ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის ხელმეორედ აღიარება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ

CHEX

2016 წლის 12-13 იანვარს, ფანარში (კონსტანტინოპოლის რაიონი) შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიოს საპატრიარქოსა და ჩეხეთ-სლოვაკეთის ეკლესიის წარმომადგენლები. დასახელებული ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტ ქრისტეფორეს გადადგომიდან ამ შეხვედრამდე არ იყო აღიარებული მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, პერგამოს მიტროპოლიტმა იოანემ (ზიზიულასი, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო),  გახსნა შეხვედრა.

დისკუსიების შემდეგ მსოფლიოს საპატრიარქომ მიტროპოლიტი როსტისლავი სცნო ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის პირველ იერარქად.

საინფორმაციო სააგენტო Romfea.gr-ს ცნობით, მიტოპოლიტმა როსტისლავმა მსოფლიო საპატრიარქოსა და ბერძენი ხალხის წინააღმდეგ წარმოთქმულ განცხადებათა გამო ოფიციალურად ითხოვა შენდობა, რის შემდეგაც ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემა, წარმატებით მოგვარდა.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია თავის მართვა გამგეობის დებულებაში დაამატებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან მისი ავტოკეფალიის ტომოსს.

აღსანიშნავია რომ ასევე  დადებითად გადაწყდა მიტროპოლიტ როსტისლავსა და მთავარეპისკოპოსს სვიმეონს (ბრნოსა და ოლიმუზის ეპარქია) შორის არსებული უთანხმოება, ეს უკანასკნელი (მთ.ეპ. სვიმეონი) იყო ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის მმართველის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი.

თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

წყაროები:

http://orthodoxpost.com/reconciliation-in-the-orthodox-church-of-the-czech-lands-and-slovakia/

http://www.amen.gr/article/eirinefsi-stin-ekklisia-tsexias-kai-slovakias-me-tin-

sfragida-tou-oikoumenikou-patriarxeiou-foto

მოამზადა საიტ orthodoxtheology.ge-სთვის

http://www.orthodoxtheology.ge/140116/

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s