რომაული არდადეგების დღიურები; ნაწილი IV

სირაქლემას პოზა თუ ეთნოფილეტიზმი?

12772082_1730922920455323_9022347056031032110_o

ვინც მეტ-ნაკლებად მიცნობს მოეხსენება რომ ჩემს ,,რომაულ არდადეგებს” რელიგიურ ვიზიტთან არანაერი კავშირი არა აქვს, მაგრამ თუ რამე ,,რელიგიური” არ გამოვურიე, ,,რაა მამული.”
მოკლედ, როდესაც თავისუფალი დრო მქონდა, ჩემს მეგობარს ვესტუმრე, რომელიც აქაური უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობს, როგორც ხდება ხოლმე მან თავისი მეგობრები, თანაკურსელები და.ა.შ. გამაცნო, რა თქმა უნდა არაფორმალურ გარემოში. უმეტესობა მათგანს რაიმე განსაკუთრებულს რა თქმა უნდა ვერ შეატყობდით, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ როდესაც რაიმე საკითხზე საუბარს დავიწყებდით, მალევე ჩნდებოდა, რომ კარგად ესმოდათ მისი ავან-ჩავანი.
ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც სხვებისგან რა თქმა უნდა არაფრით გამოირჩეოდა, აქაური ბიბლეისტიკის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის (გნებავთ მასტერის) სტუდენტი გახლავთ, დაახლოებით 26-27 წლის. ვინც არ იცით გეტყვით, რომ მის სასწავლებელში ყველამ, ვისაც სურს დასახელებული პროგრამის სტუდენტი გახდეს, მისაღებ გამოცდებზე ვალდებულია ჩააბაროს (თუ არ ვცდები) 2 ,,მკვდარი” და 3 ,,ცოცხალი ენა.” დასახელებულ ყმაწვილს ჩაუბარებია ძველი ებრაული, ძველი ბერძნული, ინგლისური, იტალიური და რუსული ენები. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ როდესაც გამოცდის ჩაბარებას და ენის ცოდნას ვახსენებ, ვგულისხმობ არა უბრალოდ სასაუბრო დონეზე დასწავლას, არამედ იმ დონეზე ცოდნას, რომ აბიტურიენტს ტექსტებზე მუშაობა თავისუფლად შეეძლოს, თითოეულ ენაზე.
გარდა იმ ენებისა, რომლებიც მისაღებ გამოცდებზე ჩააბარა ჩვენმა მეგობარმა, სხვა ენებიც იცის- ,,მკვდრებიდან” სლავური და ლათინური, ხოლო ,,ცოცხლებიდან” გერმანული და ფრანგული.
თქვენის ნებართვით დავაჯგუფებ იმ ენებს, რომელიც დასახელებულმა სტუდენტმა იცის: ,,მკვდარი” – ძველი ბერძნული, ძველი ებრაული, ლათინური, სლავური. =4.
,,ცოცხალი”-ინგლისური, იტალიური, გერმანული,ფრანგული, რუსული. =5.
4+5=9 ეს ყოველივე კი 30 წლამდე ახალგაზრდამ იცის.
დაახლოებით ვიცი ჩემს ამ წერილს გარკვეულ ფენებში რა გამოხმაურება მოყვება, როგორ კუდს მიაბამენ, ვის მიმართ დაწერილად მიიჩნევენ და.ა.შ. ხოდა ეს ყველაფერი რომ თავიდან ავიცილოთ ახლავე ვიტყვი და საკმაოდ გარკვევით, რომ დასახელებულ ინფორმაციას უპირველესად ვწერ ჩემი თავის საყურადღებოდ და შემდეგ უახლოესი მეგობრების, ახლობლების და კოლეგების მიმართ. განსაკუთრებით მათთვის (ჩემი თამადობით), ვისაც გვგონია, რომ ,,რამე ვიცით”. სხვა გზა არ გვაქვს იმის გარდა, რომ რეალობას თვალებში ჩავხედოთ და გავაცნობიეროთ რომ დღე და ღამე თავაუღებელი შრომა,სწავლა და თავდადება გვჭირდება იმისათვის, რათა რიგი პრობლემები დადებითად გადავჭრათ. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წელში ჩვენი წერილის მთავარი პერსონაჟი საკუთარ ეკლესიაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს, ჩვენც მოგვიწევს მასთან დიალოგი, კამათი, შეთანხმება და.ა.შ. ჩემი და ჩემი ახლობლების საყურადღებოდ ვიძახი, თუ რის დაპირისპირებას ან რის შეთავაზებას ვაპირებთ მისთვის? ეთნოფილეტიზმის? იმისას, რომ ჩვენ ყოველთვის ,,მაგრები” ვიყავით და მაგრები ვიქნებით, იმიტომ რომ…
სანამ ჩვენს წერილს გამოხმაუებები მოჰყოლია ისღა დამრჩენია კიდევ ერთხელ გავხედო ვატიკანის საოცარ კედლებს და ჩემი უსაყვარლესი ლექსი გადავიკითხო:

,,ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.

თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.”

ილია ჭავჭავაძე

 

ვატიკანი 08/03/2016

გურამ ლურსმანაშვილი

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under არდადეგები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s