მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქის სიტყვა

HAH-Ecumenical-Patriarch-Bartholomew-speaking-in-Jerusalem

მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქის სიტყვა

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო

24 აპრილი, 2017 წელი

თქვენო უსამღვდელოესობავ, თქვენო აღმატებულებავ,

საერთაშორისო ინსტიტუტების პატივცემულო წარმომადგენლებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

,, აჰა, ესერა რაი-მე კეთილ, ანუ რაი-მე შუენიერ, არამედ დამკვიდრება ძმათა ერთად!’’ (ფს.132:1)  ზუსტად ის გრძნობებია გამოხატული ფსალმუნთმგალობლის მიერ, რასაც განვიცდით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში სტუმრობისას. განსაკუთრებულია ჩვენი თითოეული ვიზიტი, როგორც საპატრიარქო ტახტზე არჩევიდან 25 წლის განმავლობაში, ასევე უფრო ადრეულიც  და ჩვენ სათუთად ვინახავთ ამ მოგონებებს. ჩვენთვის პირადად, ისევე როგორც მთლიანად ეკლესიისთვის, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო არაა უცხო, არამედ კარგად ნაცნობი ადგილი. ჭეშმარიტად, დაახლოებით 1 საუკუნის წინ მსოფლიო პატრიარქმა მოუწოდა ‘’ქრისტეს ყველა ეკლესიას ყველგან’’ და 1948 წლიდან გახდა ამ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი წევრი. აქედან მოყოლებული ჩვენი ეკლესია აქტიურად მონაწილეობს საბჭოში და მის ‘’რწმენისა და წესრიგის’’ კომისიაში. 1955 წლიდან მსოფლიო საპატრიარქომ შექმნა მუდმივმოქმედი დელეგაცია, როგორც განგრძობადი ურთიერთთანამშრომლობის ნიშანი. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მუდმივი წარმომადგენლები   მსოფლიო ეკლესიათა საბჭოსა და ეკუმენიკური მოძრაობაში იყვნენ: მალტის ეპისკოპოსი იაკობი, მიტროპოლიტი ემილიანე ტიმიადისი, მსოფლიო საპატრიარქო ტახტის პრესვიტერი გიორგი ცეცისი, არქიმანდრიტი ბენედიქტე იოანუ, ბატონი გიორგი ლემოპულოსი, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს აჟამინდელი მდივანი და ახლა გახლავთ ტალმეოსის მთვარეპისკოპოსი იობი.

ბავშვობიდან პირადად განსაკუთრებულად  განვისწავლებოდით ჩვენი წინამძღვარ მსოფლიო პატრიარქ ათინაგორასგან და სიხარულით ვიხსენებთ  სხვა ქრისტიანებთან შეხვედრის მნიშვნელობას, როგორც ხშირად ამბობდა: ,,მოდით ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში და დაე შემდგომ დავინახოთ თუ რა გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი.’’  ისაა ერთ-ერთი იმათგანი, ვინც აუხილა თვალები ჩვენს ვრცელ ეკუმენიკურ ოჯახს. მისით განსწავლულებმა გადავწყვიტეთ გეგმაზომიერად გვემოქმედა ბოსეს ეკუმეიკური ინსტიტუტის სამაგისტრო სწავლების კურსთან დაკავშირებით, რომელმაც გასულ წელს დაარსების 70 წლისთავი აღნიშნა და სადაც მივიღეთ ის განსაკუთრებული გამოცდილება, რომელიც ჩვენს მსახურებაში ძალიან გამოგვადგა. 1975 წელს ვმუშაობდით რწმენისა და წესრიგის კომისიის ვიცე-მოდერატორად, მაშინ როდესაც მზადდებოდა ცნობილი ერთობლივი დოკუმენტი- ,,ნათლობის, ევქარისტიისა და მსახურების’’ შესახებ, რომელსაც დღესაც სარეკომენდაციო დანიშნულება აქვს. 1991 წელს,  საპატრიარქო ტახტზე ჩვენ არჩევამდე რამდენიმე თვით ადრე, გავწევრიანდით ემს-ს (ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, გ.ლ.) ცენტრალური და აღმასრულებელი კომიტეტში, მის  მე-7 გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც ჩატარდა კანბერაში თემაზე- ,,Come, Holy Spirit, renew the whole creation.’’

