უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი, რუმინეთის საპატრიარქოში

Patriarul-Daniel_Porosenko_21042016-400x371

რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა უნეტარესმა დანიელმა, 2016 წლის 21 აპრილს, საპატრიარქო რეზიდენციაში უმასპინძლა მის აღმატებულობა უკრაინის პრეზიდენტს, ბატონ პეტრე პოროშენკოს.

შეხვედრის მსვლელობისას მისმა უნეტარესობამ გამოხატა სიხარული უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის გამო და ხაზი გაუსვა მნიშნელოვან ისტორიულ და სულიერ კავშირებს ორ მეზობელ ხალხს შორის. ამასთან დაკავშირებით  პატრიარქმა გაიხსენა კიევის,  რუმინული წარმოშობის  მიტროპოლიტი პეტრე მოგილა და წმიდა პაისი ველიჩკოვსკი, რომელიც იყო უკრაინულ  მონასტერ ნიმტის წინამძღვარი, მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს. სულიერი ძმობა ორ ხალხს შორის რომ დღესაც გრძელდება დღესაც, ცხადყოფს მრავალი რუმინელი მომლოცველის ვიზიტი, უკრაინის წმიდა ადგილების მოსალოცად.

პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მადლობა გადაუხადა მის უნეტარესობა პატრიარქ დანიელს გულთბილი მიღებისთვის, მხარდაჭერისთვის და  ორი ხალხის დასაახლოვებლად აღმოჩენილი დახმარებისთის, რომლებსაც მრავალი რამ აქვთ საერთო, თუნდაც ის, რომ ამ ქვეყნების  მოსახლეობის უმეტესობა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია.

საკუთარ ქვეყანაში,  ეკლესიის მდგომარეობასთან დაკავშრებით, პრეზიდენტმა სთხოვა რუმინეთის პატრიარქს უკრაინელთა სურვილისთვის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რათა მათაც ჰქონდეთ  ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესია. სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში არის მართლმადიდებლური 100 სამრევლო, რომელშიც ღვთისმსახურება რუმინულ ენაზე აღესრულება, ამის გათვალისწინებით მან გამოთქვა სურვილი, რომ რუმინეთში მცხოვრებ (ბუქარესტის ჩათვლით) უკრაინელებსაც შეეძლოთ ღვთისმსახურების მშობლიურ ენაზე აღვლენა.

მისმა უნეტარესობა დანიელმა შეახსენა პრეზიდენტს, რომ რუმინეთში არსებულ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს 32 სამრევლო და 3 მონასტერი, რომლებშიც ღვთისმსახურება უკრაინულად მიმდინარეობს, თავის მხრივ მისმა უნეტარესობამ მზადყოფნა გამოხატა, რომ დაარსდეს სამრევლო, რომელიც ემსახურება უკრაინულ დიასპორას რუმინეთის დედაქალაქში.

2016 წლის 21 აპრილი

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

წყაროები:http://basilica.ro/presedintele-ucrainei-petro-porosenko-primit-la-resedinta-patriarhala/

http://www.pravoslavie.ru/english/92777.htm

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s