წმინდა და დიდი კრების  III,  IV და V სესიები

27760551336_ce09763b00

კოლიმბარი, კრეტა, საბერძნეთი

21 ივნისი, 2016 წელი

 კუნძულ კრეტაზე, წმინდა და დიდი კრების მსვლელობის მეორე დღეს, ღონიას სტავროპიგიალურ მონასტერში საღვთო ლიტურგია აღავლინა იერუსალიმის პატრიარქმა უნეტარესმა თეოფილემ, რის შემდეგაც იერარქებმა გააგრძელეს კრების გეგმიური მუშაობა მესამე, მეოთხე და მეხუთე სესიებზე.

კრების მესამე სესიაზე განახლდა დისკუსიები  საკითხზე-, ,მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში,’’ ხოლო მეოთხე და მეხუთე სესიებზე კი ძირითადი ყურადღება დაეთმო მართლმადიდებლურ დიასპორას. ვრცელი დისკუსიების მიმდინარეობისას, მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურებისა და ცალკეული იერარქების მხრიდან, გამოითქვა სხვადასხვა სახის წინადადებები, შენიშვნები და განარტებები.

შუადღით, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მთავარეპისკოპოსმა იობმა (გეჩა), წმინდა და დიდი კრების თაობაზე საზოგადოებას მიაწოდა უახლესი ინფორმაციები. მსოფლიო საპატრიარქოს  სპიკერის მიერ გაკეთებულ კომენტარების შემდეგ, ალექსანდრიის საპატრიარქოს, რუმინეთისა და კვიპროსის ეკლესიის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა გეგმიურ ბრიფინგში და უპასუხეს პრესის შეკითხვებს.

დღევანდელი პრესბრიფინგის სანახავად ეწვიეთ  https://www.holycouncil.org/video, ხოლო ყოველდღიური ბრიფინგის პირდაპირ ეთერში თვალყურის მისადევნებლად კი   https://www.holycouncil.org/live .(შეგახსენებთ რომ იგი მიმდინარეობს კრეტის ადგილობრივი დროით 15:30 -ზე).

კრების შეხვედრები  განახლდება 25 ივნისს, ხოლო საღვთო ლიტურგია კი აღევლინება ამავე თვის 26 რიცხვში.

როგორც კი შესაძლებელი იქნება, ქვემოთ მითითებულ მისამართზე, ყოველგვარი მოდიფიკაციისა და ცვლილებების გარეშე  შეგეძლებათ უახლესი ფოტოების ხილვა https://www.orthodoxcouncil.org/photos. ხოლო ყველა ტექსტი და ჰომილია, რომელიც დაკავშირებული იქნება წმინდა და დიდ კრებასთან, ხელმისაწვდომი ქინება შემდეგ მისამართზე https://media.holycouncil.org/texts

პრესცენტრი

მსოფლიო საპატრიარქო

EPpress@patriarchate.org
212-774-0332

წყარო https://www.orthodoxcouncil.org/-/holy-and-great-council-sessions-iii-iv-and-v-held?inheritRedirect=true&redirect=%2Fupdates-from-the-council

 მოამზადა  გურამ ლურსმანაშვილმა

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s