ცისკრის ჩატარების დრო და ზეთისცხება

 

12019856_1683216275225988_5325709435012293611_nპასუხი  FB-ს  პირად კედელზე დაწერილ პოსტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე        

        ვისურვებდი ვრცლად მესაუბრა პოსტს სათაურის ირგვლივ, მაგრამ სამწუხაროდ წინამდებარე წერილის ხასიათი არ მაძლევს საშუალებას ღრმად განვიხილო ცისკრის ჩატარების პერიოდი და ზეთისცხების პრაქტიკა, რომელიც ამ მსახურებაშია ჩართული. არამედ იძულებული ვარ ვუპასუხო ჩემი ერთ-ერთი პოსტის უმართებულო გააზრებას და მასზე გამოთქმულ შეფასებებს.

            ყველა ბლოგერისთვის სასიხარულოა, როდესაც მის ნაწერებს ეცნობიან  მკითხველები  და სხვასაც გადასცემენ მათ შინაარსს, მაგრამ სამწუხაროა თუ ეს ყოველივე არასწორი ფორმით  ხდება. შესაბამისად, იძულებული ვარ დავწერო ეს წერილი. ვგულისხმობ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ანთიმოზ ივერიელის მონასტერში ყოფნისას დაწერილ მოკლე პოსტს, რომელიც გამოვაქვეყნე 2015 წლის 9 სექტემბერს: ,,ბუქარესტში, ანთიმოზ ივერიელის მონასტერში, წირვის დასრულების შემდეგ (და არა ცისკრის შუაში,როგორც ეს მავნე ტრადიცია, სლავური გავლენით საქართველოშია გავრცელებული), მღვდელი ზეთს სცხებს ტაძარში მყოფ პირებს. ამ შემთხვევაში მეც’’[1] პოსტს თან დავურთე ამავე მონასტერში გადაღებული ფოტო. იგივე ფოტო გავაზიარე 2016 წლის 28 ივნისს და დავურთე მოკლე ტექსტი, რომლითაც ჩემს მეგობრებს ვულოცავდი უდიდესი საეკლესიო მოღვაწის-წმ.ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს. აღნიშნული პოსტის ირგვლივ ერთ-ერთმა მომხმარებელმა მკითხა: ,,გურამ,”მავნე ტრადიციარას ნიშნავს?ვისავნოგანა?რადგან ბერძნული და ქართული წესი არ ემთხვევა ერთმანეთს,ამიტომ ხომ არ თვლი,რომმავნეა“?’’ რომელზეც ვუპასუხე: ,,უპირველესად ზოგადად ცისკრის საღამოს ჩატარება უკვე ,,მავნეა’’ და ალოგიკური. რატომ უნდა ტარდებოდეს საღამოს ცისკარი საერთოდ ვერ ვხვდები. ამას რომ თავი დავანებოთ, ცისკრის წირვის წინა საღამოს ჩატარებამ გამოიწვია სწორედ ის, რომ ადამიანს, რომელიც კვირის 5-6 დღის მანძილზე მუშაობს, შაბათი დღეც ეკარგება და რატომ? იმიტომ რომ ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც სლავს ამგვარი რამ მოუვიდა ტვინში ხომ? რაც შეეხება წესის ბიზანტიურობას გეტყვით რომ ეს ბიზანტიური არაა.🙂 ხოლო ცისკარი კი, თუნდაც იგივე ქართული საღთვისმსახურო ტრადიციით, სწორედ დილით ტარდებოდა და არა საღამოს….’’  ამის შემდეგ კი სხვა მეგობრებთან ერთად გავაგრძელეთ საუბარი ნახსენები ტრადიციის შესახებ და საერთოდ არ გვიხსენებია ზეთისცხების საიდუმლო. იმის მიუხედავად რომ ვთვლიდი, ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ნებისმიერი სახის გაურკვევლობა თავიდან იქნებოდა აცილებული, ამა წლის ივლისის თვეში, უკვე დადებულ პოსტზე გავაკეთე ე.წ. P.S.- ,,ვგულისხმობთ ცისკრის საღამოს ჩატარების მავნე ტრადიციას და არა თავად ზეთისცხების საიდუმლოს არსს.’’ თუმცა, ჩემდა გასაკვირად, საკითხმა მაინც არასწორი მიმართულება შეიძინა და გაჟღერდა თითქოს- ,,უდიერად ვეპყრობოდი ზეთისცხების საიდუმლოს.’’ თუნდაც რომ ამგვარად ყოფილიყო საქმე (,,ნუ იყოფინ!’’), ბოლო პერიოდში  ჩემს ,,ბლოგერობასთან’’ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე,  მოსაზრების გავრცელებადე ამის მოქმედთ მინიმუმ უნდა გადაემოწმებინათ ეს ყოველივე (ან გავრცელების შემდეგ მაინც ეთხოვათ განმარტება), რაც სამწუხაროდ არ დაფიქსირებულა. (ვიმედოვნებ უნებლიედ).

            შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს მცდარი ინფორმაციის გავრცელება ვაცხადებ: -,,მიმაჩნია რომ ცისკრის მსახურების საღამოს ჩატარება (რომელიც საქართველოში სლავური გავლენით დამკვიდრდდა), არის მავნე პრაქტიკა, რომელიც მავანს სურს, რომ საქართველოს ადგილობრივი ეკლესიის ტრადიციად გაასაღოს.’’ მიუხედავად ამისა, საკითხის ასეთი მკვეთრი შეფასება ჩემი მხრიდან ოდნავაც არ გულისხმობს რაიმე ფორმით ამ ყოველივეს ზეთისცხების საიდუმლოსთან დაკავშირებას. მოსაზრების დაფიქსირების შემდეგ შევეცდები რამდენიმე არგუმენტით გავამყარო ჩემი მოსაზრება.

I-გავიხსენოთ სიტყვის ქართული ეტიმოლოგია და გადავშალოთ განმარტებითი ლექსიკონი, რომელშიც ვკითხულობთ: ,,ცისკარი (5, 21 საქმეეწოდება მოწევნასა განთიადისასა1, და შემდგომად მისა – განთიადი და შემდგომად – რიჟურაჟი; ხოლო აღმოსვლასა მზისასა – დილა და შემდგომად მწუხრამდე – დღე .’’[2]

            ნათელია რომ სახელი მიემართება დროის რადიკალურად განსხვავებულ პერიოდს და არა იმას, რასაც ჩვენ დღეს ვუწოდებთ.

II- ვნახოთ იგივე სიტყვის უცხოური შესატყვისები და თუ როგორ მოიხსენიებენ მას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები:

ა) ბერძნულად– ὄρθρος ეწოდება დღის დაწყებას. ( ბამბინოტი ზუსტ ცნობებს ვერ გვაწვდის, თუმცა ზოგადი შინაარსი ცნობილია).

ბ) ინგლისურად– Orthros- ბერძნული ენის გავლენით, ინგლისურშიც იგივე მნიშვნელობის მატარებელია დასახელებული სიტყვა.

გ) რუსულადутрение- დაკავშირებულია სიტყვასთან-,,утро’’(დილა).

დ) რუმინულად– UTRENIA-Utrenie. როგორც წინა შემთხვევაში აღვნიშნეთ, ეს უკანასკნელიც დილას მიემართება და არა საღამოს.

            ვფიქრობ. როგორც ქართულ ასევე უცხოენოვან ტერმინთა გაცნობისას დავრწმუნდით, რომ დასახელებული ლიტურგიკული მსახურება თუნდაც თავისი ეტიმოლოგიიდან გამომდინარე, გულისხმობს დღის დასაწყისს და არა დასასრულს.

III) ახლა უკვე სიმბოლურ მხარესაც შევეხოთ, გადავშალოთ სინური მრავალთავი (840 2.) და ვნახოთ თუ როგორ განმარტავდა ჩვენი წინაპარი ამ საღვთისმსახურო წესს:

,, მწუხრი და ცისკარიმწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარს იყოს სიხარული (ფს.29,5). მწუხრი იყო მოწაფეთა გლოვაჲ და ცისკარსსიხარული იგი აღდგომისაჲ“ [3]

            შემთხვევით არაა, რომ წმ.პავლე მოციქული რომაელებს ამგვარად მიმართავს: ,,ღამე იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა“ (რომ 13,12). მოციქულის გარდა საეკლესიო მწერლობაში მრავალგზის ფიქსირდება მსგავსი ალეგორია, შესაბამისად, როდესაც ცისკარს საღამოს ვატარებთ, ამ სიმბოლურ გააზრებასაც ვეწინააღმდეგებით, რომელიც წმ.წერილიდან მოდმინარეობს, საეკლესიო მწერლობით მტკიცდება და ძველი ქართული საღვთისმეტყველო (და არა მხოლოდ) ტრადიციით მოიტანეს ჩვენამდე წინაპრებმა.

IV- საუბარიც კი ზედმეტად  მიგვჩნია იმის თაობაზე, თუ როდიდან დადგინდა საქართველოში ცისკრის საღამოს ჩატარების პრაქტიკა. საქმე გვაქვს სინოდალური ,,ხანის’’ შემდგომ პერიოდს, ანუ XVII საუკუნეს, რა დრომდეც საქარველოში, ისევე როგორც სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში, ცისკრის მსახურება დილით სრულდება, რასაც მოებმოდა ღვთაებრივი ლიტურგია (და არა ჟამნები).

V- ყოველივე ზემოთთქმულის შემდეგ შეუძლებელია არ აღვნიშნოთ წმდა პრაქტიკული კუთხეც. დღეს, საქართველოს უმეტეს ტაძარში, მრევლი მოდის ტაძარში შაბათ საღამოს (დღესასწაულის წინა საღამოს), ესწრებიან მწუხრისა და ცისკრის მსახურებას, ხოლო მეორე დღეს კი I; III; VI ჟამნებს და საღვთო ლიტურგიას. იმ დროს, როდესაც სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები (რუსეთის გარდა) არ სთხოვენ მრევლს შაბათ საღამოს  მსახურებაზე დასწრებას, რადგან კვირას, წირვის დაწყების წინ ატარებენ ცისკარს, ამავე დროს აღესრულება პროსკომიდია (კვეთა), შესაბამისად აღარაა საჭირო დამატებით (I, III და VI ჟამნების ჩატარება) ცისკარს მოებმის საღვთო ლიტურგია, რითაც სრულდება მსახურება. ამგვარად, მრევლს საშუალება აქვთ 5-6 დღიანი დაძაბული სამშაო გრაფიკის შემდეგ დაისვენო 1 დღე საკუთარ ოჯახთან, ხოლო მეშვიდე დღეს მიბრძანდნენ ტაძარში, დაესწრონ მსახურებას, ეზიარონ განკაცებული ღმერთის ევქარისტიულ ძღვენს და დაბრუნდნენ  სახლებში.

            ზემოთმოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე მიმაჩნია რომ წესს, რომელიც  ეტიმოლოგიური, სიმბოლური, ქართული ადგილობრივი საღვთისმსახურო პრაქტიკით, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის (რუსეთის გარდა) ლიტურგიკული ტრადიციით, პრაქტიკული დანიშნულებით  გაუმართლებელია, მაქვს უფლება პირად ბლოგზე ან FB  კედელზე ვუწოდო ,,მავნე ტრადიცია.’’

            საუბრის ბოლოს გავიხსენებ იგივე სიტუაციასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ეპიზოდს, როდესაც დასახელებული პოსტის ,,საჯარო განხილვისას’’, ამტკიცებდნენ რომ ცისკრის მსახურების საღამოს ჩატარება, არის ,,საქართველოს ადგილობრივი ეკლესიის ტრადიცია.’’   ზემოთმოყვანილ არგუმენტებს რომ თავი დავანებოთ იმ ფონზე, როდესაც თავად რუსები ერთმნიშვნელოვნად წერენ: ,, Елеопомазание совершается: на воскресной и праздничной утрени. В России это происходит после чтения Евангелия (на полиелее), в Греции — по окончании утрени. Верующие после поклонения праздничной иконе и Евангелию подходят к священнику, который их помазывает с произнесением слов «Во и́мя Отца́ и Сы́на и Свята́го Ду́ха»‘’[4]  მიმაჩნია რომ ყოველივეს ,,ქართულად გამსაღებელი’’ მინიმუმ ცდება, მაქსიმუმ კი შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა. (უფრო ვრცლადაც შეიძლება იმის განხილვა, თუ რატომაა უმჯობესი ზეთისცხების ცისკრის დასასრულს ჩატარება და არა სახარების წაკითხვის შემდეგ, მაგრამ რადგან ჩვენი უპირველესი პოსტი არანაერად უკავშირდებოდა ზეთისცხების საიდუმლოს, შესაბამისად  ვრცლადაც არ განვიხილავთ მას).

დასკვნა

          წინამდებარე წერილიდან გამომდინარე ვფიქრობ ნათელია, თუ რა დამოკიდებულება მაქვს ზემოთმოყვანილ საკითხების თაობაზე, რას და რატომ მივიჩნევ მავნე ტრადიციად და რატომ მიმაჩნია გაუმართლებლად ,,სლავური გვიანდელი პრაქტიკების’’ ქართულ საღვთისმსახურო წესებად ,,დადგინება’’. სხვა თუ არაფერი რა პასუხი უნდა გავცეთ ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც 21 საუკუნე, მრავალი სისხლი, უბედურება და გაჭირვება შეალიეს იმას, რომ საქართველოს ეკლესიას ღირსეული ადგილი განკუთვნებოდა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის.

            ვიმედოვნებთ, რომ წერილში ნახსენები მოვლენები  იყო ერთჯერადი ხასიათის, განვითარდა უნებლიედ და კავშირში არაა ამა თუ იმ ადამიანთან დაკავშირებულ პიროვნულ და მსოფლმხედველობით დაპირისპირებასთან.

[1]https://www.facebook.com/photo.php?fbid=1683216275225988&set=a.1681505952063687.1073741842.100006128945347&type=3&theater

[2] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=53315

[3] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=45&t=987

[4]https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%95%D0%BB%D0%B5%D0%BE%D0%BF%D0%BE%D0%BC%D0%B0%D0%B7%D0%B0%D0%BD%D0%B8%D0%B5

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ლიტურგიკა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s