ვინ მიღებს მონაწილეობას წმიდა და დიდ კრებაში?

images

მსოფლიო საპატრიარქოს მთავარდიაკონი, დოქტორი იოანე ხრისავგისი და მსოფლიო საპატრიარქოს არქიმანდრიტი დოქტორი ნათანაელ სიმეონიდისი

სულთმოფენობის დღესასწაულზე, როდესაც ეკლესია აღნიშნავს მოციქულებზე სულიწმინდის გადმოსვლას, 500-ზე მეტი ადამიანი, ეპისკოპოსები, მღვდლები, ბერები, სასულიერო პირები, ქალბატონები და მამაკაცები,  მონაწილეობას მიიღებენ კუნძულ კრეტაზე მოწვეულ წმიდა და დიდ კრებაში. მონაწილე პირებს შორის იქნებიან 14 ავტოკეფალური ეკლესიის უმაღლესი იერარქები, 300-ზე მეტი ეპისკოპოსი, 100-ზე მეტი მრჩეველი, უამრავი დამსწრე და სტუდენტი. ბუნებრივია, რომ მსოფლიოს ყურადღება მიმართულია კუნძულ კრეტისკენ, რათა კრების პოზიციის გამომხატველ პირთაგან ან იქ მყოფი ჟურნალისტებისგან უსწრაფესად მიიღონ სიახლეები.

სულთმოფენობის დღესასწაულზე დაარსებული ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია არის მართლმადიდებლური 14 ეკლესიის კავშირი. ესენია:

  • კონსტანტინოპოლი – რომლის ხელმძღვანელიცაა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, იგი არის მართლმადიდებელ ეკლესიის მეთაური, „პირველი თანასწორთა შორის“.
  • ალექსანდრია – ძლიერი მისიონერული ეკლესია, რომელიც წარმოადგენს აფრიკის მართლმადიდებელ ქვეყნებს (ცენტრით ეგვიპტეში).
  • ანტიოქია – ადგილი, სადაც ქრისტეს მიმდევრებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები.
  • იერუსალიმი – უძველესი ეკლესია, სადაც ახალი აღთქმის მიხედვით, მოციქულებმა მოიწვიეს პირველი კრება.
  • რუსეთი – დღეისათვის მართლმადიდებელი მოსახლეობის რაოდენობით უდიდესი ეკლესია.
  • სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საქართველო. (ჩამოთვლილთაგან გამორჩეულია საქართველოს ეკლესია, სადაც მეხუთე საუკუნემდე ფიქსირდება ქრისტიანული კერების კვალი).
  • კვიპროსი-სამოციქულო ეკლესია, რომელიც მეხუთე საუკუნეში დაარსდა როგორც ავტოკეფალური.
  • საბერძნეთი, პოლონეთი, ალბანეთი და ჩეხეთ-სლოვაკეთის მიწები. (უახლესი ავტოკეფალური ეკლესიები)

ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქი ბართლომე:  „ჩვენ მხურვალედ შევთხოვთ ეკლესიის სიმრავლეს–სასულიერო დასს, კაცებსა და ქალებს, მოხუცებსა თუ ახალგაზრდებს, რათა ილოცონ ამ უნიკალური და ისტორიული მოვლენისათვის. ჩვენ განსაკუთრებით გთხოვთ ევედროთ უფალს, რომ გააძლიერეოს და შთააგონოს ეკლესიის მეთაურები, რათა განაცხადონ თავიანთი ერთობა უთანხმოებითა და გაყოფით დაზიანებული სამყაროს წინაშე. დაე აკურთხოს უფალმა წმიდა და დიდი კრება. დაე მისი უხვი მადლი იყოს თქვენთან.“

ხმის მიცემა და კონსენსუსი წმიდა და დიდ კრებაზე

          პასტორალური და პრაქტიკული მიზეზების გამო, თითოეულმა ადგილობრივმა ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ მოიხმოს 25 ეპისკოპოსი (პირველიერარქი და 24 სხვა, იოანეს გამოცხადების წიგნში აღწერილი 24 უხუცესის გათვალისწინებით, რომლებიც ტახტებზე იყვნენ დაბრძანებულნი). ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ კრებაზე იერარქთა შეზღუდული რაოდენობა (350), არ არის ეკლესიის ავთენტური გამოხატულება. თუმცა, ამ მხრივ ჩვენ გვაქვს მეოთხე მსოფლიო კრების პრეცენდენტი, რომელიც გაიმართა 451 წელს.

ეპისკოპოსთა რაოდენობა არასოდეს ადგენდა კრების მნიშნელობას. ფაქტი ისაა რომ დღემდე, ეკლესიის ისტორიის მანძილზე არასოდეს ყოფილა  მსგავსი ფართო მასშტაბის სრული და წარმომადგენლობითი მოვლენა. შვიდი მსოფლიო კრების მიხედვით პირველ ათასწლეულში იყო მხოლოდ 5 ეკლესია – რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი. ამ მხრივ წმიდა და დიდი კრება არის გამორჩეული და უპრეცენდენტო.

ადგილობრივი ეკლესიები აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ თითოეულ მათგანს ექნება ერთი ხმის უფლება (თუმცა განსხვავებული შეხედულებების აღნიშვნაც შესაძლებელია). ადრეულ ეკლესიაში მესამე საუკუნის მიწურულიდან მოყოლებული, გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა ხმათა უმრავლესობის პრინციპით,  რაც იყო   მიღებული პრაქტიკა. ერთ ეკლესიას (რომის ჩათვლით) არ შეეძლო ვეტოს დადება, ან საბოლოო გადაწყვეტილების გაკონტროლება. თუმცა, საუკუნეობრივი იზოლაციის გათვალისწინებით, ერთიანობის წყურვილის წახალისებით,  მხარს ვუჭერთ კონსენსუსის პრინციპს, რომელიც დადგინდა საყოველთა მართლმადიდებლური კრების მოსამზადებელ სხდომებზე და გამოყენებული იქნება წმიდა და დიდი კრების განმავლობაში.

ადრეულ ეკლესიაში ხმების რაოდენობა არ გახლავთ სპეკულაციის მიზეზი. პირველი მსოფლო კრების დროს ყველა მონაწილეს მიერ მოეწერა ხელი საბოლოო დოკუმენტს,   მაგრამ სხვა კრებებზე ეპისკოპოსები უბრალოდ დგებოდნენ მათ გვერდით, ვისაც ისინი ეთანხმებოდნენ (აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერის მსგავსად). სხვა შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღების ფორმა ჰგავს ბრიტანეთის პალატის ჩვეულებას (თანხმობა გამოიხატება მარჯვენა ხელის აწევით, ხოლო უარი კი მარცხენის).

თითქმის უდავოა, რომ ხმის მიცემა არ ნიშნავს ინდივიდუალური უფლების მიღებას, ისე როგორც ეს ჩვენ გვესმის დღეეს: ერთი პიროვნება – ერთი ხმა. მართლმადიდებელი ეკლესია არის იერარქიული, რომელიც ეყრდნობა უძველეს და ადგილობრივ ეკლესიათა ჩვეულებებს. არსებითი მოთხოვნა კი არის სამართლიანობის, იერარქიული წესრიგის ერთგულებისა და კრების მსვლელობისადმი პატივისცემა, რომელიც რა თქმა უნდა გარანტირებულია წმიდა და დიდი კრების პროცესებისა და წესების მიხედვით.

წყარო:https://www.orthodoxcouncil.org/documents/3588038/3695370/3++HGC_members_process.pdf/cd7d364e-21a0-4e16-8cf9-53471d341cb0

თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

http://www.orthodoxtheology.ge

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s