უკრაინელი ლიდერების პოზიცია, ამავე ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის თაობაზე

ba

უკრაინის წინა ორმა პრეზიდენტმა შესთავაზა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს პეტიცია, რომელზე 5 000 ადამიანი აწერდა ხელს, იგი  ეხებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტონომიის სტატუსს.

ლეონიდ კრავჩუკი და ვიქტორ  იუშჩენკო შეხვდნენ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს 2016 წლის აგვისტოში, მაგრამ ამ შეხვედრის დეტალები კვლავ უცნობია. ახლახანს BBC-მ განაცხადა, რომ უკრაინელმა ლიდერებმა შესთავაზეს მსოფლიო პატრიარქს , რომ მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლად ეცნო ამ ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალურად.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია  უკრაინას თავის ,,კანონიკურ ტერიტორიად’’ მიიჩნევს და თვლის რომ ტრადიციულადაც ეს ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რაც უკრაინამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ფილარეტმა  დამოუკიდებელ ერთეულად გამოაცხადა კიევის საპატრიარქო, რომლის ხელმძღვანელიც თავად გახლავთ. ამის მიუხედავად არც მსოფლიოსა და არც მოსკოვის საპატრიარქოს არ მიუნიჭებია მისთვის ავტოკეფალია. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამტკიცებს, რომ  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ მყოფი) არის მართლმადიდებელი კრებულის  ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი  ამ ქვეყანაში.

12 / 09 / 2016

წყაროები:

https://www.catholicculture.org/news/headlines/index.cfm?storyid=29317

http://www.pravoslavie.ru/english/97008.htm

თარგმნა და მოამზადა- გურამ ლურსმანაშვილმა

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები, Uncategorized

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s