ბულგარელთა უკმაყოფილება მათი მართლმადიდებელი ეკლესიის დუმილზე, ფრანგი მღვდლის მკვლელობის თაობაზე

Bulgarian-Orthodox-Church-Holy-Synod-headquarters-Sofia-photo-Clive-Leviev-Sawyer-e1351419629937-604x272

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევრებში დაპირისპირება წარმოიშვა რომაული წესის კათოლიკე მღვდლის ჟაკ ჰამელის მკვლელობის თაობაზე და  მასთან დაკავშირებით გაკრიტიკებულ იქნა ის სიჩუმე და დამოკიდებულება სხვა არამართლმადიდებელ ქრისტიანებთან, რაც ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან შეინიშნება.

დაპირისპირებანი განახლდა მას შემდეგ რაც ორი შეიარაღებული ადამიანი რუენთან ახლოს მდებარე ეკლესიაში დილის მსახურების დროს შეიჭრა. მათ მძევლად აიყვანეს 5 ადამიანი.  ყელი გამოჭრეს მამა ჟაკს და  გარდა მძიმედ დაშავდა ერთი მორწმუნე. (დაწვრილებით იხილეთ)[1]

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულებაზე სხვა  ქრისტიანებთან, (ისევე როგორც ეს გამოიხატა  კრეტის სრულიადმართლმადიდებლურ კრებაზე არდასწრებით) უკმაყოფილო ცნობილმა ბულგარელმა მოღვაწემ- თეოდორა დიმოვამ დაწერა სტატია, რომელიც გამოქვეყნდა ერთ-ერთ საიტზე სახელწოდებით- ,,ერეტიკოსი თუ მოწამე’’

ის აცხადებს რომ ეკლესიის მხრიდან ბოლო პერიოდში განხორციელებული ღონისძიებები, მაშნაც კი როდესაც სისხლი დაიღვარა,  თანაგრძნობის ნაკლებობა, განპირობებული იყო გულცივობით. იგი აცხადებს:

,,ჩვენ ,,დავყრუვდით და დავბრმავდით’’, რადგან უმრავლესი ბულგარელები ინათლებიან ნომინალურად და მათი ქმედებანი სრულიად უცხოა ეკლესიისთვის. რომ ნათლობა გახდა მხოლოდ ტრადიცია ან საუკეთესო შემთხვევაში ,,დაზღვევა’’

მას შემდეგ რაც ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი განაცხადა კრეტის კრებაზე დასწრების თაობაზე, ამავე ეკლესიის მიერ ის ეკლესიები და ეპისკოპოსები, რომლებმაც კრებაში მიიღეს მონაწილეობა, შეფასდნენ როგორც ,,საშინელნი და ცოდვებით დაქცეულნი.’’

ეს ატმოსფერო გამოწვეულია კონფრონტაციით, უხეშობით, სიმწარით და უარყოფით, რომელიც შეიძლება შევადაროთ მხოლოდ კლასობრივ მტრისადმი წარმოებულ ბოლშევიკურ სამხედრო შეუწნარებლობას.

ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარყო ტერმინი რომაულ-კათოლიკური ეკლესია და ეკლესია. მას ასევე პრობლემა ჰქონდა რომაელ კათოლიკეთა დამკვირვებელთა კრებაზე დასწრების საკითხზე, ამ ლოგიკით მამა ჟაკი არ იყო მღვდელი და მომხდარ  ბარბაროსობასაც  ,,დუმილით უნდა შევხვდეთ.’’>>

ჟურნალისტი ტონი ნიკოლოვი  იხსენებს ერთ შემთხვევას, როდესაც მან დაინახა კათოლიკე მღვდლის- მამა პავლესა  და ბულგარელი მართლმადიდებელი მღვდლისა  შეხვედრა,  როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა- ,,მე არ ვართმევ ხელს ერეტიკოსს.’’ რაზეც მამა პავლემ უპასუხა: ,,მე ყოველდღე ვსტუმრობ ციხეებს და ვუწოდებ ჩემს ხელს მკვლელებსა თუ კრიმინალებს. თქვენ არ მიცნობთ მე. ჩვენ შეიძლება ვეკუთვნოდეთ სხვადასხვა ეკლესიებს და არ ვაზიარებდეთ ერთმანეთს, მაგრამ თქვენს მსგავსად ვარ ადამიანი. ისევე როგორც შევიქმენი ღმერთის ხატად და მსგავსად, ამ ყოველივეს უარყოფა კი შეუძლებელია.’’

თეოლოგიის პროფესორი კალინ იანაკიევი აცხადებს რომ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიი მიერ კრეტის კრებაზე არ გამგზავრებას თან ახლდა სასულიერო პირების მხრიდან გამოთქმული შეფასებები ამ კრებაში მონაწილე პირებისადმი, რომ ისინი იყვნენ- ეკლესიის მტრები როგორც მოდერნისტები, ეკუმენისტები, მოღალატეები, ერეტიკოსები და.ა.შ. ხოლო მსოფლიო პატრიარქ ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსს კი უწოდებდნენ ,,აღმოსავლეთის პაპს’’, რომთან ურთიერთობის გამო.

იანაკიევი კითხულობს, იქ სადაც წარმოდგენილ იყვნენ ისეთი ეკლესიის უმაღლესი იერარქები, როგორებიც არიან- კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, კვიპროსის, სერბეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის და ჩეხეთ-სლოვაკეთის, როგორ შეიძლება შეფასდეს კრეტის კრება რომ ის იყო ,,კოქტეილი’’(წვეულება) და ,,ანტი მართლმადიდებლური მეიდანი.’’

[1] http://www.orthodoxtheology.ge/260716/

წყაროები: http://panorthodoxcemes.blogspot.bg/2016/08/controversy-over-bulgarian-orthodox.html?m=1

http://kultura.bg/

http://sofiaglobe.com/2016/08/09/controversy-over-bulgarian-orthodox-churchs-silence-on-murder-of-french-priest/

მოამზადა- გურამ ლურსმანაშვილმა

 

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s