  1. გასული წლის ივნისში, თქვენს ცენტრალურ კომიტეტს შევხვედრისას (Trondheim-ში), მართლმადიდებელი ეკლესია კუნძულ კრეტაზე წმინდა და დიდი კრების ჩასატარებლად იკრიბებოდა. მისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკანასკნელი 50 წელზე მეტხანს მიმდინარეობდა და უკლებლივ ყველა ადგილობრივი ეკლესია ვმონაწილეობდით, ეს სამუშაოები უფლის მადლით შევაჯერეთ 2016 წლის სინაქსისზე აქ, შამბეზში. საეკლესიო კრების მოწვევა რამდენიმე მიზეზის გამო იყო საჭირო.

უპირველესად რადგან ჩვენთვის, როგორც მართლმადიდებლებისთვის, სინოდალურობა (კრებსითობა) კვლავ გადმოსცემს და გამოთქვამს თავად ეკლესიის საიდუმლოს: ,,ერთ ადგილზე ეკლესიის შეკრების.’’ გამოხატავს  საეკლესიო ბუნების ხასიათს.  სინოდალური ინსტიტუტის  ნებისმიერი დონის, თუნდაც გლობალური ინერტულობა, მხოლოდ გადაულახავ ისტორიულ მოვლენებს შეუძლია გამოიწვიოს. მართლმადიდებელი ეკლესია ბოლო დროს შეხვდა ისეთ დაბრკოლებებს, რომელთა გამოც საერთო მართლმადიდებლური კრების მოწვევა დიდი ხნის მანძილზე გადაიდო. შესაბამისად წმინდა და დიდი კრების ჩატარება იყო უკვე თავად წარმატება.

მეორე მხრივ მისი მოწვევა ასევე განაპირობა მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეების მოგვარების საჭიროებამ.  ამგვარი საკითხები უპირველესად წინ წამოიწია ჩვენი ეკლესიის კანონიკურმა სტრუქტურამ, როგორც იმ სისტემის შედეგმა, რომელშიც სხვადასხვა  ადგილობრივი ავტოკეფალიური ეკლესიაა ჩართული, თითოეული საკუთარი გადაწყვეტილებითვე  თავად არეგულირებს  პირად საქმეებს, რაც თანამედროვე მსოფლიოსთვის ართულებს ეკლესიის მოწმობას გაგებას- ,,ერთითა პირითა და ერთითა გულითა,’’ იწვევს არეულობას, კონფლიქტს და ბუნდოვნად წარმოაჩენს ერთიანობის სურათს. ავტოკეფალიურ სისტემას  ადრეულ ეკლესიაშივე აქვს თავისი ფესვები 5 უძველესი საპატრიარქოს ფორმით, სახელდობრ- რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიათა ერთობა პენტარქიადაა (ხუთმთავრობა) ცნობილი, რომლის ჰარმონიაც კრებებზე ეკლესიის ერთიანობის საუკეთესო გამოხატულებას ქმნის. სანამ ამ კანონიკურად და ეკლესიოლოგიურად მართებული სტრუქტურის არსებობას საკუთარი თვალებით ვხედავთ, მისი გარდაქმნის საფრთხე რაიმე სახის ‘’ეკლესიათა ფედერაციებად,’’ (როგორც ამას ხშირად გარედან ხედავენ) არ არსებობს. ზოგიერთ შემთხვევაში ცალკეული ეკლესიათაგანი ანვითარებს თავის პირად ინტერესებსა და ამბიციებს, რომლებიც ყოველთვის არ ეთანხმებიან ეკლესიოლოგიის სწორ ბუნებას,  რაც საფრთხეს უქმნის სინოდალურობას. სინოდალურობის ინსტიტუტის საერთო მართლმადიდებლურ დონეზე გამოფიტვა, ეხმარება ცალკეულ ეკლესიათა შორის ,,თვითკმაყოფილების’’ აზრის განვითარებას და თავის მხრივ ააქტიურებს მათ ჩაკეტილ და  თვითშთამთქმელ ტენდენციებს. ამიტომაა სინოდალურობა საეკლესიო ცხოვრების  მთავარი მანდატორი, ხოლო ავტოკეფალიის სისტემის ჯეროვნად დაფასება, უფრო მეტად სავალდებულოა ერთიანობის დაცვისა და გამოხატვისათვის,

წმინდა და დიდი კრების მოწვევის საჭიროების მესამე მიზეზია უკანასკნელი პერიოდის მანძილზე გამოჩენილი ის ახალი გამოწვევები, რომელიც გახდნენ ცალკეულ ეკლესიებს შორის საერთო მიმართულებებისა და პოზიციის გაუცხოების მიზეზები. მაგალითად  დასავლეთის ქვეყნებში მართლმადიდებლური რეგიონებიდან წამოსულმა ემიგრაციამ განაპირობა მართლმადიდებლური ,,დიასპორის’’ შექმნა, რომელიც  სპეციალურ პასტორალურ (სამოძღვრო გ.ლ.) ზრუნვას საჭიროებს. მიგრაციამ გამოიწვია ცნობილი და  კანონიკურად გაუმართლებელი მდგომარეობა, როდესაც ერთსა და იმავე ქალაქსა თუ რეგიონში ერთ ეპისკოპოსზე მეტი მსახურობს, რაც იწვევს ბევრი ადამიანის დაბრკოლებას, როგორც ეკლესიის შიგნით, ასევე მის გარეთ. ეს საკითხი შეუძლებელია მოგვარდეს საერთო მართლმადიდებლური კრების გადაწყვეტიების გარეშე.

