ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ულტიმატუმი

 

Alexander-Nevsky-cathedral-Sofia-Bulgaria-photo-Clive-Leviev-Sawyer-6-604x272 (1)

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ულტიმატუმი სრულიად მართლმადიდებლურ კრებას

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობითმა ორგანომ- წმიდა სინოდმა, პირველ ივნისს განაცხადა, რომ მისი დელეგაცია შეიძლება  არდაესწროს სრულიადმართლმადიდებელთა კრებას, რომელიც კუნძულ კრეტაზე უნდა გაიმართოს ამა წლის 16-26 ივნისს.

წმ.სინოდმა მკაცრად მოითხოვა კრების გადადება მანამ, სანამ მათი სხვადასხვა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. თუ გავითვალისწინებთ რომ ამ ,,ულტიმატუმის’’ შესრულება ნაკლებადსავარაუდოა, წმ.სინოდის აღნიშნული განცხადება, კრებაზე არდასწრების დაანონსებაა.

სრულიადმართლმადიდებლური კრება პირველად იგეგმება უკანასკნელი 1 000 წლის მანძილზე, მაგრამ მის შესახებ დღესაც ურთიერთგამომრიცხავი აზრები ვრცელდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტი ისიცაა, რომ იგი ტარდება კუნძულ კრეტაზე და არა სტამბოლში, სადაც იმყოფება მსოფლიო პატრიარქი. ეს ცვლილება განპირობებული იყო რუსეთის ეკლესიის მოთხოვნით, რადგან უკანასკნელ პერიოდში დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, ოფიციალურ მოსკოვსა და ანკარას შორის.

ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომლის მეთაურებიც განიცდიან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა სერიოზულ გავლენას, განაცხადა რომ არ მიიღებს მონაწილეობას კრებაში, თუკი ,,თემატურ და საორგანიზაციო’’ ცვლილებების თაობაზე, ბულგარელთა შენიშვნები არ იქნება ანგარიშგაწეული და პატივცემული.

წმიდა სინოდმა პირველ ივნისს განაცხადა, რომ კრეტაზე გასამართ წმიდა და დიდი კრების თაობაზე ჰქონდა ,,ვრცელი განხილვები.’’ ეკლესიის იერარქებმა შექმნეს არაერთი პრეტექსტი, რათა გადაედოთ სრულიად მართლმადიდებელი კრება და გაეცხადებინათ, რომ თუკი აღნიშნული მოვლენა მათ მიერ შემოთავაზებულ ვადამდე გაიმართება, ბულგარეთის ეკლესია მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

წმ.სინოდმა გამოყო 6 საკითხი, რომლებიც მოიცავს შემდეგს:

ეკლესიამ მოითხოვა მართლმადიდებელი ქრისტიანობის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე გარკვეულ საკითხთა დღის წესრიგიდან ამოღება და დასძინა რომ ,,საერთომართლმადიდებლური კრების რეზოლუციის მიღებისათვის არის შესაფერისი ჟამი და დროული სიტუაცია.’’

(წმ.სინოდს არ განუცხადებია თუ რის შესახებ იყო ეს საკითხები), სამაგიეროდ აღნიშნა ავტოკეფალურ ეკლესიების უკვე ოფიციალურად განცხადებული პოზიცია, რომ არ ეთანხმებიან ზოგიერთ იმ ტექსტს, რომლებიც დამატებულია კრებაზე განსახილველ მასალებში. ასევე გააპროტესტა რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც დიდი და წმინდა კრების  მსვლელობისას დოკუმენტების რედაქტირება შეუძლებელია. უფრო მეტიც, ბულგარეთის ეკლესია აპროტესტებს კრების შეხვედრებისთვის დათქმულ დარბაზში, ავტოკეფალურ ეკლესიათა პირველიერარქების განლაგების წესს, რადგან ის არღვევს ,,მართლმადიდებელ ეკლესიების მეთაურთა შორის თანასწორობის პრინციპს.’’ წმ.სინოდმა ასევე გააპროტესტა სრულიად მართლმადიდებელ კრებაზე დამკვირვებელთა და სტუმართა ადგილების შეუსაბამო მდებარეობა.

საბოლოოდ მმართველობითმა ორგანომ უარი განაცხადა, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, სრულიადმართლმადიდებლურ კრებაში მონაწილეობისთვის საჭირო ,,დიდი და გაუმართლებელი’’ ხარჯების გაღებაზე.

წმ.სინოდმა განაჩინა, რომ სრულიადმართლმადიდებლური კრებისთვის ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, რათა გადაიდოს იგი იქამდე, სანამ მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება, ხოლო თუკი ეს პროცესები არ განახლდება, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს მასში მონაწილეობას.

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

წყაროები:

http://sofiaglobe.com/2016/06/01/bulgarian-orthodox-church-withdraws-from-pan-orthodox-council-in-crete/

http://www.bg-patriarshia.bg/news.php?id=205494

ოქმი

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2016 წლის 1 ივნისის განჩინება საერთო მართლმადიდებლურ კრებასთან დაკავშირებით

2016 წლის 1 ივნისს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი შეიკრიბა სრული შემადგენლობით, რათა განეხილა 2016 წლის 16-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე დაგეგმილი საერთო მართლმადიდებლური კრების ჩატარების საკითხი.

სინოდი წინადადებით გამოდის გადაიდოს დაგეგმილი კრება, და ასევე უარი ითქვას კრებაში მონაწილეობის მიღებაზე თუ კი არ იქნება გათვალისწინებული და პატივცემული ბულგარეთის შენიშვნები მომავალი კრების თემატურ და ორგანიზაციულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ამ პოზიციის დაკავებამდე, წმინდა სინოდმა გაითვალისწინა შემდეგი არსებითი მიზეზები და გარემოებები:

1. მომავალი კრების დღის წესრიგში წმინდა მართლმადიდებლობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების არ არსებობა, რომლებიც საჭიროებენ საერთომართლმადიდებლური კრების დაუყონებლივ დადგენილებებს.

2. მომავალი კრების უკვე დამტკიცებულ ტექსტებთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოებანი, რომლებიც ოფიციალურად დააფიქსირეს ადგილობრივმა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა.

3. დაგეგმილი კრების უკვე მიღებული რეგლამენტის მიხედვით კრების მუშაობის პროცესში ტექსტების რედაქტირების შეუძლებლობა.

4. მომავალი კრების დარბაზში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებისთვის შემოთავაზებული განლაგების რიგითობა, რომელიც არღვევს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების თანაბარუფლებიანობის პრინციპს.

5. კრებაზე სტუმრებისა და დამკვირებელთა შეუფერებელი განლაგება.

6. აუცილებლობა დიდი და უსაფუძვლო ხარჯების გაღებისა, იმ შეთხვევაში თუ კი ბულგარეთის ეკლესია მიიღებს მონაწილეობას კრებაზე.

წმინდა სინოდმა კენჭისყრის შედეგად ერთსულოვნად დაადგინა:

I. წმინდა სინოდი მოითხოვს, რომ ამა წლის 16-26 ივნისს დაგეგმილი მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი და წმინდა კრება გადატანილი იქნას, რათა გაგრძელდეს მზადება მის ჩასატარებლად.

II. წინააღმდეგ შემთხვევაში ბულგარეთის ეკლესიის წმინდა სინოდი, კატეგორიულად აცხადებს თავის გადაწყვეტილებას არ მიიღოს მონაწილეობა 16-26 ივნისს დაგეგმილ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდ და წმინდა კრებაზე.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი: bg-patriar

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ულტიმატუმი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s