ალექსანდრიის პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

image

სააღდგომო ეპისტოლე- 2017 წელი თეოდორე II პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის სამოციქულო და საპატრიარქო ტახტიდან ყველას გიძღვნით, ჩვენი აღდგომილი ღმერთისა და მხსნელი იესო ქრისტეს მადლსა და მშვიდობას ,, და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.’’ (მთ 28: 20)
საყვარელო ძმებო და დებო, ამ სიტყვებით, ამ იმედისმომცემი დაპირებით, უფლის ძემ განასრულა თავისი გამომხსნელობითი მისია დედამიწაზე. მან, რომელიც ,,გარდამოხდა ზეცით’’ და მოევლინა მიწაზე რათა ჩვენთვის გამოხსნის საშუალება მოეცა. მან, რომელიც დამდაბლდა ჩვენთვის, მან ვინც ჯვარზე ავიდა და ჩვენთვის მოკვდა. მან ვინც ჩვენთვის დაიმარხა. ვინც ჩვენთვის აღდგა და უკვდავება მოგვანიჭა. თუმცა, ამ ყოველივეს შეჯამება არ ყოფილა მხოლოდ სიტყვიერი, არც უბრალოდ ისტორიული. პირიქით, ის იყო დინამიკური და მარადიული. ეკლესია უფლის აღდგომით გახდა უცვლელი მოძრაობის მატარებელი, არა როგორც შემოსაზღვრული რელიგია, არამედ როგორც ქრისტეს სხეული, როგორც ცოდვილ ადამიანთა გახსნილი კავშირი, რომლებიც ეძებენ ხსნას. ადამიანთა, რომლებიც იღებენ ქრისტეს მოხმობას- ,,მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.’’ (მთ. 11.28) ეკლესია საბოლოოდ გახდა ცოცხალი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ვუყვარვართ აღმდგარ ღმერთს, რადგან მას ღმერთის სიყვარულის გარდა შეუძლია ყველაფერზე იდავოს. მაგრამ რა არის ის რაც ჩვენ გვაშორებს მამისეულ სახლს? რა არის ის რაც არ გვაძლევს უკან, მამასთან დაბრუნების საშუალებას? მასთან ვისაც ვუყვარვართ და მოგველის. შესაძლოა საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული ნდობა? თუ ჩვენი პირადი შეცოდებანი იმდენად დიდია, რომ ღმერთის სიყვარულს აჭარბებენ? შესაბამისი პასუხია ის მანძილი, რომელიც გვაშორებს ღმერთისგან, რწმენის ნაკლულოვანების გამომჟავნება. ასეა, რადგან იმედი და სიყვარული ღმერთთან კავშირით მოგვენიჭება მხოლოდ მაშინ როდესაც იგი ჭეშმარიტ რწმენაზეა დაფუძნებული. იმედი და სიყვარული გვიჩვენებს ღმერთისაკენ მისაბრუნებელ ბილიკს მხოლოდ მაშინ, როდესაც მზად ვართ პეტრესავით ვაღიაროთ: ,,შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი’’ (მათე 16:16). მხოლოდ მაშინ როდესაც რწმენა მხოლოდ ტრაბახის დასაბამი კი არაა, არამედ ხდება კეთილი საქმეების უშრეტი წყარო. სამწუხაროა რომ დღეს შეგვიძლია მივაღწიოთ ცოდნის მწვერვალებს, მაგრამ რწმენის ანბანის უცოდინარები ვართ, შეიძლება დიდად წარმატებულნი ვიყოთ ტექნოლოგიურ სფეროში, მაგრამ დავეცეთ საღვთისმეტყველო უცოდინარობამდე. გვერდზე ვწევთ საღვთო სიტყვის ჭეშმარიტებას და


ვერწმუნებით მეცნიერების, ფილოსოფიის ან პოლიტიკის სივრცეებიდან მომავალ სახარებებს. უარვყოფთ ღმერთს და ვიჯერებთ, რომ ჩვენი მყოფობის განსაზღვრისათვის იგი არ გვჭირდება. ვივიწყებთ ჭეშმარიტ რწმენას და ვნებდებით ჩვენი დროის ერესებს, ჩვენი ეგოს ტრიუმფით, ძალითა და სიმდიდრით. და ახლა დამწუხრებით აღმოვაჩენთ რომ ჩვენ სამყაროში ,,ძლიერთა ამა სოფლისათა’’ უგუნურებები ბატონობს. ვეძებთ ვიპოვოთ ხსნის გზა და ახლა, როდესაც ღმერთის სიყვარულის უცოდინარნი გავხდით, ვეძებთ რომ ამ სიტყვების წარმოსათქმელი ძალა: ,,აღვდეგ და წარვიდე მამისა ჩემისა’’ (ლკ. 15. 18) თუმცა, ჩვენი პირადი აღდგომა შეუძლებელია მოხდეს რწმენის განახლების გარეშე. სახარებისეული ,,უსწავლელობა’’ მსოლოდ უფლის სიტყვის ცხოვრებისეული შესწავლით შეიძლება განიკურნოს. საყვარელო ძმებო და დებო, 21 საუკუნე გავიდა ღმერთკაცის აღდგომისა და სხვადასხვა ერებზე სახარების გავრცელებიდან, კაცობრიობას კვლავ უიმედოდ შორდება საღმრთო ნებელობას, მამისეულ სახლში ჩვენი უსაფრთხო დაბრუნების ერთადერთ მიმართულებას, რაც რწმენის ხელახალი ევანგელიზაციაა. რწმენისა არა როგორც გონების, არამედ უმთავრესად როგორც გულის გამოცდილების. რწმენისა არა როგორც აზრის, არამედ ქრისტეს პიროვნების დამოწმებით, რომელიცაა გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. რწმენის, როგორც მისიონერობის, როგორც ქრისტეს სახარებისეული გადმოცემის სამყაროს აღსასრულამდე გადაცემა. სწორედ ამას ვიქმთ აფრიკაში, რადგან, როგორც ოქროპირი ამბობს, იმ ქრისტიანზე, ვინც სხვების გადარჩენისთვის არ ზრუნავს, უფრო მეტად გულგრილი ადამიანი არ არსებობს.’’ (P.G. 60, 162) შეიძლება ეს სამკალი იყოს ფრიადი და მუშაკნი მცირედნი, მაგრამ ჩვენი გულები არიან თბილი, უფლის მიერ დაპირებული იმედით, რომ ,,ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან’’ ეკლესიას (მათე 16: 18). უფლის ეს იმედისმომცემი დაპირება არის ის რაც გარდაქმნის სამისიონერო მუშაობას სიყვარულის მისიად, რომელიც ამარცხებს სიკვდილს. ზუსტად ისე, როგორც უფალმა დათრგუნა სიკვდილი თავისი აღდგომით.
ქრისტე აღდგა! პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის თეოდორე II ალექსანდრიის დიდებული ქალაქიდან წმინდა აღდგომა 2017 წყარო- http://www.patriarchateofalexandria.com/index.php? module=news&action=details&id=1253

ქართული წყარო-https://goo.gl/vreliN

ბერძნულიდან თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s