აღთქმის ავტორიტეტულ წყაროებზე მიბრუნების მიზანი 19301960 წწ. თვალნათლივ შეინიშნებოდა ბელგიელ, ფრანგ და გერმანელ თეოლოგებში, განსაკუთრებული გავლენა იგრძნობოდა ფრანგ დომინიკანელებსა და იეზუიტებს შორის La Saulchor (პარიზი) და Lyon Fourviere. მოძრაობის გამოცხადებაიყო მძლავრი მოწოდება ლიტურგიკული და ბიბლეისტიკური განახლებისთვის და კათოლიციზმში1 პატრისტიკული ,,გაახალგზარდავებისთვის.’’ პროტესტანტებისთვის პატრისტიკული წყაროებით დიალოგი წარმოადგენს რამდენიმე გავლენიანი თეოლოგის ნაღვაწს, ესენი არიან Karl Barth, Thomas F. Torrance, and Thomas C. Oden.2 ტერმინი- ,,რეფორმირებული კათოლიკობა’’ გამოხატავს პროტესტანტულ ,,თეოლოგიურ მგრძნობელობას’’ და შეგნებას, რომ უკანასკნელ ხანებში თეოლოგიას განსაკუთრებით ჭირდება ქრისტიანული წარსულის წყაროების ხელახალი შესწავლა და რომ საჭიროა განახლება.3 შესაბამისად, ამ პროტესტანტული მოძრობისათვის დამახასიათებელიაპატრისტიკული წყაროების კრიტიკული კითხვა, რამდენადაც იგი ნამდვილად ეყრდნობა რეფორმირებულ მართლმადიდებლურ დოგმატიკას.4 მამა გიორგი ფლოროვსკის განცხადებამ, რომ ეკლესიას ჭირდება ,,მიბრუნება მამებთან’’ და

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი

  cropped-metropolitan_john_zizioulas1

ბიოგრაფია

მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი (ბერძნ. Ιωάννης Ζηζιούλας) დაიბადა 1931 წლის 10 იანვარს კოზანში (Κοζάνης; საბერძნეთი). 1950 წელს სწავლობდა თესალონიკისა და ათენის უნივერსიტეტებში (საბერძნეთი), 1955 წელს კი ბოსეს ინსტიტუტში (შვეიცარია, Bossey Ecumenical Institute ). 1960-1964 წლებში მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე მამა გიორგი ფლოროვსკის ხელმძღვანელობით ამავდროულად საქმიანობდა ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზანტინისტიკური კვლევების ცენტრში (Dumbarton Oaks Research Library and Collection is an institute in Washington). იოანე ზიზიულასს ათენის უნივერსიტეტმა 1965 წელს მიანიჭა დოქტორის ხარისხი, ამავე უნივერსიტეტში მოღვაწეობდა ეკლესიის ისტორიის ასისტენტ პროფესორად მომდევნო 6 წლის მანძილზე. 1970-1973 წლებში იყო ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, შემდეგ გადავიდა გლაზგოს უნივერსიტეტში და 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სისტემურ თეოლოგიას ლონდონის კინგსის კოლეჯში ( King’s College London). 1986 წელს აირჩიეს პერგამოს ტიტულარულ მიტროპოლიტად, ამავდროულად იწყებს მუშაობას თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე დოგმატიკის პროფესორად.

ღვთისმეტყველება

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა

კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა I

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა