რომაული არდადეგების დღიურები; ნაწილი II

1234

კვირა N-II

რამდენიმე ხნის წინ ჩემი დღიურების პირველი ნაწილი გამოვაქვეყნე,  რომელშიც ვწერდი თუ რა სიტუაცია დამხვდა კლასებში, როდესაც გაკვეთილის ჩასატარებლად შევედი. ამის შემდეგ დაახლოებით 15 სხვადასხვა კლასში გახლდით კიდევ და მდგომარეობა თითქმის იდენტურია, იმ განსხვავებით,რომ აქ  ბიჭების რაოდენობა სჭარბობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველგან იყვნენ ისეთები, რომლებმაც იცოდნენ კალაძე, მჭედლიძე და ფაჩულია. ჩემი შეხსენება საჭირო არაა იმისათვის, რომ ჩვენი ერისგან აუცილებლად ეკუთვნით დაფასება ამ ხალხს, რომელთა საქმიანობაც უკვე გასცდა სპორტის საზღვრებს, იტვირთეს სამშობლოს ელჩების ფუნქცია და  ჩრდილოელი მეზობლისგან შევიწროებული, კავკასიის რეგიონში ჩამალული ქვეყანა, განვითარებული დასავლეთის ქვეყნებს გააცნეს.

როგორც ყოველთვის, ახლაც ვცდილობ რომ რეალისტი ვიყო და არ დავიწყებ საუბარს იმაზე, რომ იტალია ჩვენზე ,,ყველაფრით მაგარია.” პირიქით, არაერთი საკითხია, რომელშიც ჩვენ უფრო  კარგ მდგომარეობაში ვართ , მაგრამ ამაზე სხვა დროს. მიმაჩნია, რომ არალეგალ მუსლიმ მიგრანტთა და სხვა პრობლემებზე საუბარს, სჯობს ჩვენთვის უფრო მეტად საინტერესო საკითხებს შევეხოთ.

რა თქმა უნდა არ ვიქნები ბანალური და არ გეტყვით, რომ რომში ჩასულებმა უნდა ნახოთ კოლიზეუმი, რომელიც დიდებული ნაგებობაა და.ა.შ. ბლა-ბლა-ბლა. არანაირად, არამედ მოგახსენებთ რომ გარკვეული პროგრამის ფარგლებში ვასწავლი ინგლისურს და საქართველოს ისტორია-კულტურას, რომის ერთ-ერთ ჩვეულებრივ სკოლაში.

აქ ყოფნისას (ჯვარი აქაურობას და) ერთი პიროვნების პანაშვიდს შევესწარი და როგორც ყველაფერი სხვა, ეს ტრაგიკული მოვლენაც ,,ჩემეულს” შევუდარე.  უპირველესად ვთქვათ ის, რომ როგორც ჩვენთან (და ყველგან) აქაც ახლდა ამ მოვლენას ცრემლები და მწუხარება, მაგრამ არაბუნებრივი ვერაფერი შევნიშნე. ვერ ვნახე ვერსად დაწერილ-დაზეპირებულ-გარითმული დატირების ტექსტები, დადგმული სცენებითა თუ დამუშავებული სპექტაკლებით სავსე. მომეჩვენა, რომ არავინ ფიქრობდა იმაზე, მოიხადა თუ არა საკუთარი ,,საჭირისუფლო ვალი”, რომელიც ,,წართქმით ტირილს” უკავშირდება და.ა.შ. ვისაც ძალიან შესტკიოდა გული-ტიროდა, ვისაც ნაკლებად-არა. დაკრძალვის შემდეგ რა თქმა უნდა არ ყოფილა 500  კაციანი ,,ქელეხი”, სადაც 5 ჭიქის შემდეგ ,,ფანოღის” მოყვანა უნდებათ და მიცვალებულის სულზე ზრუნვა ყველას ავიწყდება. არამედ ყველაფერი მარტივად მოხდა, მიასვენეს მიცვალებული ტაძარში, სადაც სასულიერო პირმა მისი სულს საოხად მესა აღავლინა, მოუწოდა ჭირისუფლებს ლოცვების გაძლიერებისთვის და.ა.შ.

რადგან ,,ჯვარი აქაურობას” და დაკრძალვაზე ვსაუბრობდით,  აქაურ ცხოვრების წესზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ზოგადად, იტალილიის მოსახლეობა, ჯანმრთელ ერად ითვლება, რაც შემთხვევითი არაა. ჩამოვთვალოთ ამის მიზეზები: უპირველესად ის, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სწორ და ჯანმრთელ კვებას, ხალხი ცდილობს იცხოვროს ჯანმრთელი ცხოვრების წესით. მაგ: დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით გზის ნაპირზე მორბენალ ხალხს, რომელშიც მრავალი ხანშიშესულია. ის რომ 70 წლის პიროვნება ყოველ დილით ვარჯიშობს, აქ სავსებით ლოგიკურია და არავის უკვირს. თქვენ კი ის ნუ გაგიკვირდებათ, თუ შემთხვევით ველოსიპედზე ანაც ,,მოპედზე” შემომჯდარი ბებო ან ბაბუ ,,ჩაგიშხუილებთ”. ეს იტალიაა და ყველაფერი სავსებით ბუნებრივია.(ახალგაზრდებზე ჯერ შეგნებულად არაფერს ვიტყვი) მესამე და ჩემი აზრით უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ერი დიდხანს ცოცხლობს, მათი ხასიათი და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაა- სიცილი, ხუმრობა, ხმაური, ნაკლები სტრესი, ნაკლები ნერვიულობა, ქუჩაში ბედნიერი სახეებია, ხალხი ღიმილის გარეშე ვერ ძლებს და.ა.შ.

ჯერ-ჯერობით სტრესს და ნერვიულობას, არც მე ვუჩივი, ხოდა ისღა დამრჩენია პანთეონის ფონზე გადავშალო ჩემთვის უძვირფასესი ბუმბერაზის წიგნი და წავიკითხო:

,,ჩემზედ ამბობენ: ის სიავეს ქართლისას ამბობს..
ჩვენს ცუდს არ მალავს , ეს ხომ ცხადი სიძულვილია?
ბრიყვნი ამბობენ… კარგი გული კი მაშინვე გრძნობს
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია.”

/ილია ჭავჭავაძე/

გურამ ლურსმანაშვილი

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under არდადეგები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s