და ბოლოს, მართლმადიდებელთა ძალისხმევას ქრისტიანთა შორის  ერთიანობის განსაახლებლად, ეწოდება ,,ეკუმენიკური მოძრაობა,’’ რომლის მიერ დღემდე მიღებული გადაწყვეტილებები (თითოეული ადგილობრივი ეკლესიის, ან საერთომართლმადიდებლური კონფერენციების მიერ მიღებული), საჭიროა რომ  რატიფიცირებულ იქნენ კონჩილიარული (კრების) გზით, რაც იყო (კონჩილიარული გზა გ.ლ.) მართლმადიდებელი ეკლესიის თანაბარზომიერი პოზიციის  ავთენტურ ფორმულირებში გამოხატვა.

ჩვენ მართლმადიდებლებს მტკიცედ გვჯერა, რომ მსოფლიო საბჭოს მიზანი არის ქრისტეს საუფლო ლოცვის ხორცშესხმა- ,,რაითა ყოველნი ერთ იყვნენ.’’ (ინ. 17.21) რაც გამოხატულია ამ დერეფნის კედლის მშვენიერ მოხატულობაზე. ამ მიზნით წმინდა და დიდი კრება აცხადებს რომ: ,,მართლმადიდებელთა თანამონაწილეობა ქრისტიანთა ერთობის აღდგენისკენ მიმართულ მოძრაობაში არათუ არ არის უცხო მართლმადიდებელი ეკლესიის ბუნებისა და ისტორიისთვის, არამედ წარმოადგენს სამოციქულო სარწმუნოებისა და გადმოცემის თანმიმდევრულ გამოხატულებას ახალ ისტორიულ პირობებში.’’ („მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი 4). წმინდა და დიდი კრება ასევე აცნობიერებს რომ: ,,ერთ-ერთი მთავარი ორგანო ეკუმენური მოძრაობის ისტორიაში არის ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (ემს).’’ („მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი 16). ემს-ს სხვადასხვა აქტივობებს შორის წმინდა და დიდი კრება ადასტურეს რომ: ,,მართლმადიდებელი ეკლესია ესწრაფვის გაძლიერდეს საქმიანობა კომისიისა „სარწმუნოება და წესი“, განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება რა მის მიერ ღვთისმეტყველებაში დღემდე შეტანილ წვლილს და დადებითად აფასებს რა იმ საღვთისმეტყველო დოკუმენტებს, რომლებიც ხსენებულმა კომისიამ გამოაქვეყნა და რომელთა შექმნისათვის გულმოდგინედ თანამშრომლობდნენ, აგრეთვე, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები. ეს დოკუმენტები წარმოადგენს ფასეულ ეტაპს ეკუმენურ მოძრაობაში ქრისტიანთა დაახლოების კუთხით.’’ („მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი 21). ძალიან პოზიტიურად ვთვლით ქრისტიანობის ერთობის მოსაძებნად ემს-ს კონტრიბუციით  წარმოებულ ,,კონჩილიარულ ევოლუციას,’’ ვთვლით რომ ის ხელს შეუწყობს ემს-ს იმ საქმიანობას გაგრძელებას, რასაც თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე აწარმოებდა.

უფრო მეტიც, მართლმადიდებელი ეკლესია მრავალგზის იმეორებს წმინდა და დიდი კრების სინოდალური ხმით რომ- ,,მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დიალოგს და, განსაკუთრებით, დიალოგს არამართლმადიდებელ ქრისტიანებთან.’’ (მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების ენციკლიკა, 20) რის გამოც- ,,მართლმადიდებელი ეკლესია დასაგმობად მიიჩნევს ეკლესიის ერთიანობის ყოველგვარ გახლეჩას ცალკეული პირების ან ჯგუფების მხრიდან ვითომცდა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის შენარჩუნებისა თუ დაცვის საბაბით. როგორც ადასტურებს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი ცხოვრება, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების შენარჩუნება ხორციელდება მხოლოდ საკრებო სტრუქტურის მიერ.’’ („მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი 22).

2) მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განვითარებული დიალოგის სული, არ შემოისაზღვრება მხოლოდ ეკუმენიკური მოძრაობით, არამედ დღევანდელი საზოგადოებისა და მეცნიერების საჭიროებით, როგორც წმინდა და დიდი კრება აცხადებს თავის ენციკლიკაში: ,,მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე განვითარების გზით ჩვენი ცხოვრება რადიკალურად იცვლებაარსებობს საფრთხე ადამიანური თავისუფლებით მანიპულირებისა, ადამიანის გამოყენებისა, როგორც მარტივი საშუალებისა, ღირებული ტრადიციების თანდათანობითი დაკარგვისა და საფრთხე, რომელიც ექმნება ბუნებრივ გარემოს, მისი განადგურების საფრთხის ჩათვლით.’’ (ენციკლიკა 11)

მსოფლიო საპატრიარქო პიონერია თანამედროვე მეცნიერებასთან  ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად წარმოებული დიალოგის წამოწყებაში. 1989 წელს,  წინა პატრიარქ დიმიტრიოსისგან ამ საკითხზე გაგზავნილი პირველი ენციკლიკით, პირველი სექტემბერი დაწესდა გარემოს დაცვისათვის ლოცვის დღედ. მოხარულები ვართ რომ ემს მიყვება ჩვენს გზას, არა მხოლოდ ლოცვით, არამედ აგრეთვე გარემოსდაცვითი კრიზისის მოსაგვარებლად ეკლესიათა მიერ ჩატარებული სერიოზული ღონისძიებებით. მართლმადიდებლებმა აღვნიშნეთ ჩვენს წმინდა და დიდ კრებაზე რომ: ,,ეკოლოგიური კრიზისის ფესვები, სულიერი და ეთიკური, ძევს ყოველი ადამიანის გულში.’’ ( ენციკლიკა 14)

სხვადასხვა საკითხებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობით აღვნიშნავთ, რომ ქმედება შესაქმის წინააღმდეგ, არის ქმედება ღმერთის წინააღმდეგ, ხოლო ნებისმიერ ცოდვას უნდა განვიცდიდეთ, როგორც შესაქმის წინააღმდეგ ჩადენილს. წმინდა და დიდი კრება ხაზს უსვამს რომ- ,,ეკოლოგიური პრობლემისამი მიდგომა, დაფუძნებული ქრისტიანული ტრადიციის პრინციპებზე, მოითხოვს არა მარტო პლანეტის ბუნერივი რესურსების ექსპლუატაციის გამო ცოდვისათვის სინანულს ანუ აზროვნების წესის და  ქცევის რადიკალურ ცვლილებას, არამედ, აგრეთვე, ასკეტიზმს, როგორც ანტიდოტს მომხმარებლობისა, საკუთარი მოთხოვნილებებისა და მესაკუთრული პოზიციის გაღმერთების წინააღმდეგ.’’ (ენციკლიკა 14). ჭეშმარიტი სინანული გულისხმობს გარდაქმნას, რაც საკუთარი პოზიციების ცვლილებებს ნიშნავს. რადიკალურ  ეკოლოგიური კრიზისი თითოეული ჩვენგანისგან ითხოვს კონკრეტულ ქმედებებს.

რამდენიმე ადგილზე ხაზი გავუსვით, რომ ეკლესია არ შეიძლება მარტოოდენ სულის ხსნით ინტერესდებოდეს, არამედ ასევე ძალიან ზრუნავს ღმერთის მთლიანი შესაქმის გარდაქმნით. ამიტომ ჩვენს ეკლესიებს მუდმივად სჭირდებათ სიფხიზლე, ინფორმაცია და განათლება, რათა ნათლად გავიგოთ დღევანდელ ეკოლოგიური კრიზისისა და ჩვენი ადამიანური ვნებების სიხარბის, მატერიალიზმის, ეგოცენტრიზმისა და გაუმაძღრობის ურთიერთმიმართება, რომლებმაც დღეს ჩვენს წინარსებულ კრიზისამდე მიგვიყვანა. შესაბამისად, ქმედება ბუნებისადმი არის ქმედება კაცობრიობისადმი, ამგვარად, პლანეტის დაცვით ხელსვუწყობთ მთელი მსოფლიოს ხსნას. ამ მიზნით  მოვუწოდებთ ყველას, რომ აამოქმედონ საკუთარი რესურსები, განსაკუთრებით გარემოსდაცვისათვის აღვლენილ პირად ლოცვებში.

