რომაული არდადეგების დღიურები; ნაწილი VIII

11083791_1735776973303251_5608206385586846958_o

ევროპა გარყვნილი არ აღმოჩნდა

ვისთვის სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ევროპა გარყვნილი არ აღმოჩნდა. არ ყოფილან მართლები ის ფსევდოკონსერვატიული დაჯგუფებები, რომლებიც დასავლურ ღირებულებებზე საუბრისას მხოლოდ მათმავლობას ახსენებენ, ისევე როგორც ის ფსევდოლიბერალური ორგანიზაციები, რომელთათვისაც ევროპა ,,მეწველი ძროხაა’’, რომელიც ლგბტ საზოგადოების  არარსებული პრობლემების ხელოვნურად შექმნის შემდეგ, გრანტს იძლევა.

მალე ორი თვე გახდება, რაც რომში ვცხოვრობ. აქამდეც ვყოფილვარ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ თუ სადმე ,,მასობრივი გარყვნილების’’ ფენომენი არსებობს, ეს სწორედ დასახელებული ქალაქი უნდა იყოს, რადგან ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული მას ამის ,,ყველანაირი პირობა’’ გააჩნია.

თქვენ მაინც იცით რა იგულისხმება ამ საშინელ ტერმინში-,,გარყვნილი ევროპა’’? თუ ზოგადად გარყვნილი პიროვნებების შესახებ ვსაუბრობთ, ასეთები ჩვენს სამშობლოშიც უხვად ცხოვრობენ, რაოდენობრივად იტალიაში რა თქმა უნდა მეტი იქნება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რამდენადაც მახსოვს რომში 5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობ, საქართველოში კი…. ნეტავ ზოგადად  რას ვგულისხმობთ, როდესაც დასავლეთს ამ ,,იარლიყს ვაკრავთ.’’ მით უმეტეს მაშინ, როდესაც იმ ხალხის უმეტესობა, რომელიც დასახელებულ მოსაზრებას ემხრობა, ახალგაზრდობისას ან თავად სარგებლობდა ,,37 მანეთიანი სერვისით’’, ან სხვა ,,მოსარგებლის’’ გავლენას განიცდიდა. ამ ფონზე ადგე და დასავლური სამყარო გარყვნილთან გააიგივო, რბილად რომ ვთქვათ უსამართლობაა.

უკვე ოთხი წელია რაც ჩემი ოთახის ფანჯრები თბილისის ყველაზე ,,სვეცკ’’ უბანს-,,შარდენს’’ გადაჰყურებს. ყოველ შაბათ-კვირას გახლავართ იმის მომსწრე, თუ როგორ და რის გამო ჩხუბობენ ქართველი ახალგაზრდები. (კიდევ ბევრ რამეს ვუყურებ, მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ ვიტყვი), ამის შემდეგ ავდგეთ და კიდევ სხვისკენ გავიშვიროთ ხელი, მთლად კარგ საქციელად არ მესახება.

იქნებ ის არ იციან ჩვენს ქვეყანაში, რომ თუნდაც იგივე იტალიაში, მრავალასეულ-ათასიანი  მიტინგები გამართულა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ, ან იციან და ყურადღებას არ ამახვილებენ. ალბათ არც გაამახვილებენ, სანამ რომის მოსახლეობა ტაბურეტკებით არ შეიარაღდება და ისე არ გააპროტესტებენ ლგბტ პირთა ამა თუ იმ ქმედებებს.

იგივეს (არაკომპეტენტრურობის) თქმა შეგვიძლია ფსევდოდასავლურ ორგანიზაციებზე, რომელთათვისაც ევროპული ღირებულება ჰომოსექსუალთა ქორწინების უფლების მიცემით იწყება და ქალისადმი მოწოდებით მთავრდება, რომ არ გათხოვდეს, რადგან ეს ქმრის მონობაა. ამ ჯგუფებს შეუძლიათ გალანძღონ სხვადასხვა ეკლესია და ეს ქმედება ,,აზრის გამოხატვის თავისუფლებით’’ გაამართლოს,  ამ დროს კი ავიწყდებათ, რომ რელიგიური გრძნობების დაცვა და მისდამი პატივისცემა, ასევე ევროპული, უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ამ ჯგუფებს შეუძლიათ აბორტი გაამართლონ იმ მოტივით, რომ ,,ჩემი სხეული ჩემი უფლებაა’’ და არ გაიხსენონ, ამ საშინელი მოვლენის წინააღმდეგ  გამალებული ბრძოლა დასავლურ-ცივილიზებულ სამყაროში. დღეს, ფსევდოლიბერალური ორგანიზაციები მოუწოდებენ ქალებს, რომ არ გათხოვდნენ, რადგან ეს ქმრის მსახურებაა, იმ ფონზე როდესაც ოჯახის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანი რამაა დასავლეთში და ერთ-ერთი მხარის ღალატის შემთხვევაში მისი შენარჩუნება თითქმის შეუძლებელია (განსხვავებით ჩვენგან, სადაც ,,ქმარს ყველაფერი ეპატიება, რადგან კაცია და უნდა) და.ა.შ.

ამ თემაზე ყველაფერ ხელთარსებულს რომ შეადარებ ასკვნი, რომ ,,გარყვნილი ევროპის’’ მითი ,,უბიწო ერთმორწმუნე’’ ქვეყანაშია შექმნილი და მისი ,,გაპრავება’’ რელიგიური მოტივით ხდება, ჩვენც სატყუარას ვყლაპავთ და ვიჯერებთ. ამ დროს კი საერთოდ გვავიწყდება, თუ რას  გადმოგვცემს ბიბლია. არადა მარტივი ჭეშმარიტებაა, ლოტის გოგონებმა თვით სოდომშიც კი, იქ სადაც მათ ირგვლივ მხოლოდ უკიდურესად გარყვნილები სახლობდნენ, შეინარჩუნეს ქალწულება,  ხოლო ამ ტერიტორიიდან გამოსვლის შემდეგ კი საკუთარ მამასთან დაეცნენ, ქალაქ ცოღარში, იქ სადაც მათ გარდა სხვა არავინ იმყოფებოდა .

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მასობრივი-რელიგიურობა, ათეიზმი, გარყვნილება, სიწმინდე, სისპეტაკე და.ა.შ. არ არსებობს, არამედ არსებობენ ამა თუ იმ ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანები, რომლებიც ყველა დროსა და საზოგადოებაში ცხოვრობდნენ.

P.S. თუნდაც რომ  ,,მასობრივად გარყვნილი’’ იყოს ევროპა, ჩვენ თუ მართლაც ქრისტიანები ვართ, მათგან ,,ჯერკუალის გაგდება და კეთილის შეძინება’’ უნდა შეგვეძლოს, რომელიც იმდენი და ისეთი აუცილებელია, რომ  სიბილწეზე ფიქრის საშუალებას არ დაგვიტოვებს.

ჩემი რომაული არდადეგები დასასრულს უახლოვდება, ხოდა ისღა დამრჩენია კიდევ ერთხელ ჩავუარო რომაული სენატის შენობას, გამოვემშვიდობო კოლიზეუმს და წავიკითხო დიდი ქართველი ევროპელის შემოქმედება:

„რაც უნდა ჭირი მომკერძო,

ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;

მცნებას ვერ შემაცვლევინებ

მოზღვავებულის ავითა“.

ვაჟა

გურამ ლურსმანაშვილი

რომი

26/03/2016

 

Advertisements

2 Comments

Filed under არდადეგები

2 responses to “რომაული არდადეგების დღიურები; ნაწილი VIII

  1. კარგი ბიჭი ხარ შენ, გურამ! 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s