მსოფლიო საპატრიარქოს მთავარდიაკონი, დოქტორი იოანე ხრისავგისი და მსოფლიო საპატრიარქოს არქიმანდრიტი დოქტორი ნათანაელ სიმეონიდისი
სულთმოფენობის დღესასწაულზე, როდესაც ეკლესია აღნიშნავს მოციქულებზე სულიწმინდის გადმოსვლას, 500-ზე მეტი ადამიანი, ეპისკოპოსები, მღვდლები, ბერები, სასულიერო პირები, ქალბატონები და მამაკაცები, მონაწილეობას მიიღებენ კუნძულ კრეტაზე მოწვეულ წმიდა და დიდ კრებაში. მონაწილე პირებს შორის იქნებიან 14 ავტოკეფალური ეკლესიის უმაღლესი იერარქები, 300-ზე მეტი ეპისკოპოსი, 100-ზე მეტი მრჩეველი, უამრავი დამსწრე და სტუდენტი. ბუნებრივია, რომ მსოფლიოს ყურადღება მიმართულია კუნძულ კრეტისკენ, რათა კრების პოზიციის გამომხატველ პირთაგან ან იქ მყოფი ჟურნალისტებისგან უსწრაფესად მიიღონ სიახლეები.
სულთმოფენობის დღესასწაულზე დაარსებული ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია არის მართლმადიდებლური 14 ეკლესიის კავშირი. ესენია:
- კონსტანტინოპოლი – რომლის ხელმძღვანელიცაა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, იგი არის მართლმადიდებელ ეკლესიის მეთაური, „პირველი თანასწორთა შორის“.
- ალექსანდრია – ძლიერი მისიონერული ეკლესია, რომელიც წარმოადგენს აფრიკის მართლმადიდებელ ქვეყნებს (ცენტრით ეგვიპტეში).
- ანტიოქია – ადგილი, სადაც ქრისტეს მიმდევრებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები.
- იერუსალიმი – უძველესი ეკლესია, სადაც ახალი აღთქმის მიხედვით, მოციქულებმა მოიწვიეს პირველი კრება.
- რუსეთი – დღეისათვის მართლმადიდებელი მოსახლეობის რაოდენობით უდიდესი ეკლესია.
- სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საქართველო. (ჩამოთვლილთაგან გამორჩეულია საქართველოს ეკლესია, სადაც მეხუთე საუკუნემდე ფიქსირდება ქრისტიანული კერების კვალი).
- კვიპროსი-სამოციქულო ეკლესია, რომელიც მეხუთე საუკუნეში დაარსდა როგორც ავტოკეფალური.
- საბერძნეთი, პოლონეთი, ალბანეთი და ჩეხეთ-სლოვაკეთის მიწები. (უახლესი ავტოკეფალური ეკლესიები)
ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქი ბართლომე: „ჩვენ მხურვალედ შევთხოვთ ეკლესიის სიმრავლეს–სასულიერო დასს, კაცებსა და ქალებს, მოხუცებსა თუ ახალგაზრდებს, რათა ილოცონ ამ უნიკალური და ისტორიული მოვლენისათვის. ჩვენ განსაკუთრებით გთხოვთ ევედროთ უფალს, რომ გააძლიერეოს და შთააგონოს ეკლესიის მეთაურები, რათა განაცხადონ თავიანთი ერთობა უთანხმოებითა და გაყოფით დაზიანებული სამყაროს წინაშე. დაე აკურთხოს უფალმა წმიდა და დიდი კრება. დაე მისი უხვი მადლი იყოს თქვენთან.“
ხმის მიცემა და კონსენსუსი წმიდა და დიდ კრებაზე Continue reading