რამდენიმე გარემოსდაცვით საკითხს შორის, წყალი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, იქიდან გამომდინარე, რომ იგი ჩვენს სხეულში მოძრავი სისხლის მსგავსად არის სიცოცხლის მომანიჭებელი და წმინდა. წყალი საზოგადო სიკეთეა. ის არ ეკუთვნის ცალკეულ  ან რომელიმე ინდუსტრიას, არამედ წარმოადგენს  თითოეული ადამიანის ფუნდამენტურ უფლებსს.  შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია მივიჩნიოთ ეთიკურად, ეკონომიკური წყლის ინდუსტრიის  ექსპლუატაცია, როდესაც ფულიანი ხალხი ყიდულობს წყალს. მისი ეთიკური პრობლემების გარდა, წყლის ინდუსტრია ხშირად აბინძურებს გარემოს იმ პლასტმასის ბოთლებით, რომლითაც იყიდება. დღევანდელი გარემოსდამცველები საგანგაშოდ გვაფრთხილებენ და ამბობენ, რომ 2050 წლისთვის ოკეანეებში თევზზე უფრო მეტი პლასტმასი იქნება. პლასტიკური ნაგავი არის გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლის საკითხი. ამიტომაც ვცდილობთ, რომ ალტერნატიული მასალების გამოყენებით გვერდი ავუაროთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში პლასტმასს.

საუბედუროდ, მსოფლიო ანადგურებს ვარგის წყალს. ეს არა მხოლოდ ღარიბი ქვეყნების პრობლემაა, როგორც მაგალითად აფრიკისა და ინდოეთის, არამედ ასევე ,,წყალუხვი’’ ქვეყნებისაც, რომლებსაც აწუხებთ ,,დაბინძურებული წყლის’’ პრობლემა. ეს საკითხი არ მოგვარდება წყლის მარკეტში შეტანით და მისი ზეთისა და ბუნებრივი აირის მსგავსად ეკონომიურად გაყიდვით. აქტიური გამოყენება სასმელად ვარგისი, სუფთა და ჯანსაღი წყლის არის ნებისმიერი დროის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. ჩვენთვის ცნობილია, რომ დედამიწის დღევანდელი მოსახლეობის 1 მილიარდ ადამიანზე მეტს, არ აქვს სუფთა წყალზე წვდომა, ხოლო 2,5 მილიარდზე მეტი ვერ იღებს სათანადოდ ვარგის წყალს. იმ შემთხვევაში თუ შესაბამისად არ შევაფასებთ საფრთხეს და პლანეტის ბუნებრივი რესურსებისადმი ცოდვილ მოპყრობას, გარდაუვალ შემთხვევაში აღმოვჩნდებით სერიოზული გამოწვევებისა და კონფლიქტების წინაშე. მდგრადობა არაა მხოლოდ ტექნოლოგიისა და კარგი ბიზნესის ტერმინი, არამედ ასევე  მშვიდობიანი თანაარსებობის საშუალება.

ამ მიზეზით, ვულოცავთ ემს-ს ლურჯ საზოგადოებაში გაწევრიანებას, რომელიც კანადის საბჭოს პროექტია. ამ  საზოგადოებათა პროექტი მოუწოდებს ხალხს, რომ საზოგადო მნიშვნელობით მოიხმარონ წყალი და მისი მიღება ადამიანის უფლებად აღიარონ. იზრუნონ, რომ ბოთლებში ჩამოსხმული წყალი საზოგადოებისთვის სასარგებლო იყოს, ხოლო მუნიციპალური ღონისძიებებითა და შესაბამისი ფინანსური დახმარებებით განავითარონ ვარგისი და მეორეული წყლის სერვისები. ლურჯ კომიტეტში გაწევრიანებით ემს წარმოადგენს არა მხოლოდ მის წევრ ეკლესიებს, არამედ ფართო საზოგადოებებს. წყლის ჯეროვნად დასაფასებლად საჭიროა ეთიკური  მენეჯმენტისგან წყლის, როგორც საღვთო საჩუქრის აღიარება, რომელიც უნდა იყოს ხელმისაწვდომი მომავალი თაობებისთვის.

