Daily Archives: Jun 21, 2016

სინოდალურობა უნდა იყოს წესი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ სრულიადმართლმადიდებლურ დონეზეც-პატრიარქი დანიელი

13450795_890325107744903_5030602171923793551_n

წმინდა და დიდი კრების გახსნით სესიაზე (ორშაბათს, 2016 წლის 30 ივნისს) მისმა უნეტარესობა რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც ხაზი გაუსვა სინოდალურობის (კრებსითობის) მნიშვნელობასა და პატივისცემას არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ სრულიადმართლმადიდებლურ დონეზეც.

თქვენო უწმინდესობავ,

თქვენო უნეტარესობავ,

თქვენო უსამღვდელოესობავ,

კრების ღრმადპატივცემულო საზოგადოებავ,

მართლმადიდებელ ეკლესიათა წმიდა და დიდი კრება არის ერთი მხრივ იშვიათი მოვლენა, ამავდროულად კი სიტუაციის ნორმალიზაციის დასაწყისი, რადგან სინოდალურობა (კრებსითობა) არის ადგილობრივ ეკლესიათა ცხოვრების კანონიკური წესი, რომლითაც გამოიხატება ერთი წმნიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიიის მართლმადიდებლური რწმენის ერთობა, საკრამენტალური ცხოვრება და კანონიკური წესრიგი. თუკი სინოდალურობა არის კანონიკური წესი (ნორმა) ადგილობრივ დონეზე, მსგავსადვე უნდა იყოს სრულიადმართლმადიდებლური მასშტაბითაც.

სინოდალურობა სრულიქმნება წმინდა ევქარისტიის საიდუმლოების აღსრულებაში, რათა ერთის მხრივ გამოიხატოს მართლმადიდებლური რწმენის ერთობა და ამასთანავე ეკლესიის თავ, უფალ იესო ქრისტესთან საიდუმლოს მეშვეობით ზიარება.

მართლმადიდებელ ეკლესიათა ავტოკეფალია წარმოაჩენს საკუთარ ადმინისტრაციულ და პასტორალურ თავისუფლებას მანამ, სანამ სრულიადმართლმადიდებლური ევქარისტიული მოხსენიება და კრებსითობა გამოხატავს მართლმადიდებლობის ერთიანობას. Continue reading

Leave a comment

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები, Uncategorized

წმიდა და დიდი კრების მოწვევა აუცილებელია – ალბანეთის ეკლესია

Kisha_Ortodokse_e_Shqipërisë.svg

ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესიის განცხადება

წმიდა და დიდი კრების მოწვევა აუცილებელია

დაგეგმილი წმიდა და დიდი კრების შესახებ, უკანასკნელ ხანებში გამოქვეყნებულ განცხადებათა შეჯერების შემდეგ, თავს  ვალდებულად ვთვლით მოკლედ გავამახვილოთ ყურადღება ქვემოთმოყვანილ საკითხებზე:

1-წმიდა და დიდი კრების მოწვევის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიის პირველიერარქთა უკანასკნელ ორ სინაქსისზე, 2014 წელს კონსტანტინოპოლში და 2016 წელს შამბეზში (ჟენევა). კონსტანტინოპოლსა და შამბეზში დადგენილი გადაწყვეტილებები მიღებული იქნა არა ერთი, არამედ უმრავლესი მართლმადიდებლური ეკლესიების მიერ.

წმიდა და დიდი კრების მოწვევის გადადება  დაუშვებელია ახალი გადაწყვეტილების გარეშე, რომელიც მიღებული უნდა იყოს იმავე ორგანოს მიერ, რომელმაც მოწვევა განაჩინა. ასევე არ შეიძლება მისი არჩატარება უკანასკნელ წუთს, იმ დადგენილებებისა და შეტყობინებების გამო, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებიდან მომდინარეობს.

2-კონსენსუსის (საყოველთაო თანხმობის) წესი მოქმედებს მაშინ, როდესაც ეკლესიის სავსება იკრიბება, სწავლობს საკითხებს და იღებს გადაწყვეტილებებს. კონსენსუსის მნიშვნელობა, მკაფიოდ განმარტა მისმა ყოვლადუწმინდესობა, მსოფლიოს პატრიარქმა ბართლომეოსმა (შამბეზში 2016 წელი), თავად აზრი კი ყოველგვარი პროტესტის გარეშე ერთხმად იქნა მიღებული ეკლესიის მიერ. კონსენსუსი არ ნიშნავს ვეტოს, დაუშვებელია რომ ოცსაუკუნოვანი ეკლესიოლოგიური ტრადიციცია სათანადოდ არ შეფასდეს, განსაკუთრებით კი კრების გადაწყვეტილების მისაღებ პროცედურებზე.

