17-18 მაისის პროვოკაციები (2016)

index

მოგეხსენებათ რომ 17 და 18 მაისს  ,,ლგბტი” საზოგადოების მხირდან განხორციელდა რამდენიმე ქმედება. სახელდობრ ამ თემის წარმომადგენელთა მცირე ნაწილმა დაამახინჯა საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის იერსახე, (ვგულისხმობთ საპატრიარქოს) , რომელიც კონსტიტუციური შეთანხმების I მუხლით , სპეციალური უფლებამოსილების გარეშე  წარმოადგენს საქართველოს ეკლესიას, იმ ეკლესიას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის საფუძველზე აღიარებულია როგორც, ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული როლის შემსრულებელი და რომლის იურისდიქციაშიც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 85% იმყოფება.

ამავე თემის აქტივისტებმა შსს-სთან მიიტანეს ცისარტყელას ფერებით შეღებილი კუბო და ჩაატარეს პერფორმანსი, რომელსაც წინ მიუძღვოდა მართლმადიდებლური სასულიერო პირის ფორმაში ჩაცმული პიროვნება და ,,აღასრულებდა’’ საეკლესიო რიტუალს. (ამ შემთხვევაში კმევას). რაც  ჩემთვის, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რიგითი წევრისთვის არის მკრეხელობა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, რომელიც დასჯადია არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ აგრეთვე ევროკავშირის წევრ ქვეყანათა კანონმდებლობების მიხედვით. მაგ:

საბერძნეთის სახელმწიფოს სისხლის სამართლის 199-ე მუხლის მიხედვით, ამ ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის და ქვეყანაში არსებული რელიგიების მიმართ საჯაროდ გამოხატული შეურაცხყოფა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ისლანდიის სისხლის სამართლის 125-ე მუხლის მიხედვით, ღვთისმსახურების საჯაროდ შეურაცხყოფა 3 თვიანი პატიმრობით ისჯება, ან ფულადი ჯარიმით.

იტალიაში და ესპანეთშიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ფულადი ჯარიმა ეკისრება დამრღვევს.

გერმანიაში საერთოდ მკრეხელობა ისჯება კანონით და.ა.შ.

დასახელებულმა საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა არ იკმარა ეს ქმედებები და კეკელიძის  ქუჩაზე განათავსეს სურათი, სადაც პოლიციელი ტუჩებში კოცნის სასულიერო პირს. შეგახსენებთ რომ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მიხედვით პოლიციელის პატივისა და ღირსების შელახვა იწვევს კანონდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

იმ ფონზე როდესაც ეკლესიის მიერ წმინდა წერილის, საღვთო გადმოცემების და სჯულისკანონის საფუძელზე მკაცრადაა აკრძალული ჰომოსექსუალიზმის ცოდვა, ამ დროს გამოსახვა იმისა, რომ მღვდელი ტუჩებში კოცნის პოლიციელს, მრევლის მიერ აღიქმება როგორც მართლმადიდებელ  მრავალათასიან სასულიერო პირთა შეურაცხყოფად. მით უმეტეს რომ რუის-ურბნისის ძეგლისწერა გადმოგვცემს:,,ამისთვის ვამცნებთ ყველასდიდსა და მცირეს, მდიდარსა და ღარიბს, მეფესა და მთავარს, აზნაურსა და მდაბიოს, მღვდელსა და არამღვდელს, მოწესესა და ერისკაცს, მოხუცს, ახალგაზრდას და შუახნის კაცს, ყველა თანამდებობას, დასს, ჯგუფს, ყველა ასაკსგანუდგეს ამ ყველა ვნებაზე უფრო საძაგელ სიბილწეს და ასე განვამტკიცებთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელით: ყველა მართლმადიდებელ ქრისტიან, ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ არათუ მარტო არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს და საქმით არ მოიმოქმედებს ამას, არამედ თუნდაც ხუმრობით და სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს (რუის-ურბნისის ძეგლისწერა; კანონი 18-ე)

დასახელებულ პიროვნებებს რა თქმა უნდა  აქვთ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ  ბევრს რატომღაც ავიწყდება ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 (და არა მხოლოდ) მუხლი, სადაც მკაფიოდ წერია, რომ სიტყვისა და გამოხატვის უფლება არაა შეუზღუდავი და შესაძლებელია შეიზღუდოს. (საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ; თავი II, მუხლი 9).

ჩემთვის, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისათვის, რომელიც სრულიად ეთანხმება ქვეყნის ევრო და ევროატლანტიკურ პოლიტიკურ კურსს კატეგორიულად მიუღებელია ის ქმედებები, რომელიც იკრძალება საქართველოს და ამასთანავე დასავლეთის ქვეყნების კანონმდებლობით, როგორებიცაა: ძალადობა, რელიგიურ გრძნობათა შეურაცხყოფა, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების წართმევა, საზოგადოებრივი წესრიგის საწინააღმდეგოდ მიმართული პროვოკაციული ქმედებები და.ა.შ. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია უკანასკნელი 2 დღის მანძილზე ჩატარებული პროვოკაციული პერფორმანსები, რომელიც საქართველოს მოსახლეობის 85% ზე მეტ მოქალაქეში უფრო მეტად აღვივებს ლგბტ თემისადმი ზიზღს, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა სიცოცხლეს და მოსახლეობაში ბადებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებზე არასწორ ინფორმაციებს. ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის შვილისთვის, რომლისთვისაც ღვთის ხატება და მსგავსებაა ადამიანი (მიუხედავად იმისა იგი ჰომო,ბი, ტრანს თუ ინტერსექსუალია), რომლისთვისაც თანაბრად საყვარელია ნებისმიერ ცოდვაში ჩაფლული ადამიანი და ლოცულობს მათზე, კატეგორიულად მიუღებელია სხვადასხვა მიზეზით წახალისებული ის პროვოკაციული ქმედებები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზება, ცილისწამება და საფრთხე შეუქმნან საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა (ამ შემთხვევაში სექსუალურ) უმცირესობებს და გაზარდონ ქვეყანაში ჰომოფობიური ფონი.

დემოკრატიული მომავლის იმედით-გურამ ლურსმანაშვილი

2016 წლის 18 მაისი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ლაზღანდარა გოგო ბიჭების ტანგლი-ტუნგლი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s