წყლის პლასტმასით დასაგვიანება, ჰაერის დაბინძურება და კლიმატური ცვლილებები თანაბარმნიშვნელოვანი გლობალური საფრთხეები არიან, რა კატასტროფულ შედეგებამდეც შესაქმის სიწმინდეთა დავიწყებამ, ინდუსტრიალიზაციამ და ჩვენმა ადამიანურმა სიხარბემ მოიტანა. ეკოლოგიური კრიზისი შეუძლებელია მოგვარდეს ადამიანურ აქტივობათა გონიერი თანამოქმედებების გარეშე. ამ მხრივ ეკოლოგია ეკონომიკას უკავშირდება. საზოგადოება, რომელიც ქმნილი ადამიანური ყოფიერებისთვის სათანადოდ არ ზრუნავს, არის საზოგადოება, რომელიც სასტიკად ეპყრობა ღმერთის შესაქმეს, რაც ღვთისგმობაა. ამ მიზეზით, მსოფლიოსთვის გამომაფხიზლებელია ჩვენი ეკლესიების ეკოლოგიური გამოწვევა, რომ შეჩერდეს ადამიანის ცოდვილი მოქმედებებით ღმერთის შესაქმის ხელყოფა. ეკოლოგიური განათლების საჭიროება არაა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოების პრობლემა, არამედ შესაძლოა ჩვენი ეკლესიებისაც იყო.

საუბედუროდ Kyoto-ს პროტოკოლის (გლობალური დათბობის წინააღმდეგ) მიღებიდან დღემდე, ამგვარი პრობლემები მაინც არსებობს.  სტატისტიკური და კლიმატური მოდელებით გამყარებული სამეცნიერო ცოდნა, რომელიც გლეხებზე, ფერმერებზე, ადგილობრივ მოსახლეობაზე და სანაპირო ზოლზე მცხოვრებლებზე დაკვირვებით შეიქმნა, უჩვენებს რომ კლიმატური ცვლილებები ადამიანურ აქტივობათა მიერაა გამოწვეული და რომ ამგვარი ცვლილებები  კატასტროფული გამოდგება ჩვენი პლანეტისთვის, თუ  არ შევძლებთ, რომ გადავდგათ მისი თავიდანასაცილებელი ნაბიჯები, რათა შევაკავოთ უკვე საგრძნობი და მოსალოდნელი შემაძრწუნებელი მოვლენები.

მსოფლიო საპატრიარქო ასევე განსაკუთრებულად განიცდის კლიმატის ცვლილების საკითხს. ამიტომაცაა, რომ მხარი დავუჭირეთ 2015 წელს კლიმატური ცვლილებების საკითხებზე პარიზში, გაერთიანებული ერების კონფერენციის (COP 21) გადაუდებელ ჩატარებას, როგორც ვთქვით გასულ წელს Marrakech -ში გამართულ 22-ე სესიაზე, რომელსაც ხელისუფლების ცნობილი წარმომადგენლები და მაღალი დონის დელეგატები ესწრებოდნენ, საჭიროა პრაქტიკული ღონისძიებების გატარება და მკვეთრი მოქმედებები. კარგად მოგვეხსენება თუ რა ღონისძიებები და მოქმედებები გვჭირდება. რის გაღებას ვაპირებთ მოგების სანაცვლოდ? ან რამდენი სიცოცხლე გვსურს რომ შევწიროთ მატერიალურ ან ფინანსურ სარგებლობას? და რა ფასი შეგვიძლია გავიღოთ ან გავითვალისწინოთ ღმერთის შესაქმის გადასარჩენად? ჩვენ კვლავ მდაბლად და გაბედულად ვლოცულობთ, რომ მსოფლიოს წამყვანმა პირებმა და პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ და პასუხისმგებლობა აიღონ კლიმატური ცვლილებების მაღალ რისკებზე… ამ შემთხვევაში აუცილებლად ამოქმედდება პარიზის COP 21-ის შეთანხმება.

  1. ჩვენ უნდა გავაცნობიერებთ ჩვენს ქცევებსა და მოქმედებებში, ისევე როგორც, თათბირებსა და გადაწყვეტილებებში ჩვენი საკუთარი შვილების, ახლანდელი და მომავალი თაობების მდგომარეობა და არ დავაყოვნებთ შესაფერისი მოქმედებები. 2016 წლის ჩვენს საშობაო ენციკლიკაში, ვითვალისწინებთ ბავშვების მიმართ განორციელებულ თანამედროვე ქცევებს და ვაცხადებთ 2017 წელს- „ბავშვთა წმინდა  ბუნების დაცვის წლად“, ამ ენციკლიკაში მოვუწოდებთ ყველას კეთილი სურვილისკენ- ,,ჩვენ თქვენ ყველას მოგიწოდებთ პატივი სცეთ  ბავშვებს და მათ სიწმინდეს.’’ (საშობაო ენციკლიკა, 2016) განსაკუთრებით ,,მსოფლიოში არსებული დევნილების კრიზისიდან გამომდინარე, რომელიც ყველაზე მეტად ბავშვების უფლებებს არღვევს. ბავშვთა  სიკვდილიანობის, შიმშილის, ბავშვების სამუშაო ძალად გამოყენების, მათ მიმართ სასტიკი მოპყრობისა და ფსიქოლოგიური ძალადობის, ასევე ელექტრონული საინფორმაციო საშუალებებით და სამომხმარებლო ტერორით მათი ფსიქიკის საფრთხეში ჩაგდებით’’ (საშობაო ენციკლიკა, 2016)

