რეზოლუცია თესალონიკის უნივერსიტეტიდან წმინდა და დიდი კრების შესახებ

banner-vertical-300ppi

თესალონიკის უნივერსიტეტის სამოძღვრო და სოციალური ღვთისმეტყველების ფაკულტეტის რეზოლუცია, წმიდა და დიდი კრების თაობაზე

თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის სამოძღვრო და სოციალური ღვთისმეტყველების ფაკულტეტის კრებაზე (2016 წ. მაისი, სესია #563) იმსჯელეს  მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების პრიმატთა სინაქსისის შესახებ, რომელიც  გაიხსნა 2016 წლის იანვარში. შეგახსენებთ, რომ წმინდა და დიდი კრება  უნდა გაიმართოს მომავალი სულთმოფენობის დღესასწაულზე (2016 წ. 18-27 ივნისი),  კუნძულ კრეტის მართლმადიდებელ აკადემიაში, კოლიმბარსა და ხანიაში.[1] ვლოცულობთ ამ ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელებისათვის.

მსოფლიოს საპატრიარქოს, როგორც მეთაურ ეკლესიის მორჩილი პასუხისმგებლობით და ყველა სხვა ავტოკეფალურ ეკლესიათა, განსაკუთრებით კი მათ იერარქთა, ერთობლივი ძალისხმევით, რამდენიმე საუკუნოვანი შუალედის შემდეგ, საყოველთაო მართლმადიდებლურ დონეზე სინოდალური ინსტიტუტი ხელახლა აღდგა. თანამედროვე მსოფლიოში ეს მოვლენა ყველას ავსებს სიყვარულით, იმედითა და მართლმადიდებლობის მოწმობის მოლოდინით.

ჩვენ, ნდობით აღჭურვილი სწავლულები  ვეკუთვნით ფაკულტეტს, რომლის წევრებიც მონაწილეობდნენ და მომავალშიც ჩართულნი იქნებიან  კრების მოსამზადებელ საქმიანობაში. ამ უმნიშვნელოვანეს დღეს გულისყურით ვაკვირდებით საჯარო დიალოგის მიმდინარეობას, იმ იერარქთა და ღვთისმეტყველთა განცხადებებს,  რომლნიც ტრიალებენ ინსტიტუციონალურ პროცესთა შიგნით, დოკუმენტების ანგარიშებს, ოქმებს და კრების წინა პერიოდის საკონფერენციო მასალებს. ყოველივე ზემოთ თქმულის შესაბამისად ვაცხადებთ შემდეგს:

1) კრების მოწვევითაა  დამტკიცებული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობა, მისით დაიძლია ეთნოფილეტიზმის ის მწვავე უძლურება, რომელიც უკანასკნელი 5 საუკუნეა ეკლესიოლოგიურ ერთობას ემუქრება და მართლმადიდებლობას აგდებს გასაჭირში.

2) ამასთანავე ეს მოვლენა არის იმ წამოყენებულ ბრალდებებზე პასუხი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მართლმადიდებელ ეკლესიას საყოველთაო დონეზე  არ შეუძლია კრებსითად ფუნქციონირება, რადგან სინოდალური ინსტიტუტის  ეკლესიოლოგიური ფუნდემენტური პრინციპი  დასუსტდა და საჭიროა მისი უარყოფითად შეფასება.

3) ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები საყოველთაო დონეზე მიმართავენ გადამწყვეტ მოქმედებებს, რათა განამტკიცონ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე დაგროვილი სამოძღვრო, სოციალური და კანონიკური პრობლემები, როგორებიცაა მართლმადიდებელი დიასპორა, ქორწინება და სხვა საკითხები, რომლებიც ასახვას ჰპოვებენ შიდა მართლმადიდებლურ და ეკლესიის გარეთ მიმდინარე განხილვებში. რადგან ვდგევართ იმ უამრავი გამოწვევის წინაშე, რომლემაც ახლახანს ნახსენებ ეკლესიოლოგიურ განხილვებში იჩინა თავი, უმთავრესად აუცილებელია რომ მაქსიმალურად შემოწმდეს სინოდალური საქმიანობა, რათა პასუხისმგებელნი ვიყოთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

4)ვინაიდან მართლმადიდებელი მრევლი ამჟამად გაშლილია მთელს მსოფლიოში, აუცილებელია რომ სათანადო სამოძღვრო ზრუნვა გამოიხატოს ინოვაციურ და კომპეტენტურ სინოდალურ გადაწყვეტილებებში. შესაბამისად ეკლესიას არ შეუძლია გულგრილად დატოვოს  ახალი პრობლემები და საზოგადოებრივი გამოწვევბი, მაგ. ეთიკა, ბიოეთიკა…

5) იქიდან გამომდინარე, რომ წმიდა და დიდ კრებასთან ერთად განახლდა სინოდალურობა, რაც ყოვლადუწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემაც აღნიშნა თავის სიტყვაში სინაქსისზე და რაც არის გაგრძელება მე-20 საუკუნის დასაწყისში დაწყებული სინოდალური პროცესებისა, ჩვენ ვლოცულობთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესები კვლავ გაგრძელდება.

ჩვენ, როგორც ნდობით აღჭურვილი  სწავლულები, ყველა ვალდებულნი ვართ, რომ შევეწიოთ ეკლესიას თავის საქმეებში, რადგან ღვთისმეტყველება გამოიხატება არა მხოლოდ აკადემიური დანიშნულებით, არამედ როგორც მსახურება ცოცხალ საეკლესიო კავშირში, რაც ნათლად გამოიხატება თანამედროვე მსოფლიოში.

აღდგომილი ქრისტეს მეოხებითჩვენ ვლოცულობთ კრების წარმატებისათვის.

სამოძღვრო და სოციალური ღვთისმეტყველების ფაკულტეტის შეკრების სახელით,

პრეზიდენტი

პროფესორი კონსტანტინის პ. ხრისტუ

[1]კოლიმბარი-ადგილი, რომელიც მდებარეობს დასავლეთ კრეტის ჩრდილო ნაწილში, 24 კილომეტრის მანძილზე ქალაქ ხანიადან.

წყაროები: http://www.past.auth.gr და http://basilica.ro

http://www.kreba2016.ge

რეზოლუცია თესალონიკის უნივერსიტეტიდან წმინდა და დიდი კრების შესახებ

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s