37 მანეთიანი მენტალიტეტი, ანუ ისრაელი ერი ეგვიპტეში

SvFBRU33S8

,,სჯობს  მონობაში  გადიდკაცებულს,  თავისუფლების  ძებნაში  მკვდარი.”

ახლახანს ერთ სიუჟეტს ვუყურებდი, სადაც კახეთში ჩასული  ქართველი მამაკაცი ადგილობრივებს ეკითხება -,,რუსეთი თუ ამერიკა’’, პასუხები  ერთმნიშვნელოვანია, რომ ამერიკას არ უნდა ვეომოთ, კარგად უნდა ვიყოთ, მაგრამ რუსეთთან …. და.ა.შ. კი იცით თქვენც. არგუმენტებიც მარტივი და  ყველასათვის ნაცნობი:

1-რუსეთი მართლმადიდებელია; 2-ჩვენი ყურძენი, ღვინი და ხახვი გავა, იქიდან კი ფქვილი შემოვა; 3-სახლები მარტო კომუნისტების დროს აშენდნენ; 4-ამერიკელების ენა არ ვიცით; 5-ამერიკელს თავისი და-ძმა არ უნდა, რუსეთს კი უჰ;

,,ამერიკა ვისაც უნდათ’’ თუ ვინ არიან, ამაზეც საინტერესო პასუხი აქვთ, ეს ხალხია- ,,ტ…კიტოლა გოგო-ბიჭები, რომელსაც დისკოტეკას მოუწყობენ, აგულავებენ და ათქმევინებენ რომ ამერიკა კარგია’’ და.ა.შ. მოკლედ თქვენც რომ ხშირად მოგისმენიათ ის სიტუაციაა. პირადად მე ამ სიუჟეტის ცქერისას ერთდროულად ვიგრძენი- ბრაზი, სიბრალული, თანაგრძნობა და.ა.შ. ყველაფერი, მერე უცბად საშველზე დავფიქრდი, მივხვდი რომ ამგვარად მოაზროვნე ხალხს გარკვეულწილად ვერც გაამტყუნებ და არც ,,გამოსწორებაზე” უნდა შეიქმნა ილუზიები. ამის შემდეგ ბიბლიის უმნიშვნელოვანესი პასაჟი გამახსენდა, რომლის გაანალიზების შემდეგაც დავმშვიდდი. მრავალჯერ მითქვამს და განვმეორდები, შემთხვევით არ ყოფილა რომ მოსემ  ეგვიპტის მონობიდან რომ გამოიყვანა ისრაელი ერი და 40 წლის მანძილზე გაურკვეველი მიმართულებით ატარა უდაბნო. არადა ეგვიპტესა და ისრაელს შორის მანძილი დაახლოებით 40 დღის სავალს შეადგენდა. მიზეზი რა იყო იცით? რა და სრულიად უნდა გამქრალიყო ის თაობა, რომელიც ,,ეგვიპტურად აზროვნებდა’’, რომელსაც ენატრებოდა იქაური ჭამა-სმა, გართობა, გარყვნილება,  უზრუნველი ცხოვრება და არ სურდა თავისუფლება. არც მეტი და არც ნაკლები, სანამ ამგვარად მოაზროვნე ყველა პიროვნება არ წავიდა ებრაული თემიდან, ისრაელი ერი აღთქმულ მიწაზე არ (ვერ შევიდა).   ხოდა ჩვენც როდესაც საშველზე ვფიქრობთ უნდა გავაანალიზოთ რომ სანამ არ გაქრება იმ თაობისა და აზროვნების მქონე ადამიანთა ჯგუფის თითოეული წარმომადგენელი, რომ რომლისთვისაც ,,37 მანეთიანი მენტალიტეტი’’ და საკუთარი მოსავალის რეალიზება უფრო მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე ქვეყნის თავისუფლება, სუვერენიტეტი, დეოკუპაცია, დემოკრატია და.ა.შ. არაფერი გვეშველება. ასეთი თაობა უნდა წავიდეს! ამქვეყნიდან (სიკვდილი არ იფიქროთ მაინცდამაინც, შეიძლება რუსეთის მიმართულებით ბილეთი ავუღოთ, ოღონდ მხოლოდ ,,ტუდა’’ და არა ,,აბრატნი’’). ამის იქით კი ახალი თაობა ნამდვილად მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. დიახ, დღეს ასობით ქართველი ახალგაზრდა ღამეებს ათენებს, ეძებს, იკვლევს, განიცდის და ტკივა საკუთარი სამშობლოს გასაჭირი, თავაუღებლად შრომობს ევროპის უნივერსიტეტებში, რომ საკუთარ მიწა-წყალს გამოადგეს, ფიქრობს მისი ეკლესიის ხვალინდელ დღეზე, იბრძვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ჯერა რომ ,,ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება!’’ მათ კალამს არ სჭირდება ტაში, მთავარია

წმინდა სიტყვა უშიშარად მოფინონ ხალხში
,,ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.’’

გურამ ლურსმანაშვილი

27/8/2016

Advertisements

2 Comments

Filed under და.ა.შ.

2 responses to “37 მანეთიანი მენტალიტეტი, ანუ ისრაელი ერი ეგვიპტეში

  1. ზუსტად და მოკლედ დააფიქსირე პრობლემაც და პრობლემის აღმოფხვრის მექანიზმიც.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s