გვსურს ემს-ს ამ მიმართულებით მივულოცოთ  წლევანდელი სპეციალური პროგრამის შემუშავება‘’ეკლესიების’ ვალდებულებები ბავშვების შესახებ’’,  რისი მიზანიცაა ბავშვთა დაცვის განვითარება, ბავშვებისა და ახალგაზრდების მიერ ეკლესიაში კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა, როგორიცაა მაგალითად ეკოლოგიური პრობლემებთან მათი ურთიერთდამოკდებულება. ამ მიმართულებთ წმინდა და დიდი კრება შეგვახსენებს რომ ,,ახალგაზრდობა წარმოადგენს არა უბრალოდ ეკლესიის მომავალსარამედ მის  ენერგიულ და შემოქმედებით აწმყოს, ადგილობრივ თუ მსოფლიო დონეზე.’’ (მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მიმართვა მართლმადიდებელი ერისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი   11) იმის ხაზგასმით რომ- ,,თავის კატეხისტურ განსჯაში მართლმადიდებელი ეკლესია ზრუნვით მოუწოდებს ღვთის ხალხს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, შეგნებული და აქტიური მონაწილეობისაკენ ეკლესიის ცხოვრებაში, რათა განავითაროს მათშისაუკეთესო მისწრაფებაქრისტეში ცხოვრებისაკენ.’’ (ენციკლიკა 9).

            ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეკლესიებს არ შეუძლიათ ინდიფერეტულნი იყვნენ მსოფლიოში არსებული ბავშვთა ტანჯვის ან მათდამი სასტიკად მოპყრობისადმი, განსაკუთრებით მათი, ვინც შეურაცხყოფილია ან ტყვეობაშია. მოდით შესაბამისად განვავითაროთ ერთობლივი გზები, რათა თანამედოვე საზოგადოებაში  შეწყდეს ბავშვებზე და ახალგაზრდობაზე  ძალადობა.  მოდით გავაძლიეროთ ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდობის მონაწილეობა და ინტეგრაცია ღვთისმსახურებასა და საეკლესიის ცხოვრებაში. დაე ჩვენს შვილებსა და ახალგაზრდებს ჩავუნერგოთ ეკოლოგიური კრიზისისადმი  ქრიტიანთა პასუხისმგებლობა და ვასწავლოთ მათ, რომ ადექვატურად უნდა მოეპყრენ და მოექცნენ ჩვენ წინ არსებულ პრობლემებს, როგორიცაა წყლის თუ კლიმატურ ცვლილებებს.

საუბედუროდ, ბავშვები და ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ემოციური, სექსუალური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე ჩვენ გვგგონია, რაც მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე და იმოქმედებს მომავალზე. ძალადობა აზიანებს ბავშვებს, ანგრევს ოჯახებს, მოქმედებს საზოგადოებაზე. მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი და წმინდა კრება აცხადებს რომ: ,,თანამედროვე ქორწინებასა და ოჯახში არსებული  კრიზისი არის შედეგი თავისუფლების, როგორც პასუხისმგებლობის კრიზისისამისი დაცემისა ეგოისტურ თვითრეალიზაციამდე, მისი იდენტიფიკაციისა ინდივიდუალურ თვითდაკმაყოფილებასთან, თვითკმარობასა და ავტონომიურობასთანდა  ქალსა და მამაკაცს შორის საკრამენტული ხასიათის ურთიერთობის დაკარგვისა, რაც გამომდინარეობს სიყვარულის მსხვერპლადგაღების  სულის დავიწყებიდან.’’ (ენციკლიკა 7)

            ამ სულითa და დღევანდელი მრავალგვარი კრიზისის ყურების ფონზე, მსოფლიო საპატრიარქომ ინგლისის ეკლესიასთან ერთად (იგულისხმება ანგლიკანური ეკლესია. გ.ლ.), მოაწყო ფორუმი თანამედროვე მონობის შესახებ, სახელწოდებით- ,,ცოდვები ჩვენს თვალწინ,’’ რომელიც გასული წლის თებერვალში გაიმართა. ჩვენ სიხარულით ვუმასპინძლეთ ემს-ს წარმომადგენლებს, რომლებმაც ამ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ეს იყო წმინდა და დიდი კრების გავლენა მართლმადიდებელი ეკლესიის სიცოცხლესა და მსახურებაში, რომელიც ასევე მიმართავს ხალხს- ,,იმოქმედონ ადამიანთა ტრეფიკინგისა და მონობის თანამედროვე ფორმების წინააღმდეგ. (მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში, 1). როგორც შემდგომ აღვნიშნეთ,  ჩვენs ეკლესიებს არ შეუძლიათ ბოროტების წინააღმდეგ თვალების დახუჭვა, გაჭირვებულთა ტირილზე,  ჩაგვრაზე და მათ ექსპლუატაციაზე ინდიფერენტულობა. ჭეშმარიტი რწმენა ყოველთვის უნდა იყოს არაადამიანურ ძალთა წინააღმდეგ მუდმივი ბრძოლის  წყარო.

