Daily Archives: Jun 30, 2016

წმინდა და დიდი კრების დასკვნითი სესია. ,,ჩვენ ერთად დავწერეთ ისტორია’’-მსოფლიო პატრიარქი

DSC_3775

წმინდა და დიდი კრების დასკვნით სესიაზე, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა წარმოთქვა სამადლობელი სიტყვა. მისმა ყოვლადუწმინდესობამ მადლობა მოახსენა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, რომლებიც კრების მსვლელობაში  იღებდნენ მონაწილეობას. მან აგრეთვე  დასძინა, რომ ,,სულიწმინდის მადლი და ნათელი, რომელიც თანაბრად განეფინება  ეკლესიის  მთელ სხეულ, წინ მიგვიძღვის  ერთსულოვნებისაკენ…ერთად ჩვენ დავწერეთ ისტორია! ჩვენ დავწერეთ ეკლესიის ისტორიის ახალი თავი!’’  გარდა ამისა, მსოფლიო პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ჩართული იყვნენ პროცესში და ასევე მათაც, ვინც უფლისადმი ლოცულობდა, რათა წმინდა და დიდი კრება წარმატებით დასრულებულიყო.

კრებაზე მიმდინარე პროცესთა შეფასებისას პატრიარქმა ბართლომეოსმა აღნიშნა, რომ ამ ყოველივეს თან ახლდა უამრავი სირთულე, მართალია ყველაფერი არ იყო მარტივი და უნაკლო, მაგრამ კრების მამებმა წარმოაჩინეს, რომ ისინი არიან ერთიანნი მრავალფეროვნებაში!

გარდა ამისა მსოფლიო პატრიარქმა მოუწოდა მეთაურებს, რომ საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებულებს ეხარებინათ იქ მყოფთათვის ქრისტესმიერი მშვიდობა, რაც აგრეთვე გახლავთ წმინდა და დიდი კრების გზავნილი.

მისმა ყოვლადუწმინდესობამ საკუთარი მიმართვა დაასრულა მადლიერებით: ,,ღმერთი მშვიდობისა არს ჩვენ ყოველთა თანა! ქრისტე არს ჩვენ შორის!’’

Continue reading

4 Comments

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები