მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მსვლელობის მეხუთე დღეს, ღონიის სტავროპიგიალურ მონასტერში საღვთო ლიტურგია აღავლინა პოლონეთის ეკლესიის წარმომადგენელმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა გიორგიმ (პანკოვსკი), რის შემდეგაც იერარქებმა გააგრძელეს გეგმიური მუშაობა, კრების მე-12; მე-13 და მე-14 სესიებზე.
კრების მეხუთე დღეს ძირითადი ყურადღება გამახვილდა მართლმადიდებელი ეკლესიის დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან ურთიერთობაზე. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ბართლომეოსმა ერთგვარად წაახალისა იერარქებს შორის გახსნილი და წრფელი დიალოგი, ხოლო მე-14 სესიის განმავლობაში კი მეთაურებმა განიხილეს ადგილობრივ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა და ცალკეულ ეპისკოპოსთა მიერ წარმოდგენილი ცვლილებები, რომლებიც მიმართული იყო დასკვნითი ტექსტისათვის. მართლმადიდებლური წმინდა და დიდი კრების ენციკლიკის წინასწარი ვარიანტის განხილვის შემდეგ კი იერარქებმა შეაჯამეს განვლილი დღე.
შუადღით, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურმა სპიკერმა, მთავარეპისკოპოსმა იობმა (გეჩა), წმინდა და დიდი კრების სახელით ოფიციალურად დაადასტურა სხვადასხვა სიახლეები. საკითხზე გამოთქმული კომენატარების შემდეგ, ალექსანდრიის საპატრიარქოს, სერბეთის, რუმინეთის და კვიპროსის ეკლესიის წარმომადგენლებმაც გააკეთეს კომენტარები, ბოლოს კი საბერძნეთის ეკლესიის ნდობით აღჭურვილმა პირმა, გეგმიური ბრიფინგის ფარგლებში უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს.
მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა
Pingback: წმინდა და დიდმა კრებამ, დისკუსიების V დღეს ყურადღება გაამახვილა სხვა ქრისტიანებთან ურთიერთობა