როგორც ეკლესიებმა, მსოფლიოს მასშტაბით უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, ნებისმიერი ფორმისა და დროის მონობის აღმოსაფხვრელად. დაახლოებით 2 წლის წინ  მივიღეთ დეკლარაცია- რელიგიური ლიდერები თანამედროვე მონობის წინაამდეგ (2 დეკემბერი, 2014 წელი), გამოვაცხადეთ მონობა, ,,კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად’’ და შევთანხმდით, რომ როგორც ეკლესიები უნდა გავერთიანდეთ, რათა ‘’ყველა ძალა ვიღონოთ, როგორც ჩვენს თემებს შიგნით ასევე მის გარეთ, რათა ერთად ვიმუშაოთ მონობისა და ტრეფიკინგის ყველა მსხვერპლის  გასანთავისუფლებლად,  ამგვარად შეიძლება მათი მომავლის აღდგენა.’’ ამ გადაუდებელი მიზნის მისაღწევად, ჩვენი მოწინააღმდეგეა არა მხოლოდ თანამედროვე მონობა, არამედ ასევე ის სული, რაც მას ასაზრდოებს,  შემოსავლის, მომხმარებლობის, დისკრიმინაციის, რასიზმის, სექსიზმისა და ეგოცენტრიზმის გაღმერთება.

ამ სულის წინააღმდეგ ყველამ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ისარგებლობლოს სოლიდარობის კულტურამ, სხვებისადმი პატივისცემამ და დიალოგმა. საერთო შეგნების გრძნობით ჩვენ უნდა გავატაროთ კონკრეტული ინიციატივები და მოქმედებები, რისთვისც გვჭირდება მძლავრ მოქმედებათა მობილიზება.

ქალბატონებო და ბატონებო!

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო აგრძელებს რა მის პროგრესირებას სამართლიანობისა და მშვიდობისათვის, იწვევს მის წევრ ეკლესიებს, რათა ‘’უსამართლობითა და ტკივილით აღსავსე მსოფლიოს სამკურნალოდ ერთად იღვაწონ საერთო სარგებლობისთვის, ეკლესიის  ჭეშმარიტი მოწოდების განსანახლებლად, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების, სამართლიანობისა და მშვიდობის ერთობლივივად დასახმარებლად’’ ჩვენ, მსოფლიო საპატრიარქოს სახელით ვაცხადებთ მისადმი სრულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ამ ჭეშმარიტად ძმურ, ეკუმენიკურ თანამშრომლობას შეუძლია განკურნოს და შეცვალოს ჩვენი საერთო სახლი, მასში არსებული სულიერი, ეთიკური და ეკოლოგიური პრობლემებით. შესაბამისად- ვმსახურებთ ჩვენი საერთო უფლისა და მხსნელ იესო ქრისტესადმი- რომ ჩვენი ეკლესიები უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს და აღმოაჩინონ თუ როგორი გადაუდებელი და საჭიროა ,,რაითა ყოველნი ერთ იყვნენ.’’ (ინ. 17:21) ამიტომ ლოცულობდა წმინდა და დიდი კრება: ,,ვლოცულობთ იმისთვის, რომ ერთობლივად იმოღვაწეონ ქრისტიანებმა, რათა მოახლოვდეს ის დღე, როდესაც უფალი აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესიების სასოებას და „იქნება ერთი სამწყსო, ერთი მწყემსი“ (იოან. 10.16).’’ (მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი 24.)

ამ პერსპექტივაში უფალმა დალოცოს გენერალური სამდივნო, მთელ ემს-ს და ყველა თქვენგანი, მნიშვნელოვანი და მომავალი მისიისთვის.

ყველას გმადლობთ ყურადღებისთვის!

წყარო-http://www.oikoumene.org/en/resources/documents/other-meetings/address-of-his-all-holiness-ecumenical-patriarch-bartholomew

ქართული წყარო- https://goo.gl/fFnnKy

წმ. გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრისთვის სპეციალურად თარგმნა გურამ ლუსმანაშვილმა

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s