პირეის სამიტროპოლიტოს წარმომადგენლებიი მსოფლიო საპატრიარქოში

article_28448_156398

მსოფლიო საპატრიარქოს დღევანდელი ცნობის მიხედვით, მისმა ყოვლადუწმინდესობა პატრიარქმა აუდიანციაზე მიიღო პირეის სამიტროპოლიტოს წარმომადგენლები-კონსტანტინე დანდილი და ლიკურღონ მარკუდინი თანხმლებ პირებთან ერთად,რომლებმაც კონსტატინეპოლის მთავარეპისკოპოსს გადასცეს სამახსოვრო საჩუქარი, მისი მწყემსმთავრობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

            ცნობილია რომ პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე მკვეთრად ეწინააღმდეგება წმინდა და დიდ კრებას, მოიხსენიებს რა მას როგორც ,,ერესად და პარარელიგიურად.’’ სამიტროპოლიტოდან ყოველდღიურად გაისმის მსოფლიო საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული განცხადებები, მისი მღვდელთმსახური ანგელოზ ანგელაკოპულოსი  მომავალ კვირას ოფიციალურად და საჯაროდ აპირებს  წმინდა და დიდი კრების ერეტიკულად გამოცხადებას, ყოველივე ამის და კიდევ სხვა მრავალი ბრალდების მიუხედავად, მაღალყოვლადუსამღვდელოესი პირეელი მიტროპოლიტი არ ,,იზღუდება’’ რომ საჩუქარი უძღვნას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ,,პატრიარქობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე’’ და  ფანარში გააგზავნოს საკუთარი წარმომადგნელები.

            ინფორმაციის მიხედვით საჩუქარი გახლდათ მსოფლიო პატრიარქის მოზაიკური პორტრეტი. პირეის სამიტროპოლიტოს თანამშრომლები კონსტატინე დანდილი და ლიკურღოს მარკუდისი არიან  რადიოსადგურ-,,პირეის ეკლესიის’’ ხელმძღვანელები, შესაბამისად მთავარი დირექტორი და პროგრამების ხელმძღვანელი. დასახელებული რადიოსადგური ხშირად გამოდის (და სხვაგვარად არც შეუძლია) წმინდა და დიდი კრების საწინააღმდეგოდ, ხოლო ლიკურღოს მარკუდისს პროფესორ დიმ. ცელენგიდისთან ერთად, (ვისაც პერსონალური რეპორტაჟები აქვს რადიოსადგურზე) მიყავდა ,,მკაცრი რადიოგადაცემები.’’ თუმცა რა თქმა უნდა მათ არავინ ზღუდავთ ფანარში წასასვლელად და მსოფლიო პატრიარქისადმი პანეგირიკის მისაძღვნელად.

            როგორც პირეის სამიტროპოლიტოს, ასევე რადიოსადგურის თანამშრომლების სინანული მაგალითია ყველასათვის. ვიმედოვნებთ რომ მსოფლიო პატრიარქის განკითხვების შემდეგ, აღნიშნული ფაქტი პირეის სამიტროპოლიტოს სასულიერო პირების მხრიდან დამოკიდებულების გამოსწორების საწინდარი გახდება, ხოლო პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე, ფანარისა და მართლმადდებლური სამყაროს პირველიერარქისადმი პატივისცემით განიმსჭვალება.

            აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წლის აგვისტოში, პირეის მერი და სამიტროპოლიტოს რჩეული იოანე მორალისი, ვიზიტით იმყოფებოდა მსოფლიო პატრიარქთან ფანარში და მოიწვია მწყემსმთავარი საბერძნეთის ყველაზე დიდი პორტის მოსანახულებლად.

წყარო-http://panagiotisandriopoulos.blogspot.gr/2017/03/blog-post_93.html?m=1

ბერძნულიდან თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s