მკვლევართა შეხვედრა ფანარში (კონსტანტინოპოლის რაიონი)

скачанные файлы

2016 წლის 4-5 იანვარს, მსოფლიო საპატრიარქომ მოაწყო 30 მეცნიერის შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო მთელი მსოფლიოს ღვთისმეტყველთა, სხვადასხვა დისციპლინების აკადემიურ მუშაკთა და სამღვდელოებას  შორის კავშირის განმტკიცება, რათა ეკლესიის საკეთილდღეოდ უკეთესად გაცნობოდნენ საკუთარ ინტერესებსა და მოლოდინებს, განსაკუთრებით კი წმიდა და დიდი კრების პრიზმაში.

თავის მიმართვაში მისმა ყოვლადუწმინდესობამ მსოფლიოს პატრიარქმა ბართლომეოსმა აღნიშნა: ,,თქვენ მოგიწვიეთ, რადგან  მიგვაჩნიხართ დიდი ეკლესიის  დელეგატთა მცირე ჯგუფად, ეკლესია არის სიმბოლო ჩვენი მოსიყვარულე კავშირისა ღმერთისადმი აღვლენილ ყველა იმ მსახურებისთვის, რომელიც აღესრულება მსოფლიოს მასშტაბით. თქვენ ხართ ღვთისმეტყველები, ისტორიკოსები, მკვლევრები და მასწავლებლები, ქალბატონები და მამაკაცები- შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან, ასევე აზიიდან და ავსტრალიიდან. თავის გამოსვლაში მან (პატრიარქმა) დასძინა: ,,ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს სხეულის (ეკლესიის ერთობის) საკეთილდღეოდ გავამყაროთ  კავშირები სასულიერო პირთა და საეროთა შორის.’’

მეცნიერები, საკუთარი კომპეტენციის მიხედვით  აუდიტორიას აცნობდნენ  ვარაუდებსა და   პასუხებს, როგორც: მართლმადიდებლური სემინარიებისა და ინსტიტუტების ხელმძღვანელები; რელიგიის საგანმანათლებლო და გამომცემლობით  მისიაში მსახური ღვთისმეტყველები; საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა დარგების  გამოცდილი სპეციალისტები; ასევე ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლის მცოდნეები.

5 იანვარს, შუადღისას წმიდა და დიდი კრებისთვის განსახილველი დისკუსიები გახსნილად გამოცხადდა. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობა პერგამოს მიტროპოლიტმა იოანემ (ზიზიულასი) დანიშნა  ორი ფართო სესია და სიტყვით მიმართა მონაწილეებს, რომ  მეცნიერებთან და მკვლევრებთან მოეწყოთ ფართომასშტაბიანი შეხვედრები, კრების მიზნების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ.

მონაწილეები იყვნენ:

ნიკოლოს ასპრულისი, ვოლოსის საღვთისმეტყველო აკადემია (საბერძნეთი)

მამა იოანე პერი, წმ. ვლადიმირის სემინარია (აშშ)

მამა იოანე ქროსოვერი (მსოფლიო საპატრიარქო)

უილ ქოენი, სქრენტონის უნივერსიტეტი (აშშ)

კონსტანტინე დელიკონსტანდისი, ათენის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)

გიორგი დამაკოპულოსი, ფორდჰემის უნივერსიტეტი (აშშ)

ბრენდონ გალაჰერი, ექსტერის ინივერსიტეტი (ინგლისი)

მამა პაულ გავრილუკი, წმ.თომას უნივერსიტეტი (აშშ)

თამარ გრძელიძე, ვატიკანი (იტალია)

პერი ჰამალისი, ჩრდილო-ცენტრალური კოლეჯი (აშშ)

ნათან ჰოპე, აღდგომის სახელობის სემინარია (ალბანეთი)

პანდელის კალაიბიდისი, ვოლოსის აკადემია (საბერძნეთი)

ფილიპ კარიატლისი, წმ.ანდრეას საღვთისმეტყველო კოლეჯი (ავსტრალია)

მამა ნიკოლოზ კაზარიანი, სორბორნის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)

ელიზაბეტ კიტანოვიჩი, ეკლესიათა ევროპული საბჭო (ბელგია)

იოანე კენდისი, პატრიარქ ათენაგორას მართლმადიდებლური ინსტიტუტი (აშშ)

მამა პანტელეიმონ მანუსაკირი, წმინდა ჯვრის კოლეჯი (აშშ)

სოტირის მიტრალექსისი, სტამბულის უნივერსიტეტი (თურქეთი)

მამა ქრიზოსტომოს ნასისი , თესალონიკის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)

არისტოტელე პაპანიკოლაუ, ფორდჰემის უნივერსიტეტი (აშშ)

ათანასე ნ. პაპათანასიუ, ელინური ღია უნივერსიტი (საბერძნეთი)

ელიზაბეტ პროდრომუ, ტუფტის უნივერსიტეტი (აშშ)

ჯეიმს სკედროსი, ღვთისმეტყველების წმიდა ჯვრის სკოლა, (აშშ)

დიონისე  სკლირიალისი, სორბორნის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)

მამა ნათანაელ სიმეონიდისი, ამერიკის წმიდა სამთავარეპისკოპოსო (აშშ)

ალექსი ტორენსი ნოტრდამის უნივერსიტეტი (აშშ)

ათანასე ვლეთსისი, მიუნჰენის უნივერსიტეტი (გერმანია)

ანტონ ვრეიმი, რელიგიურ სწავლებათა დეპარტამენტი (აშშ)

სტავროს იანგაზოღლუ, ჟურნალ ,,ღვთისმეტყველების’’ რედაქტორი (საბერძნეთი)

გაილი ვოლოშჩეკი, ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი (აშშ)

 

ინგლისურიდან თარგმნა- გურამ ლურსმანაშვილმა

წყარო-https://www.patriarchate.org/-/scholars-meeting-at-the-phanar

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s