პეტიცია, რათა შეიქმნას ქალ კონსულტანტთა სპეციალური დელეგაცია, დიდი და წმიდა კრებისთვის

JhduULEdUgBzNdt-800x450-noPad

სულთმოფენობის დღესასწაულის დროს, კუნძულ კრეტაზე გაიმართება საყოველთაო მართლმადიდებლური კრება, რომელშიც ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებენ 14 ავტოკეფალური ეკლესიის იერარქები. გარდა ამისა მათ ეყოლებათ კონსულტანტებისგან შემდგარი საკუთარი დელეგაციები, რომლებშიც გაწევრიანებულები იქნებიან სასულიერო პირები, ბერები და (ან) სამოქალაქო წარმომადგენლები, რომლებიც არ ისარგებლებენ ხმის მიცემის უფლებით, თუმცა ჩვენ არ ვართ დარწმუნებულნი, რომ რომელიმე მათგანი იქნება მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ქალებს, რომლებიც შეადგენენ მართლმადიდებლური მრევლის სულ მცირე 50%-ს, თეორიული შანსიც კი არ ექნებათ საკუთარი წვლილი შეიტანონ იმ კრებაში, რომლის კანონებიც იმოქმედებს ეკლესიის სხეულის მთელ სისავსეზე.

როგორც წესი საეკლესიო კრებები იკრიბებოდა ეპისკოპოსების გარშემო და მათში არასოდეს იღებდნენ მონაწილეობას მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. თუმცა, წმიდა და დიდი კრების სამდივნოს შეუძლია გამოასწოროს უკვე დასკვნით ფაზაში  არსებული პროცესები და მისცეს ქალებს უფლება, მონაწილეობა მიიღონ ეკლესიის ამ უმნიშვნელოვანეს კრებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ აზრზს, რომ 14 ავტოკეფალური ეკლესიის თითოეულ დელეგაციაში შედიოდეს 3 ქალბატონი, რომლებიც წარმოადგენენ საყოველთაო მართლმადიდებლური კრების კონსტრუქციულ საკანონმდებლო ორგანოს. მსოფლიოს პატრიარქს თავის საკონსულტაციო ჯგუფში ჰყავს მდედრობითი სქესის წარმომადგენლები,  მივმართავთ სხვა პატრიარქებს, რომ მიბაძონ მის მაგალითს.

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

წყარო-https://www.change.org/p/centreorthodoxe-gmail-com-create-a-special-delegation-of-women-as-consultants-at-the-pan-orthodox-council?recruiter=544241720&utm_source=petitions_share&utm_medium=copylink

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s