რომაული არდადეგების დღიურები; ნაწილი VI

ვინც არა ჰგავს კახაბერსა…12779183_1729871397227142_7067800764166128830_o

,,მართლმადიდებლობის ზეიმი” ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაულია , რომელსაც დიდმარხვის პირველ კვირას ვდღესასწაულობთ. საზეიმო მსახურებას წმიდა თეოდორეს სახელობის რომი ტაძარში დავესწარი, (რომელიც დღეს ბერძნების საკუთრებაა და პალატინოს ბორცვზე, გენიალურ ადგილზე მდებარეობს, შესანიშნავი მოზაიკით და ისტორიით), წინა კვირას რუსულ ტაძარში გახლდით , იმის წინ რუმინელებთან, სულ თავიდან ქართველებთან, ერთი კვირა ფლორენციაში ვიყავი სადაც ასევე მდებარეობს ჩვენი, წმიდა ნინოს სამრევლო, მალე მილანისკენ მივემგზავრები,სადაც უფლის მადლით ასევე შეგვიძლია ქართული წირვა-ლოცვის აღვლენა… დააკვირდით რომ მხოლოდ ის ტაძრები დავასახელე, რომლებშიც თავად გახლდით და უშუალოდ ვნახე სიტუაცია, მათ გარდა კიდევ უამრავ სხვაზე შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ სჯობს მთავარ სათქმელზე გადავიდეთ. საქმე იმაშია, რომ მაკვირვებს ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომელთათვისაც მიუღებელია კათოლიკეებისთვის ტაძრის აშენების უფლების მიცემა საქართველოში, ანაც მათ მიერ წლების თუ საუკუნეების წინ აგებულის უკან დაბრუნება. გთხოვთ დააკვირდეთ, რომ კათოლიკეებმა ტაძრები გადმოგვცეს ქართველებს, ბერძნებს, რუმინელებს, რუსებს და.ა.შ. მოკლედ, ხვალ რომ მალაიზიელმა მართლმადიდებლებმა მოითხოვონ რომში ეკლესია და ეს ყველაფერი სამართლებრივად და იურიდიულად დაასაბუთონ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ  მიიღებენ. ამ დროს კი ჩვენს თანამემამულე კათოლიკე ძმებს, არაა გამორიცხული რომ პრობლემა შეექმნათ მათი წინაპრების მიერ აშენებული ტაძრის უკან დაბრუნების მცდელობისთვის. ამ ყოველივეში მათ შეიძლება გარკვეული იურიდიული პროცესები უშლიდეთ ხელს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მოდით ,,არაიურიდიულ” არგუმენტებზე ვთქვათ რამდენიმე სიტყვა და ვნახოთ თუ რატომ არ უნდა გარკვეულ ადამიანებს, რომ კათოლიკეებმა ადრე აგებული ტაძარი დაიბრუნონ:

1-ეგენი (კათოლიკეები) მწვალებლები არიან და სურთ ჯოჯოხეთში წაიყვანონ ქართველები.
2-ქართველი ,,კათოლიკე” არ არსებობს, რადგან თუ ქართველი ხარ, მართლმადიდებელიც უნდა იყო.
3-კათოლიკეებმა კი ააშენეთ, მაგრამ მასში ,,მადლი” მხოლოდ ახლაა და რომ დავუბრუნოთ მადლიც განქარდება.
4-თქვენს მიერ აშენებული ტაძრები ჩვენს ხელში ,,საღვთო განგებულებით” არიან და მათი უკან დაბრუნება უსამართლობა იქნება.
5-ის ტაძრები არ გყოფნით, რომლებიც გაქვთ?
6-ქართველობას გვართმევენ და მართლმადიდებლობას ებრძვიან ევროპელები!

და.ა.შ. ამ სიის დაუსრულებლად გაგრძელება შემიძლია,მაგრამ სანამ დავასრულებ სჯობს რეალობას შევხედოთ. ჩვენ ქართველები, ყოველ კვირას მივდივართ ტაძარში, ვასრულებთ დედამიწაზე ყველაზე აღმატებულ მოვლენას-საღვთო ლიტურგიას, თანავმწირველობთ ბერძნებთან, რუმინელებთან, რუსებთან და სხვა ეროვნების მართლმადიდებელ ძმებთან . ამ დროს კი არაა გამორიცხული, რომელიმე ქართველმა კათოლიკემ, მისთვის ისტორიულად კუთვნილ ტაძარში მესა ვერ ჩაატაროს. დარწმუნებულები ვართ რომ მათ შორის ,,მიხეილ თამარაშვილი” ან რომელიმე დიდი პიროვნება არ არის? მათზე მეტად გვიყვარს ქვეყანა? ჩვენ არაერთი კათოლიკე საზოგადო მოღვაწე გვყოლია და ღმერთმა ქნას იმის ნახევარი გაგვეკეთებინოს ჩვენი სამშობლოსათვის, რაც მათ იღვაწეს.

რელიგიას რომ თავი დავანებოთ,  ამ ფონზე მინიმუმ არადიპლომატიური და არასამართლიანი სვლაა და ამასთანავე უმადურობის გამოხატულებაც, ვიღაცის საქციელი. როდის ვიქნებით მადლობლები ? როცა რომის პაპი დადგება წმ.პეტრეს ტაძრის გუმბათზე და იტყვის- შემინდეთ მწვალებელი ,,პაპისტი” რომ ვარ, მეტჯერ აღარ ,,ვიპაპისტებ”, აჰა თქვენი იყოს ვატიკანიცა და ყველა კათოლიკური ტაძარი!

მინიმუმ ეთნოფილეტიზმსს მაგონებს ეს ყოველივე…
დაახლოებით უკვე ვიცი ჩემს ამ წერილს რა მოჰყვება (ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ გადაამოწმოთ)- უკვე ,,სისხლი გადაუსხეს”, გაამასონეს, გააპაპისტეს, გააეკუმენისტეს, ქართველობა წაართვეს, დაღუპეს და.ა.შ. არადა კი არა ,,გამაიმასმიქნეს”, ადგნენ და რომის ცენტრში ბრწყინვალე ადგილზე, შუა საუკუნეებში აგებული კოხტა, გემოვნებიანი და ხელოვნების ნიმუშებით მორთულ-მოკაზმული ტაძარი (რომელიც არასდროს ყოფილა და ვერც იქნებოდა მართლმადიდებლების) გადმოგვცეს, რითაც შესაძლებლობა მომცეს ქრისტეს უხრწნელ სისხლსა და ხორცს, ჩემი თანამემამულეების ტაძარში ვეახლებოდი.
ხოდა სანამ გარკვეული ჯგუფი იმაზე ბჭობს, სამშობლოში დაბრუნებული დამწვან, დამხრუკონ, მიმჯირყვნონ, მიმწიხვნონ, შემაშინონ, ხელი შემიშალონ თუ უბრალოდ ,,სიყვარულით მამხილონ”, გადავფურცლავ ერთ დიდ ნაწარმოებს და მარკოზ მახარებლის საფლავს მოვილოცავ. ღმერთმა სულ გახარებულები გამყოფოთ!

„მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?
ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ საქებად.
მე თუ გინდა თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,
ვინც არა ჰგავს კახაბერსა მე ვერ ვიტყვი კახაბერად“

დავით გურამიშვილი

რომი 21/03/2016

გურამ ლურსმანაშვილი

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under არდადეგები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s