წმინდა და დიდი კრების სესიათა მოკლე მიმოხილვა

SES

 

2016 წლის 19-26 ივნისს, მსოფლიოს ყურადღება საბერძნეთის კუნძულ კრეტისკენ იყო მიმართული, სადაც მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურები შეიკრიბნენ და რიგ საკითხების შესახებ იმსჯელეს. კრებამ, რომელსაც ეკლესია 10 საუკუნეზე მეტია ელის, განსაკუთრებული გამოხმაურება გამოიწვია მსოფლიოში. წინამდებარე სტატიაში შემოგთავაზებთ ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის მოკლე მიმოხილვას. ( კრების განრიგი იხილეთ მისამართზე: http://www.orthodoxtheology.ge/sultmofenobiswirvakreta/ ).

წმინდა და დიდი კრების გახსნით სესიაზე (ორშაბათს, 2016 წლის 20 ივნისს) მისმა უნეტარესობა რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც ხაზი გაუსვა სინოდალურობის (კრებსითობის) მნიშვნელობასა და პატივისცემას არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ სრულიადმართლმადიდებლურ დონეზეც.  (ვრცლად იხილეთ მისამართზე: http://www.orthodoxtheology.ge/romanianpatriarchcouncil200616/ ). ისევე როგორც სხვა დღეებში 20 ივნისსაც, საბერძნეთის დროით 15:30 წთზე, მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურმა სპიკერმა გამართა პრეს-ბრიფინგი, სადაც სხვა ადგილობრივ ეკლესიათა წარმომადგენლებთან ერთად ჟურნალისტებს მიაწოდა კრების მსვლელობის შესახებ არსებული ინფორმაციები და უპასუხა მათ შეკითხვებს.

21 ივნისს გაიმართა კრების  III, IV და V სესიები, რომელთა მსვლელობის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  მართლმადიდებელი ეკლესიის მისიას თანამედროვე მსოფლიოში, და მართლმადიდებლურ დიასპორას.  (დასახელებულ სესიათა შესახებ დაწვრილებით იხილეთ მისამართზე: http://www.orthodoxtheology.ge/didikrebasesiebi/ ).

მომდევნო დღეს, კრების VI, VII და VIII  სესიებზე, დისკუსიები განახლდა ავტონომიასა და მისი მინიჭების წესზე, აგრეთვე მარხვის მნიშვნელობისა და თანამედროვე ცხოვრებაში მის შენახვის ფორმაზე. (დასახელებულ სესიათა შესახებ დაწვრილებით იხილეთ მისამართზე: https://www.orthodoxcouncil.org/-/holy-and-great-council-concludes-third-day?inheritRedirect=true&redirect=%2Fupdates-from-the-council ).

23 ივნისს, კრების მსვლელობის მეოთხე დღეს გაიმართა   IX, X და  XI სესიები, რომელთა მსვლელობის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მარხვის მნიშვნელობას და თანამედროვე ცხოვრებაში მის შენახვის წესს, აგრეთვე ქორწინების საიდუმლოს და მის დამაბრკოლებელ მიზეზებს. კრებაში მონაწილე იერარქებმა ხმა მისცეს და მიიღეს საბოლოო ტექსტები ავტონომიის და მის მინიჭების წესზე, ასევე მართლმადიდებლური დიასპორის შესახებ. დღის დასკვნით სესიაზე, წაკითხულ იქნა სხვა ეკლესიებთან ურთიერთობის შესახებ არსებული პუნქტი, რომელიც თავის მხრივ განიხილეს პლენარულ სხდომაზე, რასაც მოჰყვა ღია დისკუსიები. კრების მსვლელობისას, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ამცნო იერარქებს რუსეთის საზაფხულო ბანაკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ, რომელსაც 15 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. კრების მონაწილე იერარქები შეთანხმდნენ, რომ სრულიად რუსეთის პატრიარქ უნეტარეს კირილისადმი გაეგზავნათ  სამძიმრის წერილი. გარდა ამისა მსოფლიო პატრიარქმა წაიკითხა მთავარეპისკოპოს იოსების (კურთცი) მისასალმებელი წერილი (იხ.https://www.orthodoxcouncil.org/-/usccb-president-archbishop-kurtz-sends-letter-to-ecumenical-patriarch-on-eve-of-historic-council ). დასახელებული პიროვნება გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების კათოლიკე ეპისკოპოსთა საბჭოს ხელმძღვანელი. აღნიშნულ წერილში კათოლიკე იერარქები გულითადად მოიკითხავენ წმინდა და დიდ კრებას და იმედს გამოთქვამენ რომ მისი დასრულების შემდეგ ქრისტიანულ სამყაროში სიტუაცია დადებითად შეიცვლება. (დასახელებულ სესიათა შესახებ დაწვრილებით იხილეთ მისამართზე: https://seminarieli.wordpress.com/2016/06/29/%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-ix-x-%E1%83%93%E1%83%90-xi/ ).

