Monthly Archives: მაისი 2017

ალექსანდრიის პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

image

სააღდგომო ეპისტოლე- 2017 წელი თეოდორე II პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის სამოციქულო და საპატრიარქო ტახტიდან ყველას გიძღვნით, ჩვენი აღდგომილი ღმერთისა და მხსნელი იესო ქრისტეს მადლსა და მშვიდობას ,, და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.’’ (მთ 28: 20)
საყვარელო ძმებო და დებო, ამ სიტყვებით, ამ იმედისმომცემი დაპირებით, უფლის ძემ განასრულა თავისი გამომხსნელობითი მისია დედამიწაზე. მან, რომელიც ,,გარდამოხდა ზეცით’’ და მოევლინა მიწაზე რათა ჩვენთვის გამოხსნის საშუალება მოეცა. მან, რომელიც დამდაბლდა ჩვენთვის, მან ვინც ჯვარზე ავიდა და ჩვენთვის მოკვდა. მან ვინც ჩვენთვის დაიმარხა. ვინც ჩვენთვის აღდგა და უკვდავება მოგვანიჭა. თუმცა, ამ ყოველივეს შეჯამება არ ყოფილა მხოლოდ სიტყვიერი, არც უბრალოდ ისტორიული. პირიქით, ის იყო დინამიკური და მარადიული. ეკლესია უფლის აღდგომით გახდა უცვლელი მოძრაობის მატარებელი, არა როგორც შემოსაზღვრული რელიგია, არამედ როგორც ქრისტეს სხეული, როგორც ცოდვილ ადამიანთა გახსნილი კავშირი, რომლებიც ეძებენ ხსნას. ადამიანთა, რომლებიც იღებენ ქრისტეს მოხმობას- ,,მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.’’ (მთ. 11.28) ეკლესია საბოლოოდ გახდა ცოცხალი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ვუყვარვართ აღმდგარ ღმერთს, რადგან მას ღმერთის სიყვარულის გარდა შეუძლია ყველაფერზე იდავოს. მაგრამ რა არის ის რაც ჩვენ გვაშორებს მამისეულ სახლს? რა არის ის რაც არ გვაძლევს უკან, მამასთან დაბრუნების საშუალებას? მასთან ვისაც ვუყვარვართ და მოგველის. შესაძლოა საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული ნდობა? თუ ჩვენი პირადი შეცოდებანი იმდენად დიდია, რომ ღმერთის სიყვარულს აჭარბებენ? შესაბამისი პასუხია ის მანძილი, რომელიც გვაშორებს ღმერთისგან, რწმენის ნაკლულოვანების გამომჟავნება. ასეა, რადგან იმედი და სიყვარული ღმერთთან კავშირით მოგვენიჭება მხოლოდ მაშინ როდესაც იგი ჭეშმარიტ რწმენაზეა დაფუძნებული. იმედი და სიყვარული გვიჩვენებს ღმერთისაკენ მისაბრუნებელ ბილიკს მხოლოდ მაშინ, როდესაც მზად ვართ პეტრესავით ვაღიაროთ: ,,შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი’’ (მათე 16:16). მხოლოდ მაშინ როდესაც რწმენა მხოლოდ ტრაბახის დასაბამი კი არაა, არამედ ხდება კეთილი საქმეების უშრეტი წყარო. სამწუხაროა რომ დღეს შეგვიძლია მივაღწიოთ ცოდნის მწვერვალებს, მაგრამ რწმენის ანბანის უცოდინარები ვართ, შეიძლება დიდად წარმატებულნი ვიყოთ ტექნოლოგიურ სფეროში, მაგრამ დავეცეთ საღვთისმეტყველო უცოდინარობამდე. გვერდზე ვწევთ საღვთო სიტყვის ჭეშმარიტებას და

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქის სიტყვა

HAH-Ecumenical-Patriarch-Bartholomew-speaking-in-Jerusalem

მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქის სიტყვა

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო

24 აპრილი, 2017 წელი

თქვენო უსამღვდელოესობავ, თქვენო აღმატებულებავ,

საერთაშორისო ინსტიტუტების პატივცემულო წარმომადგენლებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

,, აჰა, ესერა რაი-მე კეთილ, ანუ რაი-მე შუენიერ, არამედ დამკვიდრება ძმათა ერთად!’’ (ფს.132:1)  ზუსტად ის გრძნობებია გამოხატული ფსალმუნთმგალობლის მიერ, რასაც განვიცდით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში სტუმრობისას. განსაკუთრებულია ჩვენი თითოეული ვიზიტი, როგორც საპატრიარქო ტახტზე არჩევიდან 25 წლის განმავლობაში, ასევე უფრო ადრეულიც  და ჩვენ სათუთად ვინახავთ ამ მოგონებებს. ჩვენთვის პირადად, ისევე როგორც მთლიანად ეკლესიისთვის, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო არაა უცხო, არამედ კარგად ნაცნობი ადგილი. ჭეშმარიტად, დაახლოებით 1 საუკუნის წინ მსოფლიო პატრიარქმა მოუწოდა ‘’ქრისტეს ყველა ეკლესიას ყველგან’’ და 1948 წლიდან გახდა ამ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი წევრი. აქედან მოყოლებული ჩვენი ეკლესია აქტიურად მონაწილეობს საბჭოში და მის ‘’რწმენისა და წესრიგის’’ კომისიაში. 1955 წლიდან მსოფლიო საპატრიარქომ შექმნა მუდმივმოქმედი დელეგაცია, როგორც განგრძობადი ურთიერთთანამშრომლობის ნიშანი. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მუდმივი წარმომადგენლები   მსოფლიო ეკლესიათა საბჭოსა და ეკუმენიკური მოძრაობაში იყვნენ: მალტის ეპისკოპოსი იაკობი, მიტროპოლიტი ემილიანე ტიმიადისი, მსოფლიო საპატრიარქო ტახტის პრესვიტერი გიორგი ცეცისი, არქიმანდრიტი ბენედიქტე იოანუ, ბატონი გიორგი ლემოპულოსი, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს აჟამინდელი მდივანი და ახლა გახლავთ ტალმეოსის მთვარეპისკოპოსი იობი.

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები