ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენელი მადლობას უხდის რუს სამხედროებს, სირიაში აღმოჩენილი დახმარებისთვის

nif

მოსკოვი, პირველი ივლისი, ინტერფაქსი- ანტიოქიის საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი მოსკოვში, მადლობას უხდის რუს ჯარისკაცებს, სირიაში აღმოჩენილი დახმარებისთვის.       

,,რომ არა რუსი საჰაერო ძალების დროული მოქმედებები, რადიკალები ამჟამად  ლიბანამდე იქნებოდნენ მისულები’’, განუცხადა სააგენტო ინტერფაქსს ანტიოქიის საპატრიარქოს მიტროპოლიტმა ნიფონმა ინტერფაქსს პარასკევს.

მან ასევე მადლობა მოახსენა რუს ხალხს, აღმოჩენილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომლებსაც ისინი რეგულარულად ახორციელებენ სირიაში, სამხედრო მოქმედებებით დაზებარალებულთათვის. მიტროპოლიტი ასევე გამოხატავს მადლიერებას, პატრიარქ კირილისადმი, ,,რომლის თაოსნობითაც ხორციელდება ფინანსური  და პოლიტიკური მხარდაჭერა, მშვიდობიან მოსახლეობისადმი- ქრისტიანები და მუსლიმები საუკუნეების მანძილზე ერთად თანაცხოვრობენ.’’

წარმოშობით ლიბანელი მიტროპოლიტი ნიფონი, უკვე მრავალი წელია რაც ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია მოსკოვში. იგი წარმოადგენს სირიის, ლიბანის, ირანის, ქუვეიტის, გაერთიანებული არაბული საემიროების, ბაჰრეინის, ომანის და არაბ მართლმადიდებელ მორწმუნეებს. ასევე ევროპის, ამერიკისა და ავსტრალიიის სამრევლოების დაქვემდებარებაში მყოფ მორწმუნეებს.

წყაროები http://www.interfax-religion.com/?act=news&div=13064

 http://www.pravmir.com/representative-of-the-antioch-patriarchate-thanks-russian-militants-for-help-in-syria/

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

P.S. კომენტარის სახის მოგახსენებთ რომ პირადად მე, საერთაშორისო დონეზე გამართულ  მართლმადიდებლურ ღონისძიებებზე ყოფნისას, აშკარად შემიმჩნევია ანტიოქიის წარმომადგენელთა მხირდან ანტიფანარიოტული და მკვეთრად პრორუსული მოქმედებები. საუბარი იმაზე, რომ ანტიოქიის ეკლესია ატარებს რუსულ პოლიტიკას,  ყოველგვარ საფუძველსმოკლებულია, მაგრამ მათი ქმედებები პირდაპირ თუ ირიბად ხშირად  ,,ასხამს ხოლმე წყალს”  ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებზე, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია ახლოაღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო პროცესების გათვალისწინებით. ანტიოქიელებს მშვენივრად მოეხსენებათ, რომ კონსტანტინოპოლი ვერ დაეხმარება მათ სხვადასხვა სახის სამხედრო ღონისძიებებით, ამიტომ მხარს უჭერენ იმას, ვისგანაც ამ ყოველივეს იმედი გააჩნიათ.

ამასთანავე მოგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა დასახელებული ადგილობრივი ეკლესიის წმინდა სინოდის სამდივნოს განცხადება, რომელშიც გამოხატულია მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ახლახანსგამართულ წმინდა და დიდ კრებისადმი.

http://antiochpatriarchate.org/en/page/statement-of-the-secretariat-of-the-holy-synod-of-antioch-balamand-27-june-2016/1448/

შეგახსენებთ რომ  დასახელებულ კრებაში მონაწილეობა არ მიიღეს -ანტიოქიის, რუსეთის, ბულგარეთის და საქართველოს ეკლესიებმა.

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s