24 ივნისს, წმინდა და დიდი კრების მსვლელობის V დღეს გაიმართა XII, XIII, XIV სესიები, რომლებზეც ძირითადი ყურადღება გამახვილდა მართლმადიდებელი ეკლესიის დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან ურთიერთობაზე. მეთაურებმა განიხილეს ადგილობრივ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა და ცალკეულ ეპისკოპოსთა მიერ წარმოდგენილი ცვლილებები, რომლებიც მიმართული იყო დასკვნითი ტექსტისათვის. მართლმადიდებლური წმინდა და დიდი კრების ენციკლიკის წინასწარი ვარიანტის განხილვის შემდეგ კი იერარქებმა შეაჯამეს განვლილი დღე.
(დასახელებულ სესიათა შესახებ დაწვრილებით იხილეთ მისამართზე: http://www.kreba2016.ge/2016/06/28/%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%93%E1%83%98/ ).

წმინდა და დიდი კრების დასკვნით სესიაზე, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა წარმოთქვა სამადლობელი სიტყვა. მისმა ყოვლადუწმინდესობამ მადლობა მოახსენა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, რომლებიც კრების მსვლელობაში  იღებდნენ მონაწილეობას და რსთხოვა,რომ საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებულებს ეხარებინათ იქ მყოფთათვის ქრისტესმიერი მშვიდობა, რაც აგრეთვე გახლავთ წმინდა და დიდი კრების გზავნილი. მან აგრეთვე  დასძინა, რომ ,,სულიწმინდის მადლი და ნათელი, რომელიც თანაბრად განეფინება  ეკლესიის  მთელ სხეულ, წინ მიგვიძღვის  ერთსულოვნებისაკენ…ერთად ჩვენ დავწერეთ ისტორია! ჩვენ დავწერეთ ეკლესიის ისტორიის ახალი თავი!’’  გარდა ამისა, მსოფლიო პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ჩართული იყვნენ პროცესში და ასევე მათაც, ვინც უფლისადმი ლოცულობდა, რათა წმინდა და დიდი კრება წარმატებით დასრულებულიყო.
კრებაზე მიმდინარე პროცესთა შეფასებისას პატრიარქმა ბართლომეოსმა აღნიშნა, რომ ამ ყოველივეს თან ახლდა უამრავი სირთულე, მართალია ყველაფერი არ იყო მარტივი და უნაკლო, მაგრამ კრების მამებმა წარმოაჩინეს, რომ ისინი არიან ერთიანნი მრავალფეროვნებაში!მისმა ყოვლადუწმინდესობამ საკუთარი მიმართვა დაასრულა მადლიერებით:,,ღმერთი მშვიდობისა არს ჩვენ ყოველთა თანა! ქრისტე არს ჩვენ შორის!’’ ამის შემდეგ, ალექსანდრიის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობა თეოდორემ მიიღო სიტყვა და კრების წარმატებით დასრულება მიულოცა მსოფლიო პატრიარქს. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად მეთაურებს შორის განსხვავებულ შეხედულებათა და ლინგვისტური კულტურის არსებობისა, საერთო აზრზზე შეჯერება მაინც მოხერხდა.მოხსენების ბოლოს ალექსანდრიის პატრიარქმა უსახსოვრა ყოვლადუწმინდესბართლომეოსს საპატრიარქო პანაღია და ჯვარი, ნიშნად იმისა, რომ მართალია საპატრიარქო მსახურება ჯვარია, მაგრამ მას თან მოსდევს  აღდგომა და ამაღლება.

(დასახელებულ სესიათა შესახებ დაწვრილებით იხილეთ მისამართზე:
https://seminarieli.wordpress.com/2016/06/30/%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1/      )

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

 

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s