მტერი თუ მოყვარე?

musika-petre-lobzhanidze-6-638

,,მე თუ მდევნიდნენ, თქვენც  დაგიწყებენ დევნას; თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსაც დაიცავენ’’(ინ.15.20) ეს აზრი აძლიერებდა და აძლიერებს ეკლესიას. იყო დრო, როდესაც მის წევრთა რიცხვი რამდენიმე ასეულით შემოიფარგლებოდა, მტრად კი რომის მძვინვარე იმპერია ჰყავდა. ქრისტიანობა, გამხნევდა რა მაცხოვრის სიტყვებით ,,ნუ გეშინია მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ მოისურვა თქვენთვის სასუფევლის მოცემა.’’(ლკ.12.32) შეებრძოლა მძვინვარე მტერს და დაამარცხა იგი, საკითხავი ისაა თუ ვინ მოესწრო და ვინ  ვერა ამ მოვლენას.

დღეს, საქართველოს ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დგას მტერი, რომელიც როცა მოეპრიანება შემოგლიჯინდება, მიგვიცხრილავს ახალგაზრდა ვაჟკაცს და გადაშლიგინდება უკან. ჩვენ კი იმაზე ვბჭობთ, ამის გამკეთებელი მართლა მტერია თუ არა.

პირსისხლიანმა იმპერიამ და მისმა რელიგიურმა პოლიტიკამ დაგვინგრია საუკუნოვანი ტაძრები, სიბილწის ადგილებად გადაგვიკეთა საუკუნოვანი მონასტრები, დაგვიმახინჯა ულამაზესი საღვთი ლიტურგია, გადაგვითეთრა გენიალური ფრესკები, ეცადა უნიკალური გალობის გადაჯიშებას და ,,სლავიანურით’’ ჩანაცვლებას, დაგვიხვრიტა ასეულობით სასულიერო პირი, გადაგვისახლა ათასობით მღვდელ-მონაზონი, წაგვართვა დიპტიქში ჩვენთვის განკუთვნილი ადგილი, გაგვიუქმა ავტოკეფალია, მოგვიკლა პატრიარქი… ვკითხულობ, კიდევ რა უნდა გაგვიკეთოს, რომ მტრად გამოვაცხადოთ? ხოლო თუკი ასე არ მოხდება ე.ი. ვერც მოყვარეს ვცნობთ, რადგან ,,ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?’’

ჩემი პირადი მტრები ხართ ყველა, ვინც ნებით თუ უნებლიედ ცდილობთ საქართველოს უძველეს, ათასჭირვარამ  გამოვლილ, დიდებულ და მრავლისმომსწრე ავტოკეფალური ეკლესიაში რაიმეგზით შემოიტანოთ შფოთი და სქიზმის შემცველი ელემენტები. მართალია ჯერ ოფიციალურად ,,მტრის’’ სტატუსი არ გაქვთ, მაგრამ იგივე ცხაკაიები და ორჯონიკიძეები ბრძანდებით, ვინც სიხარულით მოუძღოდნენ დამპყრობელთა ჯარებს. მათაც ჰქონდათ გარკვეული პერიოდის მანძილზე პრივილეგიები, მაგრამ ისტორიამ ყველას თავისი კუთვნილი ადგილი მიუჩინა. იგივე მოგელით თქვენც.

რა მაძლევს ამ ოპტიმიზმის იმედს? ის რომ უკვე არაერთმა ,,მერანმა ჩაიქროლა’’, რომლებმაც უვალი გზა-კვალი თელეს, რათა ჩვენ ამ გზის სიძნელე გაგვადვილებოდა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ,,მამათა და შვილთა’’ ბრძოლაში კვლავ ,,თერგდალეულები’’ გაიმარჯვებენ, რომლებიც სამშობლოს უანგარო სიყვარულითა და უცხოეთში მიღებული საფუძვლიანი განათლებით ბევრ რამეს და სასიკეთოდ შეცვლიან ჩვენს საყვარელ ქვეყანაში. მერე რა, თუ ამ ბრძოლაში რომელიმე მოღალატე ,,გრუზინი’’, ,,თერგდალეულთა მეთაურს’’ შუბლში ტყვიას ესვრის, ანაც რომელიმე გენიოსს უკიდურეს გაჭირვებაში ამოხდება სული. მთავარია რომ იდეა გაიმარჯვებს, ლელთ-ღუნიას იდეა, თავისუფლების აზრი!

დიახ, დღეს ასობით ახალგაზრდა ღამეებს ათენებს, ეძებს, იკვლევს, განიცდის და ტკივა საკუთარი სამშობლოს გასაჭირი, ფიქრობს მისი ეკლესიის ხვალინდელ დღეზე,იბრძვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ჯერა რომ ,,ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება!’’ მათ კალამს არ სჭირდება ტაში, მთავარია

,,წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.’’

დღეს ამაღლება ვიდღესასწაულეთ! დრო, როდესაც სხეულით ამაღლებულმა ძე ღმერთმა კაცობრივი ბუნება მამის მარჯვნივ ,,დასვა’’ და რადგან ღმერთში ერთი მოქმედებაა, ადამიანიც ღვთაებრივი ,,ცხოვრების’’ თანამონაწილე და თანაშემწე  გახადა. გველის თავი უკვე შემუსვრილია! ახლა მას მხოლოდ კუდის ქნევაღა დარჩენია! მართალია მისი ეს მოძრაობები ხშირად პირვანდელზე მკვეთრი და საშიშია, მაგრამ  დროის ფაქტორია მხოლოდ დარჩენილი, დროისა რომელიც აუცილებლად მიუჩენს ადგილს ყველას და დამტკიცებულად განაცხადებს თუ ვინაა მტერი და ვინ მოყვარე, ერთგული და მოღალატე!

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under და.ა.შ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s