თხოვნა მსოფლიო საპატრიარქოს, რათა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მიენიჭოს ავტოკეფალია

42bc6a9e7b34c052b5059cfd380bb539

უკრაინის პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ოფიციალურად სთხოვოს მსოფლიო საპატრიარქოს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს წმინდა და დიდი კრების საიტი (panorthodoxcemes.blogspot.gr). მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობა, საკმაოდ დაიძაბა უკანასკნელ საუკუნეში, ამ ფონზე აღნიშნული წინადადება სთავაზობს დიდ და წმიდა კრებას ახალ გამოწვევას. უკრაინის პარლამენტი დღეს გასაჯაროვებული გადაწყვეტილებით სთხოვს მსოფლიო საპატრიარქოს, რომ შეცვალოს 1686 წლის ტომოსის დადგენილება, რომლის მიხედვითაც კიევის დიოცეზი[1] გადატანილ იქნა მოსკოვში. რადა ასევე ითხოვს უკრაინაში საყოველთაო კრების ჩატარებას, რათა  გამოირიცხოს სქიზმის შესაძლებლობა და დასახელებულ ეკლესიას ახალი ტომოსით მიეცეს ავტოკეფალია. სავარაუდოდ სწორედ ეს უნდა ყოფილიყო პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ვიზიტის უპირველესი მიზეზი, რომელიც მარტის თვეში შედგა მსოფლიო საპატრიარქოში. საკმაოდ მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული მოვლენა უარყოფითად შეფასდა მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ ინტერნეტსაიტებზე  და აღქმულ იქნა, როგორც ფანარის მხრიდან პროვოკაციული ქმედება სრულიადმართლმადიდებლური კრების წინ .

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

წყაროები: 

http://panorthodoxcemes.blogspot.gr/2016/06/ukrainian-aytocephaly-and-panorthodox.html

http://panorthodoxcemes.blogspot.gr/

https://www.facebook.com/uatodaytv/?fref=nf

[1] დიოცეზი- „ღმრთის ხალხის ერთი ნაწილი, რომელზე სამწყსო ზრუნვაც ეპისკოპოსს ევალება“ და „შემოიფარგლება განსაზღვრული ტერიტორიით, იმგვარად, რომ მოიცვას ამ ტერიტორიაზე მოსახლე ყველა მორწმუნე“ ტერმინი საერო საზოგადოებიდან იქნა ნასესხები.;  http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=16&t=927

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s