რომაული არდადეგების დღიურები; ნაწილი I

12742003_1728296174051331_6357050562332973027_nჩემი გაკვეთილები
ორშაბათია, შაბათ-კვირის სეირნობა და რომის დათვალიერება დასრულებულია. ჩვეულებისამებრ, ჩემს სკოლაში ზედიზედ ჩავატარე 5 გაკვეთილი, 5 სხვადასხვა კლასში.შევეცდები დაახლოებით აღგიწეროთ სიტუაცია. შევდივარ კლასში სადაც არიან 18-21 წლის მოსწავლეები (სტუდენტები), რომლებიც წამოწოლილები არიან მერხზე, ეხუტებიან თავის ,, ბოი ან გერლ ფრენებს” სვამენ კოკა-კოლას, ან სხვა სახის სასმელს, ყელში აქვთ ამოსული ყოველდღე კოლიზეუმის ხილვა და გაკვეთილები ანტიკურ ხანაზე. დავუშვათ რომ ,,ფრეზენთ პერფექთ კონტინიუს პესივ-ვოისი” უკვე შეძლებისდაგვარად ავუხსენი, რომელიც რა თქმა უნდა ვერ გაიგეს, მეორე ნაწილი ჩემი გაკვეთილისა, უკვე არაფორმალური ხასიათისაა. ყველა კლასში თუ აუდიტორიაში დასმული პირველი კითხვა ასეთია- ,,-გერლფრენდი გყავს? -არა? -რატომ?…” აი ამის შემდეგ უკვე საქართველოთი უნდა დავაინტერესო ეს ბავშვები, ღმერთს მადლობა ჯერ-ჯერობით გამომდის კიდეც.რით? იმით რომ საქართველოში გვაქვს ამერიკაზე ძველი მუხა, ტყლაპი, ყველაზე ,,სულიერები” ვართ, წმინდა გიორგი დაჭენაობდა ქართველების ყველა ბრძოლაში და.ა.შ.? არა! ასე ხომ სამუდამოდ დაეკარგებათ წარმოდგენა ჩემს ქვეყანაზე, წარმოდგენა, რომელიც გაკვეთილამდე საერთოდ არ გააჩნდათ.
რა დაღლილობაზეა საუბარი, როდესაც მეხუთე გაკვეთილზე, შენს წინ მჯდომი 16-21 წლის ახალგაზრდები აღტაცებას გამოხატავენ საქართველოს შესახებ. მეთოდი მარტივი მაქვს, ისინი ხომ გაკვეთილის დაწყებისას მერხზე სხედან და ფეხები სკამებზე უდევთ, მეც მოვკალათდები მასწავლებლის მერხზე, ერთ-ერთ სკამზე შემოვდეთ ფეხს, მეორეს მასზე გადავაჯვარედინებ და ვიწყებ საუბარს საქართველოს ფოლკლორზე. ვუსხნი და ვუჩვენებ ჩემი სამშობლოს შედევრებს. მაგ: კარბელაანთ, შემოქმედის, ქართლ-კახურ და სხვა კილოებზე შესრულებულ ქართულ საგალობლებს; გურულ კრიმანჭულს, ცედურ მრავალჟამიერს და.ა.შ. შემდეგ უკვე ტრადიციულ ცეკვაში ჩაქსოვილ ქართულ ხასიათზე მოვუთხრობ, ვუჩვენებ თუ როგორ ცეკვავენ ქართველები ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში, საკნცერტო დარბაზებში თუ ქორწილებში და.ა.შ. თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი ურთიერთობა, ამაზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი, მაგრამ ახლა თქვენი რჩევა მჭირდება.
არ მინდა რომ ჩემი გაკვეთილები ერთფეროვანი და მოსაწყენი იყოს. მით უმეტეს თვალებიდან არ ამომდის რომაელი ახალგაზრდების სახეები, როდესაც მათ ქართულ ფოლკლოლურ შედევრებზე ვესაუბრებოდი და ვუჩვენებდი. ხვალ, როდესაც იგივე კლასში უნდა შევიდე, როგორ გავაოცო იგივე მოსწავლეები? როგორ გავაოგნო ჩემი სამშობლოთი? მე ახლა მხოლოდ ერთი გზა მესახება, ვუთხრა მათ რომ იმ საგალობლებს, რომლებმაც გუშინ აღფრთოვანებაში მოიყვანეს, ქართული საზოგადოების მორწმუნე ნაწილი ,,არაკანონიკურად” მიიჩნევს და იმ ცეკვებს, რომელთა ცქერისას ტანზე ეკლები აყრიდათ სტუდენტებს, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, ასევე ცოდვად მიიჩნევს. ამას თუ ვეტყვი, დარწმუნებული ვარ მათ გაოცებას საზღვარი არ ექნება. თქვენ რას მირჩევთ?
P.S.-მთლად პირდაპირადაც ნუ გაიგებთ ჩემს პოსტს. (პათოსის სმაილი) 😉

https://www.facebook.com/notes/guram-lursmanashvili/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-i-/1726990917515190

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under არდადეგები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s