რომაული არდადეგების დღიურები; ნაწილი V

ვინ გვართმევს ქართველობას?

12733555_1728299837384298_8521422775250414421_n

ფორმალური ხასიათის გაკვეთილების გარდა, ყოველთვის რომ ვცდილობ არაფორმალურები ჩავატარო, უკვე იცით. ქართული ცეკვის შესახებ მონათხრობმა და ნაჩვენებმა ინფორმაციებმა რომ საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია მოსწავლეებში, ესეც მოგახსენეთ.ხოდა ამ ყველაფრის შემდეგ გადავწყვიტე სადაც შესაძლებლობა მომეცემოდა, ცალკე გაკვეთილები ჩამეტარებინა, ქართული ტრადიციების შესახებ. გამოვყოფ რამდენიმე საკითხს, რომლებმაც რომაელი ახალგაზრდები ძალიან დააინტერესა.

I-ქართული სუფრა და თამადობის ,,ინსტიტუტი”
ჩემს სკოლაში უკვე იციან, რომ ქართველები დიდი რაოდენობით ღვინოს სვამენ, მაგრამ სასმელით თრობა ისტორიულად ითვლებოდა სირცხვილად. მათ ისიც მოეხსენებათ, რომ სუფრაზე ისმის ლექსები, სიმღერები, ხუმრობა და ცხოვრებისეული ისტორიები. ამ ყოველივეს მსვლელობისას ბილწსიტყვაობა და უწესო ქცევა რომ დაუშვებელია, ეს ,,დოგმაა.”
ახალგაზრდებს ვუთხარი რომ სადილი წინასწარ განსაზღვრული კანონზომიერებით მიდის, რომელსაც სუფრის ხელმძღვანელი-,,თამადა” აკონტროლებს, რომელიც კოლორიტი, ავტორიტეტი, განათლებული, დარბაისელი და მსგავსი სხვა დადებითი თვისებებით შემკული პიროვნება უნდა იყოს. ცალკე თემაა სადღეგრძელოები, მათი მსვლელობაც სპეციალური კანონზომიერებით მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც გარკვეული რიგითობით იხსენებენ რწმენას, ქვეყანას, გარდაცვლილებს, ლოცავენ მომავალ თაობას, მანდილოსნებს და.ა.შ.

II- ქალებისადმი დამოკიდებულება

ჩემმა რომაელმა მოსწავლეებმა უკვე იციან, რომ ქართველი მამაკაცისათვის დაუშვებელი იყო ბილწსიტყვაობა იქ, სადაც ქალი იმყოფებოდა, რომ არ შეიძლებოდა ჩხუბი და ბრძოლა იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იდგა, ხოლო თუკი მოჩხუბრები მას ვერ შეამჩნევდნენ, თეთრი მანდილის ჩაგდებით დაპირისპირებაც სრულდებოდა.  მოსწავლეებმა იციან, თუ როგორი დიდი ავტორიტეტი  და ძალა გააჩნდა ქალს, როგორც ოჯახის დედაბოძს, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მისთვის  თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. ჩემს სკოლაში უკვე იციან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო საქართველოში ოჯახური სიწმინდის  დაცვა, რომელიც განურჩევლად მოეთხოვება ქალსაც და მამაკაცსაც, რადგან ქრისტიანულ ტრადიციებზე დამყარებულ ოჯახში შეუძლებელია ცოლ-ქმრიდან ერთს, მეორეზე მეტად მოეთხოვებოდეს პატიოსნება, რადგან ,,გენდერული თანასწორობა” არასდროს და არსად ყოფილა დაცული იმაზე უფრო ზუსტად და ჯანსაღად, ვიდრე ეს ეკლესიაში, ამიტომაც ,,აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.”(გალ.3.28) ხოლო ქმარს ისევე უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც ქრისტეს უყვარს ეკლესია და ქრისტესავით მზად უნდა იყოს მეუღლისათვის ჯვარზე ასასვლელად-,,ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის.”(ეფ.5.25)

დასახელებულების გარდა სხვა ტრადიციებზეც ვესაუბრე, მაგრამ მათი განხილვა შორს წაგვიყვანს. მთავარი ისაა, რომ თთითოეულის განხილვისას ჩემი მოსწავლეები ვერ მალავდნენ გაოცებას, აღფრთოვანებასა  და აღტაცებას.

მოგეხსენებათ ტრადიცია არ ნიშნავს იმას, რომ იგი აუცილებლად კარგია. საქართველოს ,,ცუდი” ტრადიციების შესახებ რომ დავიწყო საუბარი ეს თემა კი არა ბლოგიც არ მეყოფა, მაგრამ სასარგებლოს ამორჩევა და ,,ჯერკუალის” გაგდება, როგორც ჩანს ძალიან გვიჭირს.

პირადი გამოცდილებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველებს ნამდვილად გვაქვს ჩვენთვის დამახასიათებელი ტრადიციები, რომელთა დაფასებითა და სწორად გამოყენებით ჩვენც უფრო მეტად ვისარგებლებთ და დასავლეთისთვისაც უფრო მეტად მიმზიდველი და საინტერესო ქვეყანა ვიქნებთ. ტრაგედია იმაშია, რომ ქართული სუფრის ესოდენ სანაქებო ტრადიცია-ღრეობით შევცვალეთ, ,,თრობის სირცხვილი”-,,თრობის ვაჟკაცობით”; თამადობის სიდიადე-,,განსხვავებული სასმისების” დაძალებით; ოჯახური სიწმინდე-,,37 მანეთიანი” მენტალიტეტით  და.ა.შ.

მოკლედ, დასავლეთი კი არ გვართმევს ქართველობას, ჩვენვე ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ. რაც მართლა შესანარჩუნებელია იმას ვანადგურებთ, ხოლო რაც სამუდამოდ ამოსაკვეთია-ვერთგულებთ, ამ ყოველივეს ვუმატებთ ფსევდოდასავლურ და ფსევდო ევროპულ ე.წ. ,,ფასეულობებს” და საბოლოოდ რასაც ვიღებთ კი ვხედავთ.

ამ თემაზე სათქმელსა და საწერს და დალევს,მაგრამ ჯობია ერთი დიდი პოეტის სიტყვები გადავიკითხო და სანამ შემიძლია ტრასსტევერეზე სეირნობით დავტკბე:

 

,,ჩემის უცებით შევატყევ, ბრიყვთათვის რაც შემიტყვია:
ავი და კარგი გარჩევით, ვხედავ, რომ ახლოს მიწყვია.
მინდა და სწავლის სიმოკლით ცალ-ცალკე ვერ გამიყვია.
ჰგავს უხორთუმოს სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია!”

დავით გურამიშვილი

რომი 14/03/2016

გურამ ლურსმანაშვილი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under არდადეგები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s