3-ცხადია არსებობს მრავალი პრობლემა. სწორედ ესაა კრების გამართვის ზუსტი მიზეზი. რა თქმა უნდა შეუძლებელია ყველა მათგანის ერთმნიშვნელოვნად გადაჭრა, მაგრამ შეგვიძლია რამდენიმე განვიხილოთ და გამოვასწოროთ. სჯობს მცირეოდენის უკეთესობისკენ შეცვლა, ვიდრე საერთოდ უმოქმედობა, ხოლო მოუგვარებელი საკითხები იმედია განიხილება მომავალ ძირითად კრებაზე. დაგეგმილი წმიდა და დიდი კრების გადადება, მტკივნეული იქნება მართლმადიდებელი მრევლისთვის, რომლებიც განფენილნი არიან მსოფლიოში, აღნიშნული ქმედება ასევე გამოიწვევს მართლმადიდებლობის რეპუტაციის შელახვას.

4-და ბოლოს,  მოკრძალებული თხოვნით მივმართავთ სრულიადმართლმადიდებლური კრების სამდივნოს (ორგანიზებისა და მოქმედების რეგულაცია. N.6,7; პარაგრაფი 7.), რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბება ხვალ კუნძულ კრეტაზე: მოუხმეთ კრებაში მონაწილე თითოეული პირის ყველანაერ ძალისხმევას, რათა სულიწმინდის მოფენის უმნიშვნელოვანესი დღე ერთად ვიზეიმოთ საღვთო ლიტურგიაში თანამონაწილეობით, რაც იქნება ერთიანობის უმნიშვნელოვანესი გამოვლინება. უამრავი დელეგაციისა თუ ჯგუფის წევრთა ტრანსპორტირების ვალდებულება ზრდის ხარჯებს, დაღლილობას, მოულოდნელობას და ასევე პოტენციურ რისკებს. დაე მსხვერპლად შეიწიროს სხვადასხვა მიზნები და ინტერესები, ხოლო პრიორიტეტი კი მიენიჭოს წმიდა და დიდი კრების სხდომების უმწიკვლოდ და მშვიდად ჩატარებას.

,,ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, -დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოსა და ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.’’(თესალონიკელთა 3. 20-21)

წყარო: http://orthodoxalbania.org/alb/index.php/en-us/lajme-3/blog/3937-the-convocation-of-the-holy-and-great-synod-of-orthodoxy-is-a-necessity

P.S. როგორც სააგენტო romfea.gr გვამცნობს,  გალიის მიტროპოლიტი ემანუელი ამბობს,რომ გრძელდება დიალოგები ანტიოქიისა და ბულგარეთის ეკლესიებთან. მისი განცხადებით ბულგარეთში ხელახლა განიხილავენ კრებაზე დასწრების თემას, და  ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით ბულგარეთს ვიხილავთ დიდ კრებაზე.

წყარო: http://www.romfea.gr/epikairotita-xronika/8772-o-gallias-emmanouil-gia-tin-agia-kai-megali-sunodo

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

წმიდა და დიდი კრების მოწვევა აუცილებელია – ალბანეთის ეკლესია

 

Leave a comment

Filed under Uncategorized

ინტერვიუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სპიკერ მამა იოანე ხრისავგისთან

27267a

მართლმადიდებლური კრება  გაიმართება ბულგარეთის ეკლესიის გარეშე

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სპიკერმა განაცხადა, რომ შეიცვალა არაპროცედურული და საორგანიზაციო საკითხები

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, რომელიც გახლავთ ,,პირველი თანასწორთა შორის’’, განაცხადა, რომ მართლმადიდებლური კრება გაიმართება. აღნიშნული მოვლენა,  14 ეკლესიის გადაწყვეტილებით  დაიგეგმა ამა წლის 16-26 მაისს, მიუხედავად ამისა ბულგარეთის ეკლესიამ  უკანასკნელ კვირას დააანონსა, რომ არ დაესწრებოდა მას.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სპიკერმა, მამა იოანე ხრისავგისმა (მ. იოანე ხრივაგისი Rev. Dr. John Chryssavgis, გახლავთ თეოლოგიის დოქტორი, ცნობილი თეოლოგი , ათობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი -რედ.) განუცხადა კათოლიკურ ,,HERALD’’-ს (მოამბეს), რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან  ,,არაპროცედურული და საორგანიზაციო საკითხები შეიცვალა’’, კრება კი გაიმართება.

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც აცხადებს რომ ბულგარული მხარის უარყოფითი გადაწყვეტილების შემდეგ, კრების ჩატარება შეუძებელია. ,,თუნდაც 1 ეკლესიის არყოფნაც კი ქმნის გადაულახავ დაბრკოლებას’’, რადგან განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,კრების გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ კონსენსუსის გზით.’’

მიუხედავად ამისა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ განაცხადა, რომ პირველიერარქთა მიერ იანვარში მიღებულ  სინაქსისზე, ,,ნათლად და ერთმნიშვნელოვნადაა’’ გადაწყვეტილი, რომ კრება ჩატარდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ყველა ეკლესია არ იქნება მისი მსვლელობისას წარმოდგენილი. საკუთრივ კრების გადაწყვეტილებები კი ხელმოწერილია ყველა ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან. Continue reading

Leave a comment

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები