ელადის მთავარეპისკოპოსი, რომის პაპი და მსოფლიო პატრიარქი მიგრანტებთან (შეხვედრა და დეკლარაცია)

13000113_10153695417267572_628817074207555358_n

მიგრანტთა კრიზისი: პაპი ფრანცისკე სტუმრობს ლტოლვილთა ბანაკს საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე

პაპი ფრანცისკე სტუმრობს საბერძნეთის კუნძულ ლესბოსის ლტოლვილთა ბანაკს, რათა გამოხატოს მხარდაჭერა იმ მიგრანტებისადმი, რომლებიც ცდილობენ ჩრდილო ევროპაში შეღწევას.

ამჟამად ათასობით ლტოლვილი შეჭრილია კუნძულ ლესბოსის ტერიტორიაზე,  მას შემდეგ რაც ერთი თვის წინ, ევროკავშირი შეუთანხმდა თურქეთის სახელმწიფოს, რომ მოაგვარებდა მიგრანტთა შემოდინების პროცესს. მორიას ბანაკში განთავსებულ 3 000-ზე მეტ მიგრანტთაგან, გამორიცხული არაა, რომ ზოგიერთის თურქეთში დეპორტაცია მოხდეს.

ვატიკანი ამტკიცებს, რომ პაპის ვიზიტი არის წმინდა ჰუმანიტარული და რელიგიური ხასიათის, მისი აღქმა არ შეიძლება, როგორც დეპორტაციის მიმართ კრიტიკა. მიუხედავად ამისა ვატიკანი ოფიციალურად აკვირდება მიგრანტებს, კარდინალმა ანტონიო მარია ველიომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი თურქეთი ეპყრობა მიგრანტებსს,როგორც უბრალო საგნებს და აკნინებს მათ ადამიანურ ღირსებას.

,,სასაფლაო’’

უამრავი ლტოლვილი შეიკრიბა მორიას ბანაკთან, რათა ეხილათ პაპი. ზოგიერთი მათგანი ბანერების მეშვეობით  ითხოვდა დახმარებას. მოგვიანებით, მიგრანტებმა მოითხოვეს უკეთესი მოპყრობა და ევროპაში დარჩენის უფლება.

ლესბოსზე თავისი ვიზიტის შესახებ პაპმა უთხრა რეპორტიორებს, რომ ამ მოგზაურობისათვის თანმდევია მწუხარება, რადგან ესაა -,,მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ყველაზე უარესი ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ შევხვდებით ბევრ ადამიანს, რომლებიც იტანჯებიან და ილტვიან. მათ არ იციან თუ საით უნდა წავიდნენ, აგრეთვე მოვინახულებთ ზღვის სასაფლაოს.’’

პაპი შეხვდა ლესბოსის მიტილინის აეროპორტში საბერძნეთის პრემიერ მინისტრს ალექსის ციპრასს,  პატრიარქ ბართლომეოსს (მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანთა სულიერ ლიდერს) და საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმე II-ს.

მორიას ბანაკში პაპმა აგრეთვე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო იმ ხალხთა ხსოვნას, რომლებიც ზღვის გადაკვეთისას, უკეთესი ცხოვრების ძიების დროს, დაიღუპნენ.

საბერძნეთის სახელმწიფო ERT ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაპმა ფრანცისკემ მოისურვა 10 ლტოლვილის თავისთან წაყვანა იტალიაში, ვატიკანის სპიკერმა რევ ფედერიკო  ლომბარდმა კი განაცხადა, რომ არ შეეძლო კომენტარის გაკეთება.

ვიზიტის წინა დღეს ერთი სირიელი შეეცადა თავის მოკვლას მას შემდეგ რაც გაიგო, რომ შეიძლებოდა თურქეთში დეპორტირებულიყო, პოლიციამ იგი გადაარჩინა.

წყარო-http://www.bbc.com/news/world-europe-36060360

სხვა წყაროები: რომის პაპის ისტორიული ვიზიტი საბერძნეთში

ლესბოსის ერთობლივი დეკლარაციის სრული ტექსტი

ჩვენ, პაპი ფრანცისკე, მსოფლიოს პატრიარქი ბართლომეოსი და ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე, შევხვდით საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება იმ ტრაგიკული სიტუაციის გამო, რომელიც შექმნილია უამრავი ლტოლვილის, მიგრანტის და თავშესაფრის მაძიებლის ირგვლივ. ისინი ჩამოდიან ევროპაში კონფლიქტური გარემოდან, იქიდან, სადაც მათ სიცოცხლეს ყოველდღიურად ემუქრება საფრთხე.  მსოფლიომ არ შეიძლება უარყოს ის მოსაზრება, რომ კრიზისი შექმნილია ძალადობის გავრცელებისა და შეიარაღებული კონფლიქტების გამო, რომელმაც გამოიწვია რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების დევნა და იძულებითი გადაადგილება, საკუთარი სახლებიდან ოჯახების აყრა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა უხეში ხელყოფა.

მიგრანტთა და იძულებით გადაადგილებულთა ტრაგედია, გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანზე. ესაა კაცობრიობის სერიოზული კრიზისი, რის გამოც მოგიწოდებთ სოლიდარობისკენ, პასუხისმგებლობისკენ, თანაგრძნობისკენ, სულგრძელებისკენ და პოლიტიკურ რესურსთა დაუყოვნებლივ გამოყენებისკენ. ლესბოსიდან ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მოახდინონ გაბედული რეაგირება მასიური ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე, მისი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად კი გამოიყენონ დიპლომატიური, პოლიტიკური და საქველმოქმედო ინიციატივების სრული მობილიზება, როგორც ახლო აღმოსავლეთის, ასევე ევროპის მასშტაბით.

როგორც ჩვენს მიერ წარმოდგენილ ეკლესიათა ლიდერები, ჩვენ  ერთიანი აზრი გვაქვს  მსოფლიოს მშვიდობისთვის და მზადყოფნას გამოვთქვამთ დიალოგისა და შერიგების გზით კონფლიქტების მოგვარებისთვის.  ამ ხნის განმავლობაში ძალისხმევა უკვე გაწეულ იქნა, რათა აღმოგვეჩინა დახმარება და გვეზრუნა ლტოლვილებისთვის, მიგრანტებისთვის და თავშესაფრის მაძიებელთათვის, რისთვისაც მოვუხმობთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს და მათთან ერთად ყველა ქრისტიანს რომ უზრუნველყონ, (როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად) ყველა ხელთარსებული საშუალების გამოყენებით. რათა დარჩნენ ისინი საკუთარ მშობლიურ სახლებში, ისიამოვნონ ცხოვრებით და იცხოვრონ მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში. დაუყოვნებლივ საჭიროა ფართო საერთაშორისო შეთანხმებისა და დასახმარებელ პროგრამათა მობილიზება , რათა დავიცვათ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და უმცირესობები ამ არამდგრად გარემოში. ვიბრძოლოთ ადამიანთა ტრეფიკინგის და კონტრაბანდის წინააღმდეგ, აღმოვფხვრათ საფრთხისშემცველი მარშრუტები, როგორც ესაა  ეგეოსის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე და მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში და განვავითაროთ უსაფრთო განსახლებითი პროცედურები. ამ გზით შეგვეძლება დავეხმაროთ ამ ქვეყნებს, რათა უშუალოდ მიაქციონ ყურადღება და შეხვდნენ ამდენ ტანჯვაგამოვლილ ჩვენს ძმებს და დებს. განსაკუთრებით ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას საბერძნეთის ხალხისადმი, რომლებმაც მიუხედავად მათი ეკონომიკური სირთულეებისა, იკისრეს პასუხისმგებლობა და გამოიჩინეს სულგრძელება, ამ კრიზისის მოსაგვარებლად.

ერთად ჩვენ საზეიმოდ ვაცხადებთ ახლო აღმოსავლეთში ომის, ძალადობის დასასრულს და  ხანგრძლივი მშვიდობიანობისა და სამართლიანობის დაბრუნებას . ჩვენ ვთხოვთ რელიგიურ ორგანიზაციებს, რომ გაზარდონ მათი მხარდაჭერა, რათა ყველა რელიგიის წარმომადგენელმა ლტოლვილმა მიიღოს დახმარება, ხელშეწყობა და დაცვა. ასევე ვთხოვთ  რელიგიურ და საჯარო დახმარების სერვისებს, რომ საკუთარი ინიციატივითვე იმუშაონ შეთანხმებულად, იმდენად  რამდენადაც ამას საჭიროება მოითხოვს. ჩვენ ვთხოვთ ყველა ქვეყანას, რათა მოაწყონ დროებითი თავშესაფარი და შესთავაზონ ლტოლვილის სტატუსი იმ დევნილებს, რომელთაც ეს ეკუთვნით,. რათა სწრაფად დასრულდეს მიმდინარე კონფლიქტები.

მეორე მსოფლიო ომის დროიდან მოყოლებული, ევროპა დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული  კატასტროფის წინაშე, რომ შევხვდეთ ამ მძიმე გამოწვევას, ჩვენ მივმართავთ ქრისტეს ყველა მორწმუნეს, რათა იყვნენ ყურადღებიანნი უფლის იმ სიტყვების მიმართ, რომლითაც ჩვენ ერთ დღეს განვისჯებით: ,,რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე;  შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. ‘’(მთ.25.36-37)

ჩვენი მხრივ იესო ქრისტესადმი მორჩილებით, ყველაფერს ვცდილობთ პრობლემის გადასაჭრელად, მტკიცედ და მთელი გულით ვუჭერთ მხარს ქრისტიანთა მთელს კრებულს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ , რომ: შერიგება (ქრისტიანების), მოიცავს სოციალური სამართლის ხელშეწყობას ყველა ხალხს შორის. ჩვენ ერთად შევასრულებთ საკუთარ მოვალეობას მიგრანტთა, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა ევროპაში  დაბინავებისთვის. (საყოველთაო ქარტია, 2001 წელი).  ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, მიგრანტთა და  მარგინალიზებულთა უმთავრეს უფლებათა დაცვით, ჩვენი მიზანია რომ სრულვყოთ ეკლესიათა მისიის სამსახური, მთელს კონტინენტზე.

ჩვენი შეხვედრა დღეს ნიშნავს  ხელშეწყობასა და იმედს ამ ლტოლვილებისთვის და ყველასადმი, ვინც მზადაა, რომ დაეხმარონ მათ.  მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებებს, რათა დაიცვან ადამიანთა თანასწორობის პრიორიტეტი, რომ მხარი დაუჭირონ შემცვლელ (ინკლუზიურ) პოლიტიკას, რომელიც ვრცელდება ყველა რელიგიურ ორგანიზაციაში. ახლანდელი ჰუმანიტარული კრიზისის მიერ გამოწვეული  ის საშინელი სიტუაცია რომელშიც ჩართულია უამრავი ჩვენი ქრისტესმერი ძმა და და, მოგვიწოდებს მუდმივი ლოცვისაკენ.

ლესბოსი; 16 აპრილი 2016 წელი

იერონიმე II; ფრანცისკე; ბართლომეოსი

წყაროები:http://www.romereports.com/2016/04/16/full-text-lesbos-joint-declaration

https://www.patriarchate.org/-/joint-declaration-by-pope-francis-ecumenical-patriarch-bartholomew-and-archbishop-ieronymos-ii-16-04-2016-

მოამზადა საიტ orthodoxtheology.ge-სთვის

http://www.orthodoxtheology.ge/lesbosjointdeclaration/

გურამ ლურსმანაშვილი

16/04/2016

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s